fbpx
ლაშა ლაგვილავა -სტუდენტი

როგორ მოვხვდი ბრენდ დიზაინის კურსიდან Scandiweb-ში?

თარიღი: 2 September, 2021

,,დიზაინის სფეროზე შემიძლია ახალბედებს ვუთხრა, რომ ეს არ არის სტანდარტული პროფესია. ეს არის დაუსრულებელი მარათონი, რომელსაც სულ უნდა აუწყო ფეხი.”

დღეს ლაშა ლაგვილავა მოგიყვება საკუთარი დასაქმების ამბავს:

-ჩემს შესახებ…

3 წლიდან ვხატავ, ავტომობილებს ძირითადად. რაც თავისთავად გახდა ინსპირაცია იმისა, რომ დიზაინის სფეროში ვყოფილიყავი.  ჩვენი ქვეყნისთვის, ცოტა უცნაური მიმართულება ავირჩიე, ავტოდიზაინი. სტუდენტობის პერიოდიდან უკვე დიდი ინტერესი გამიჩნდა ციფრული დიზაინის მიმართ, რადგან წარმოუდგენლად აუცილებელია ინდუსტრიული დიზაინერისთვის ციფრულ ტექნოლოგიებთან ახლოს ყოფნა. ამ უკანასკნელმა კიდევ უფრო გააღრმავა ინტერესი ზოგადად დიზაინის მიმართულებით და ჩავები გრაფიკული დიზაინის მარათონში.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში…

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ მაგისტრატურის პირველ კურსზე გავიგე, გამოცხადებული იყო კონკურსი, პრიზი კი საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა იყო (თუ სწორად მახსოვს) აპლიკანტებიდან 5 საუკეთესო შეარჩიეთ და ერთ-ერთი მე ვიყავი, შემდეგ სოც. ქსელების მეშვეობით ვნახულობდი კურსების შესახებ.

-კურსი, რომელიც გავიარე…

ორი კურსი გავიარე. ჯერ UI/UX და შემდეგ ბრენდ დიზაინის კურსი. ორივე კურსზე გრანტით მოვხვდი, რაც ჩელენჯებში პირველი ადგილის დაკავებით მოვიპოვე.

-ამჟამად ვმუშაობ…

კურსების გავლის შემდეგ ბევრ კარგ კომპანიასთან მქონდა შეხება, მათ შორის იყო ტელეკომპანია “იმედი” ამჟამად ლატვიურ კომპანია “Scandiweb”-ში ვმუშაობ გრაფიკოს და პარალელურად UI/UX დიზაინერად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში…

მოკლედ ვიტყვი, ტრამპლინი იყო ჩემთვის ეს კურსები.

-ციფრული მიმართულებით დასაქმების მსურველებს ვურჩევდი…

დიზაინის სფეროზე შემიძლია ახალბედებს ვუთხრა, რომ ეს არ არის სტანდარტული პროფესია. ეს არის დაუსრულებელი მარათონი, რომელსაც სულ უნდა აუწყო ფეხი. აქ არ არსებობს დოგმები და ჩარჩოები, ეს არის თავისუფალი ტრიბუნა და შენზეა დამოკიდებული ამ ტრიბუნიდან როგორ მიმართავ ხალხს. მოკლედ, წარმატებები თქვენს მარათონში!