კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406244390) ვებ-გვერდზე – www.digitaledu.ge (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“).
ვებ-გვერდის გამოყენება და შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ის მომსახურების გარკვეული პირობები რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით (შემდგომში ,,წესები და პირობები“).
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს. აღნიშნული პირობების შესაბამისად, თქვენ მიერ წესებისა და პირობების შესაბამისად ფასიან კურსზე რეგისტრაციისას ღილაკზე ,,შემდეგი’’, ხოლო უფასო მასტერკლასზე რეგისტრაციისას ღილაკზე ,,დადასტურება’’ მონიშვნით, თქვენ თანახმა ხართ, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებში მითითებულ ყველა დანაწესს.
ტერმინთა განმარტება
,,კომპანია“ ან/და ,,ჩვენ“ გულისხმობს შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ს, ხოლო ,,თქვენ“ ან/და ,,მომხმარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
,,მომსახურება“ გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის, და არა მხოლოდ, ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სატრენინგო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის, და არა მხოლოდ: (ა) არაანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეოს, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში სტუდენტებისათვის ვიდეოს, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის, და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ-პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის (შემდგომში ,,ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები“).
მხოლობით ფორმაში გამოყენებული ტერმინები, მათ შორის, ,,მომსახურება’’ ან/და ,,მომხმარებელი’’ მოიცავს მრავლობითსაც და პირიქით.
„პერსონალური მონაცემები“ – ნებისმიერი ინფორმაცია იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირის შესახებ (მონაცემთა სუბიექტი), როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით.
„მონაცემთა დამუშავება” – პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.
„დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი” – პირი, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის სახელით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ პუნქტით.
„მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი“ – პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზანსა და საშუალებებს, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტით.
„მონაცემთა სუბიექტი“ – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
„დამუშავება“ – გულისხმობს ნებისმიერ მოქმედებას, რომლის შედეგადაც ხდება პერსონალური მონაცემების გამოყენება, მათ შორის, მათ შეგროვებას, მოპოვებას, მათზე წვდომას, ორგანიზებას, დაჯგუფებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას, ან განადგურებას. დამუშავება აგრეთვე მოიცავს პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას.
„გადაცემა“ – ნიშნავს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ პერსონალური მონაცემების ნებისმიერ ფორმით გაზიარებას მესამე პირისათვის და, ასევე, მოიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ქვეკონტრაქტის დადებას და მესამე მხარისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მინიჭებას.
ვებ-გვერდის გამოყენების პირობები
მიზანი:
ვებ-გვერდის მიზანია, მომხმარებელს გააცნოს კომპანიის მომსახურების შესახებ ინფორმაცია, მომსახურების შესახებ შეთავაზებები, აგრეთვე კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები ან/და საკითხები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, ხელმისაწვდომი გახდეს კომპანიის მომსახურების შესახებ ინფორმაცია.
კომპანიის ვებ-გვერდზე სიახლეების, კამპანიისა და ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციის განთავსება საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს უფასოდ მივაწოდოთ ან/და შევთავაზოთ მომხმარებელზე მორგებული, რელევანტური შინაარსის ინფორმაცია და კომპანიის მომსახურება.
რეგისტრაციის წესი
კომპანია მომხმარებლებს უზრუნველყოფს როგორც ფასიანი კურსებით, ისე უფასო მასტერკლასებით. აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი ვალდებულია, ვებ-გვერდზე გაიაროს რეგისტრაცია.
უფასო მასტერკლასზე რეგისტრაცია:
მომხმარებლის მიერ უფასო მასტერკლასზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელმა ვებ-გვერდის საწყისი გვერდიდან უნდა აირჩიოს ღილაკი ,,მასტერკლასები’’, რის შემდგომაც იგი თავისი სურვილისამებრ, ირჩევს სასურველ უფასო მასტერკლასს.
სასურველი მასტერკლასის არჩევის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა დააჭიროს მისთვის სასურველი მასტერკლასის ქვეშ განთავსებულ ღილაკს – ,,რეგისტრაცია’’.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა უფასო მასტერკლასი გაიმართება დისტანციურ რეჟიმში.
ამ ღილაკზე ხელის დაჭერის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ადგილსამყოფელი (ქალაქი, სადაც მომხმარებელი იმყოფება), მასტერკლასის გამართვის მისთვის სასურველი დრო და დაეთანხმოს ვებ-გვერდის წესებსა და პირობებს.
