fbpx
გრაფიკული დიზაინი

როგორ მოვხვდი გრაფიკული დიზაინის კურსიდან FCB Artgroup – ში?

თარიღი: 7 October, 2021

,,გარდა იმისა, რომ ამ კურსმა მომცა საბაზისო ცოდნა, ასევე სხვა კუთხით დამანახა მთლიანად ეს სფერო, ჩემს ჰობის, გატაცებას სერიოზული სახე შესძინა და საქმიანობად აქცია.”

დღეს ირინა შავლაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ირინა შავლაძე, 22 წლის. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი, პროფესიით ვარ ხელოვნებათმცოდნე.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ზაფხულში შემთხვევით აღმოვაჩინე ლეპტოპში სახატავი პროგრამა, რომელმაც ძალიან გამიტაცა, მალევე გადავწყვიტე მეტი პროგრამა მესწავლა და გამეღრმავებინა ცოდნა, დავიწყე გრაფიკული კურსების ძებნა და საბოლოოდ ბევრი ადამიანის რჩევით აღმოვჩნდი ციფრულ აკადემიაში.

-კურსი..

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება და საბაზისო ცოდნა მომცა.

-ამჟამად ვმუშაობ..

კურსის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში გავაგზავნე რეზიუმე სარეკლამო კომპანია FCB Artgroup – ში და შევუერთდი მათ არაჩვეულებრივ გუნდს ჯუნიორ დიზაინერის ამპლუაში.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში..

გარდა იმისა, რომ ამ კურსმა მომცა საბაზისო ცოდნა, ასევე სხვა კუთხით დამანახა მთლიანად ეს სფერო, ჩემს ჰობის, გატაცებას სერიოზული სახე შესძინა და საქმიანობად აქცია.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

მუდმივად იმუშავე საკუთარ შესაძლებლობებზე, განვითარდი, გაეცანი სიახლეებს ამ სფეროში, გამოიყენე თავისუფალი დრო და შეისწავლე ახალი თულები, ინტერნეტი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას.