კურსის მიზანია, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით, სტუდენტებმა ისწავლონ ვიდეომონტაჟისას გასათვალისწინებელი წესები, გაიგონ, თუ როდისაა მართებული მონტაჟის წესების დარღვევა და სრულყოფილად აითვისონ სამონტაჟო პროგრამის ტექნიკური მხარე.
სტუდენტს კურსის გავლის შემდეგ შეეძლება დასაქმდეს მემონტაჟის პოზიციაზე ტელევიზიებსა და სხვა დაწესებულებებში, ან მოამზადოს ვიდეოები ისეთი პლატფორმებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, YouTube.
• შეისწავლი Adobe Premiere Pro-ს და დაამონტაჟებ ვიდეოს
• კურსის ბოლოს, გექნება შენი დამონტაჟებული კლიპი/ვიდეო/სიუჟეტი
• ისწავლი როგორ დაარენდერო როგორც 1080p, ასევე 4k ვიდეო.
• შექმნა გემოვნებიანი ტიტრები შენი ვიდეოსთვის
• გაუკეთო ვიდეოს ფერის კორექცია, შეასწორო „თეთრის ბალანსი“ და ექსპოზიცია
• დაამატო ვიზუალური ეფექტები, მაგ: სტაბილიზაცია გაუკეთო ე.წ. „Shaky” ვიდეოს და გახადო უფრო კინემატოგრაფიული.
• შექმნა სწორი პროექტი მაქსიმალურად მაღალი შედეგის მისაღებად რენდერისას.
• ისწავლი ე.წ. ხასიათის შექმნას, გახადო ვიდეო უფრო დინამიური, ან მელანქოლიური.
• აამოძრავო ტიტრები, გაუკეთო ფონი, დაადო ლოგო.
• S-log ვიდეოს ფერის კორექცია.
• ე.წ. Green Screen ეფექტი Ultra Key-ს გამოყენებით.
• სხვადასხვა პლატფორმებისთვის გათვალისწინებული ფორმატების შექმნას.
• სატელევიზიო ფორმატი, Youtube, Facebook, TikTok etc.
✓ 3D გრაფიკის პერსპექტივა და შინაარსი
✓ 3D გრაფიკის როლის სოციალურ მედიაში, ტელე გადაცემებსა და კინო ინდუსტრიაში
✓ საჭირო იდეების მოძიება და კრეატიული მიდგომები
✓ დამაკავშირებელი პროგრამების მიმოხილვა
✓ პირველი შეხება Cinema 4D –სთან : ინტერფეისი, პანელები ნავიგაცი
✓ მარტივი ობიექტების თვისებები და მათი განხილვა
✓ ობიექტების მოძრაობის სიზუსტეები და კოორდინატების კონტროლი
✓ ობიექტების პოლიგონალური რეჟიმი და ძირითადი უნარები
✓ დამხმარე ფუნქციებით განსხვავებული ობიექტების კომბინაცია
✓ დრო, ანიმაციის სიჩქარე (ფრეიმები, და ა.შ.)
✓ ანიმაციის პარამეტრები, keyframes
✓ დეფორმირების ანიმაცია
✓ მყარი სხეულების დინამიკა
✓ რბილი სხეულების დინამიკა
✓ ანიმაცია კლონერის ეფექტების გამოყენებით
პრაქტიკული დავალება: შექმენით ანიმირებული კომპოზიცია Keyframe-ების გამოყენების გარეშე
✓ მარტივი ობიექტების შექმნა კომპოზიციისთვის
✓ კომპოზიციის შექმნა, ობიექტების სწორი განლაგება, სიღრმეები და ანიმაცია
✓ სხვადასხვა ფუნქციების მიმაგრება ობიექტებზე და მათი კონტროლი
პრაქტიკული დავალება: მარტივი ობიექტებისგან შემდგარი ანიმაციის შექმნა
✓ კამერის პარამეტრები და კონტროლი
✓ კამერის ანიმაცია და ანიმაციის სხვადასხვა მეთოდები
✓ ანიმირებული ობიექტების სინქრონიზაცია კამერასთან
პრაქტიკული დავალება: შექმენით წინა დავალებაში შესრულებული კომპიზიციის ანიმაცია კამერით
✓ განათების ტიპები და მათი პარამეტრები
✓ სურათზე დაფუძნებული განათება
✓ Redshift -ის მატერიალების ძირითადი პრინციპები
✓ სურათისა და ვიდეოს დარენდერების მეთოდები და პარამეტრები
პრაქტიკული დავალება: წინა ლექციაზე შექმნილი ანიმაციის განათება, მატერიალებისა და ფერების შერჩევა, საბოლოო შედეგამდე მიყვანა (რენდერი)
✓ კომპოზიციის შექმნა
✓ მარტივი ობიექტების შექმნა და შესაბამისი განლაგება
✓ მარტივი ობიექტებზე მატერიალების მინიჭება
✓ განათების სწოპრი განლაგება
✓ კამერის სწორი პარამეტრების დაყენება და ანიმაცია
✓ პროექტის საბოლოო ვიზუალი(რენდერი)
გამოცდისას მიექცევა ყურადღება:
✓ მოდელირების პროცესის სისწრაფე, სიზუსტე, ხარისხი და მარტივად წარმართვა
✓ განათების სწორი განლაგება
✓ მატერიალების ხარისხი და სიმარტივე
✓ რენდერის პარამეტრების სწორად შექმნა
✓ ანიმაციის სიზუსტე და სინქრონიზაცია კამერასთან
✓ კამერის სწორი პოზიციები, პარამეტრები და დინამიკა