მომხმარებლის მიერ უფასო მასტერკლასზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება უფასო მასტერკლასზე დაშვების შეტყობინება და უფასო მასტერკლასის ბმული. უფასო მასტერკლასის დაწყების თარიღამდე კი მას ეგზავნება დამატებითი შეტყობინება უფასო მასტერკლასის დაწყების შეხსენების თაობაზე.
გაცნობებთ, რომ კომპანიის მიერ შესაძლოა განხორციელდეს უფასო მასტერკლასის აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რომელიც ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად. ამ წესებსა და პირობებზე დათანხმებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ განხორციელდეს მასტერკლასის აუდიო-ვიდეო ჩაწერა და შემდგომში გაზიარება კომპანიის სოციალურ არხებზე, ან/და მასტერკლასით დაინტერესებულ სხვა პირებზე.
ფასიან კურსზე რეგისტრაცია
მომხმარებლის მიერ ფასიან კურსზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელმა ვებ-გვერდის საწყისი გვერდიდან უნდა აირჩიოს ღილაკი ,,კურსები’’, რის შემდგომაც იგი თავისი სურვილისამებრ, ირჩევს სასურველ ფასიან კურსს.
სასურველი კურსის არჩევის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა დააჭიროს მისთვის სასურველი მასტერკლასის ქვეშ განთავსებულ ღილაკს – ,,რეგისტრაცია’’.
კურსზე რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და დაეთანხმოს ვებ-გვერდის წესებსა და პირობებს.
მომხმარებლის მიერ ფასიან კურსზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება ფასიან კურსზე დაშვების შეტყობინება. კომპანიის მიერ აგრეთვე შესაძლოა განხორციელდეს სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებლის კურსზე დაშვებისა და წინაპირობების გაცნობის შესახებ.
ყოველგვარი ბუნდოვანების გამოსარიცხად, ფასიან კურსზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ კომპანიასა და მომხმარებელს შორის სატრენინგო მომსახურების წესები და პირობები რეგულირდება დამატებით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია
თქვენ ვალდებული ხართ, ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ვებ-გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება ან/და დიზაინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, ან/და არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, თანხმობის გაცემა ამგვარ გაზიარებაზე, წარმოადგენს კომპანიის ერთპიროვნულ დისკრეციას.
კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის ან/და შინაარსის გამოყენება ხდება კომპანიის წინასწარ გაცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან/და ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის.
აკრძალულია ვებ-გვერდისთვის ნებისმიერი სახის ან/და ფორმის ზიანის მიყენება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ვებ-გვერდის პროგრამული გატეხვით. აღნიშნული წარმოადგენს თქვენს ერთპიროვნულ რისკსა და პასუხისმგებლობას.
ვებ-გვერდზე წვდომა და ცვლილებები
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება კომპანიის ტექნიკური შეფერხების, ან/და კომპანიისაგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, კომპანია არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხი) საათში.
საავტორო უფლებების დაცვა:
ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის, და არა მხოლოდ, მომსახურებაზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები, და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა ,,გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე. მომხმარებლის მიერ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებელს მოსთხოვოს ამგვარი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.
შპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემიის” პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი: შპს „ინექსფონი“, ს/კ 204545000, მის: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N28
მონაცემთა სუბიექტი: ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
ზოგადი პირობები
ვებ-გვერდის www.digitaledu.ge (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“) გამოყენება და შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ის მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები რეგულირდება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებით (შემდგომში ,,პერსონალური მონცემების დაცვის პირობები’’).
წინამდებარე უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში – „პოლიტიკა“) ადგენს, თუ როგორ ხდება კომპანიის მიერ მონაცემთა სუბიექტების (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ) პერსონალური მონაცემების (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ) დამუშავება. აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება ყველა პერსონალურ მონაცემზე (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ), რომელსაც კომპანია ამუშავებს (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ), იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის მონაცემთა სუბიექტი (როგორც ეს განმარტებული ქვემოთ).
