fbpx
webiz

როგორ მოვხვდი გრაფიკული და მოუშენ დიზაინის კურსებიდან WEBIZ – ში?

თარიღი: 28 October, 2021

,,უნდა აღვნიშნო, რომ აკადემია გვერდში უდგას თითოეულ სტუდენტს და ცდილობს მათ პირველი ნაბიჯები გადაადგმევინოს კარიერული წინსვლისთვის.”

დღეს მარიამ მახარაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ მარიამ მახარაძე, გრაფიკული დიზაინერი.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ყოველთვის მიზიდავდა ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდებოდა, თუმცა რატომღაც სხვა მიმართულებით მივდიოდი.

“Covid-19” ის მადლიერი როგორ უნდა იყო ადამიანი, მაგრამ სახლში “ჩაჯდომამ” დამარწმუნა, რომ უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს და მეც ბევრი ძიების შემდეგ გიპოვეთ თქვენ.

-კურსი..

თქვენთან გავიარე გრაფიკული და მოუშენ დიზაინის კურსები. მივხვდი, რომ ვიპოვე ის, რაც მომწონს, მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს .

-ამჟამად დასაქმებული ვარ..

ვებიზი

ვმუშაობ ქართულ-ებრაულ კომპანია Webiz-ის საუკეთესო დიზაინის გუნდში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის დახმარებით და დიდი რეკომენდაციით გავხდი Webiz-ის წევრი.

უნდა აღვნიშნო, რომ აკადემია გვერდში უდგას თითოეულ სტუდენტს და ცდილობს მათ პირველი ნაბიჯები გადაადგმევინოს კარიერული წინსვლისთვის.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ბევრი იმუშავეთ საკუთარ თავზე, არ დანებდეთ და ხელები არ ჩამოყაროთ.

მუდამ ახლის ძიებაში იყავით და ატარეთ ექსპერიმენტები, გამოდით კომფორტის ზონიდან.

მოუსმინეთ თქვენზე გამოცდილ ადამიანებს და მხოლოდ წინ გქონდეთ აღებული გეზი.