პერსონალური მონაცემები, რომელიც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დამუშავდება
საიდენტიფიკაციო მონაცემები
სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, კურსზე/მასტერკლასზე/ტრენინგზე რეგისტრაციის ფაქტი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი (იურიდიული ან/და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები
კომპანიასა და მომხმარებელთან ურთიერთობის ფარგლებში ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო გზით, ელექტრონული კომუნიკაციის, სოციალური მედიის ან/და სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები, მათ შორის ის კურსი/კურსები, რომლებზეც მომხმარებელი დარეგისტრირებულია
საჯარო მონაცემები
საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია
აუდიო-ვიდეო ჩანაწერები
უფასო მასტერკლასის მომსახურების მიწოდების ფარგლებში, შესაბამის პლატფორმაზე მიმდინარე მასტერკლასის მსვლელობისას ჩაწერილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი:
დამუშავებაზე პასუხისმგებელი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები წინამდებარე დოკუმენტის მე-3 მუხლში ჩამოთვლილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ ერთ-ერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული მიზნით:
კომპანიის მიერ მომსახურების გასაწევად (მათ შორის, სატრენინგო მომსახურების გასაწევად და სხვ. განსახორციელებლად);
კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის კურსებთან და ტრენინგებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად;
კომპანიის მომსახურების (პირობების ცვლილების, ახალი ან/და დამატებითი მომსახურების) შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს თქვენი, როგორც მომხმარებლის, მიერ სატრენინგო მომსახურებისათვის განხორციელებული ტრანზაქციული ისტორიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტატისტიკური მონაცემების, მომხმარებლის ქცევის და სხვა. ანალიზს)
კომპანიის მომხმარებლისთვის შესაბამისი კორესპონდენციის ან/და შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;
კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის;
კომპანიის ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად.
კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
კომპანიის მიერ სხვადასხვა შიდა ანგარიშებისა და სტატისტიკის შესაქმნელად (ანგარიშებში ინახება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია; კომპანია უფლებამოსილია, აღნიშნულ ანგარიშებში შეცვალოს მომხმარებელთან დაკავშირებული ძველი სიახლეები, რათა უზრუნველყოფილი იყოს თქვენ შესახებ უახლესი ინფორმაცია).
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის:
მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტები:
მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს ერთ -ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ე) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
კ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
მე-7 მუხლის პირველი პუნქტი:
„1. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი:
“1. მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ სუბიექტის თანხმობით.”
პერსონალური მონაცემების გადაცემა
პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი დარწმუნდება, რომ ინფორმაციის მიმღებს აქვს დაცვის იგივე ხარისხი და მონაცემთა დაცვის შესაფერისი და ადეკვატური გარანტიები.
ინფორმაციის მიმღები ვალდებულია დაიცვას პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და იგი, საკუთარ ქმედებებისა თუ უმოქმედობისთვის, პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე.
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი ინარჩუნებს ერთპიროვნულ დისკრეციას, რათა განსაზღვროს პერსონალური მონაცემების გადაცემის მიმღებ(ებ)ი, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე მუხლით. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი ინარჩუნებს უფლებას, მისი დისკრეციის ფარგლებში, განსაზღვროს შესაბამისი მხარე, რომელიც მიიღებს გადაცემულ პერსონალურ მონაცემებს, იმ პირობით, რომ ასეთი გადაცემის შემდგომ, მის მიერ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება იქნება შესაბამისობაში ამ მუხლით დადგენილ დებულებებთან.
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაძლოა პერსონალური მონაცემები გადასცეს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, კერძოდ, შპს „ინექსფონს“, რომლის სერვისების გამოყენების საფუძველზე დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს მომსახურების, მონაცემების მენეჯმენტის პროცესის გაუმჯობესებას და არა მხოლოდ.
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი აცნობიერებს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელებულ უნდა იქნას „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი პრინციპების დაცვით.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებები
თქვენი მონაცემების დამუშავების პროცესში თქვენ უფლება გაქვთ:
მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემების თაობაზე: რა სახის მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
გაეცნოთ თქვენ შესახებ კომპანიის მიერ დაცულ და შენახულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ან/და ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;
მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, იმ შემთხვევაში, თუ:
უარს განაცხადებთ იმ თანხმობაზე, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს;
მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ;
სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
ნებისმიერ დროს გაითხოვოთ ან/და უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენ მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ ამგვარი თანხმობის საფუძველზე უკვე არსებული და დამუშავებული მონაცემების წაშლა. ამგვარი მოთხოვნის მიღების შემდგომ, კომპანია დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და უზრუნველყოფს უკვე დამუშავებული მონაცემების წაშლას, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა
თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვას უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. აღნიშნული მიზნებისათვის, კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის, კომპანია ატარებს ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურულ კონტროლის მექანიზმებს, რათა კანონის სრული დაცვით მოხდეს თქვენი მონაცემების დაცვა არაავტორიზებული წვდომის, გამოყენების, გადაცემისგან, დაკარგვის, ან/და განადგურებისგან.
მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შპს ციფრული ინდუსტრიის აკადემიის მიერ ინახება 3 (სამი) წლის ვადით.
კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაზიარების შემთხვევაში მომხმარებელი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, მისთვის გადაცემული კონკრეტული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული ინფორმაცია/ვიდეო ჩანაწერი, შეინახოს კონფიდენციალურად და არ გაუმჟღავნოს ის ნებისმიერ მესამე პირს.
აღნიშნული ინფორმაციის დაცვის მიზნით, როგორც მომხმარებელი, ასევე კომპანია, მიიღებს ნებისმიერ და ყველა ზომას, რომ გაუფრთხილდეს ინფორმაციას ისე როგორც საკუთარს.
მომხმარებელი და კომპანია იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების ყოველი დარღვევისათვის გადაიხდის ჯარიმას და აანაზღაურებს დამდგარ პირდაპირ და ირიბ ზიანს სრულად.
აუდიო-ვიდეო მონიტორინგი
კომპანიამ უფასო მასტერკლასის მომსახურების მიწოდების ფარგლებში შესაძლოა განახორციელოს აუდიო-ვიდეო მონიტორინგი, რომელიც მოიაზრებს უფასო მასტერკლასის მიმდინარეობის როგორც აუდიოს, ისე ვიდეოს ჩაწერას.
უფასო მასტერკლასის მომსახურების აუდიო-ვიდეო ჩაწერის მიზანია, კომპანიამ გააუმჯობესოს მის მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხი და ეფექტურობა, აგრეთვე, მისცეს უფასო მასტერკლასზე რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება, განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, კიდევ ერთხელ გაეცნოს აღნიშნულ ჩანაწერს.
უფასო მასტერკლასის აუდიოსა და ვიდეოს ჩაწერამდე, კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს აღნიშნულის თაობაზე როგორც ზეპირად, ისე შესაბამის პლატფორმაზე გამოისახება შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი.
მომხმარებელი უფლებამოსილია, უარი თქვას ამგვარი ჩანაწერის განხორციელებაზე და აღარ განაგრძოს კომპანიის მომსახურების მიღება.
მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მოსთხოვოს აღნიშნული უფასო მასტერკლასის მისთვის ელექტრონულად გაზიარება.
აუდიო-ვიდეო მონიტორინგის დამუშავება ხორციელდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების შესაბამისად.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა
თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გაითხოვოთ ან/და უარი თქვათ თქვენს მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა.
აღნიშნული მოთხოვნა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით: ელ.ფოსტა info@digitaledu.ge, შპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემიის” სოციალური ქსელი https://www.facebook.com/digitaledu.ge ასევე შპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემიის” მიერ გამოგზავნილ ნებისმიერ შეტყობინებას, ტექსტის ბოლოში, აქვს მითითებული ნომერი. ამ ნომერზე შეტყობინება “NO”-ს გამოგზავნა, ნიშნავს, რომ სუბიექტს აღარ სურს შპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემიისაგან” შეტყობინებების მიღება. თანხმობის გამოხმობის შეტყობინების გამოგზავნა უფასოა. სუბიექტს მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა შეუძლია კომპანიის მისამართზე ვიზიტითაც, მისამართზე: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N61.
მომხმარებლის მიერ ამგვარი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და წაშალოს უკვე დამუშავებული მონაცემები, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
თქვენს მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის ან სხვა საკითხის დაზუსტების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, ან ეწვიოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995 574 19 20 81 ელ. ფოსტის მისამართი: info@digitaledu.ge, ვებ გვერდის მისამართი: www.digitaledu.ge.
დავები და მარეგულირებელი სამართალი
წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ამ მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე, პრეტენზია და მოთხოვნა, რომელიც მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს კომპანიის მიმართ, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ნებისმიერი ინციდენტის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდიდან მიმართოს ,,ჩატ-ბოტს’’, რომლითაც შესაძლებელი იქნება, მომხმარებლის დაკავშირება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან, რომელიც პირდაპირი და დაუყოვნებლივი კომუნიკაციის შედეგად მიმართავს ყველა ზომას საკითხის შესასწავლად და სადავო პრობლემის აღმოსაფხვრელად.
თითოეული მხარე თანხმდება საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას მათ შორის არსებული ნებისმიერი დავისა და მოთხოვნის გადასაწყვეტად, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან ან მის საგანთან დაკავშირებით.