header-logo
header-logo
ვიდეო მონტაჟი (Adobe Premiere Pro)-ს კურსი

ვიდეო მონტაჟი (Adobe Premiere Pro)-ს კურსი

2 თვე
Online

ვიდეო მონტაჟის კურსის განმავლობაში ისწავლი რეჟისურასა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სამონტაჟო პროგრამას – Adobe Premiere Pro-ს. 


გაეცნობი იმ წესებს, რაც აუცილებლად უნდა დაიცვა მონტაჟის პროცესში, ასევე გაიგებ, როდის არის მართებული მონტაჟის წესების დარღვევა. 


კურსის დასრულების შემდეგ სრულყოფილად გეცოდინება სამონტაჟო პროგრამის ტექნიკური მხარე. მიღებული ცოდნით შეძლებ, რომ დასაქმდე ტელევიზიაში, სარეკლამო სააგენტოში ან ფრილანს.


რატომ უნდა აირჩიო ვიდეო მონტაჟის კურსი?

ვიდეო ედითინგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და შემოქმედებითი პროფესიული მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ ცოდნასა და ვიზუალურ აზროვნებას. 


ჩვენი ვიდეო მონტაჟის კურსი (Adobe Premiere Pro) დაგეხმარება აითვისო ვიდეო კონტენტის შექმნის ყველა ეტაპი — მონტაჟის საბაზისო პრინციპებიდან მაღალ დონემდე.


კურსის განმავლობაში გაეცნობი ვიდეო ედითინგის მთავარ წესებსა და ტექნიკას, გაიგებ როგორ უნდა შექმნა ვიზუალურად დინამიკური, ემოციური ვიდეოები და როგორ გამოიყენო Adobe Premiere Pro — პროგრამა, რომელსაც იყენებენ წამყვანი მედიაკომპანიები, სააგენტოები და YouTube-ის კონტენტ კრეატორები. 


მენტორი გაგიზიარებს იმ გამოცდილებას, რომელიც დაგეხმარება, შექმნა მაღალი ხარისხის ვიდეოები, ისწავლო ფერის კორექცია, აუდიოს ბალანსირება, ეფექტები და ანიმაციები.


რას ისწავლი კურსზე?

კურსი დაყოფილია 10 ლექციად და თითოეული მათგანი დაგეხმარება პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში. 


პირველივე ლექციებიდან შეისწავლი ვიდეო მონტაჟის ექვს ძირითად პრინციპს და გაეცნობი Adobe Premiere Pro-ს სამუშაო გარემოს, ინსტრუმენტებსა და პარამეტრებს. ისწავლი ფაილების იმპორტს, ორგანიზებასა და მონტაჟისთვის მომზადებას.


შემდეგ ეტაპებზე ისწავლი აუდიო მასალასთან მუშაობას — როგორ მოახდინო აუდიო ტრეკების კორექცია, გამოიყენო ეკვალაიზერი და Essential Sound პანელი, შექმნა სწორად დაბალანსებული აუდიო. 


შეისწავლი ფერის კორექციის საფუძვლებს, მოირგებ Lumetri Color პანელს და გაიგებ, როგორ შეცვალო ვიდეოს ატმოსფერო და ემოცია ფერებით.


კურსის ბოლოს დაეუფლები Color LUT-ების გამოყენებას, ტრანზიციის პრესეტების იმპორტს და შექმნი საკუთარ ვიდეო ნამუშევარს — სრულად დამუშავებულ, მონტაჟირებულ და ეფექტებით გაჯერებულ პროექტს, რომელსაც წარმოადგენ მენტორის წინაშე.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი იდეალურია დამწყები ვიდეო ედითორებისთვის, სტუდენტებისთვის, კონტენტ კრეატორებისთვის, სარეკლამო სააგენტოების თანამშრომლებისთვის და ყველასთვის, ვინც სურს ისწავლოს ვიდეო მონტაჟი.

თუ გსურს შექმნა სოციალური მედიისთვის ვიზუალურად გამორჩეული ვიდეოები, საკუთარი YouTube არხის კონტენტი ან იმუშაო მედიაში და სააგენტოებში, ეს კურსი დაგეხმარება მიზნის მიღწევაში.



მენტორი:


ნიკოლოზ ჯალაღონია


2012 წლიდან მუშაობს, როგორც მოძრავ, ასევე სტატიკურ გამოსახულებაზე.

2014 წელს დაიწყო მუშაობა ვიდეო მონტაჟზე. 2016 წლიდან სრულად გადაერთო ვიდეო ეფექტების, ანიმაციისა და მოძრავი გრაფიკის მიმართულებით.

2019 წლიდან აქტიურად ასწავლის მოუშენ დიზაინს სხვადასხვა სასწავლო პლატფორმებში. 

ამჟამად მუშაობს, ფრილანსერად და საკუთარ პროექტებზე ანიმაციის კუთხით.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, 2015 წელს მონაწილეობას იღებდა დოკუმენტური ფილმების გადაღებაში. 2016 წელს იყო გადაღების რეჟისორი ჯგუფი - ,,სინათლის წელიწადისა“ და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტის.


FAQs:

  • რა პროგრამას შევისწავლი კურსზე? - კურსის განმავლობაში შეისწავლი Adobe Premiere Pro-ს — ვიდეო მონტაჟის სფეროში ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე მოთხოვნად პროგრამას მსოფლიოში.

  • რამდენ ხანს გრძელდება ვიდეო მონტაჟის კურსი? - კურსი გრძელდება 1 თვე და მოიცავს 10 პრაქტიკულ ლექციას

  • შემიძლია თუ არა კურსის ონლაინ რეჟიმში გავლა? - დიახ, ვიდეო მონტაჟის კურსი ტარდება ონლაინ რეჟიმში

  • საჭიროა თუ არა გამოცდილება კურსზე მოსახვედრად? - არა, კურსი განკუთვნილია დამწყებთათვისაც, პრაქტიკული დავალებები კი დაგეხმარება ცოდნის სწრაფად გამყარებაში.

  • სად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ მუშაობას ტელევიზიასა და სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოებში ან ფრილანსერად - როგორც ვიდეო მონტაჟის სპეციალისტი.


განრიგი

გაეცანი კურსების დეტალურ განრიგს

მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის? გაეცანი ლექციების განრიგს მენტორებისა და კურსის ფორმატის მიხედვით

ნიკოლოზ ჯალაღონია

: 28 იან. 2026

2012 წლიდან ქმნის, როგორც მოძრავი, ასევე სტატიკური გამოსახულებების დიზაინს. 2014 წელს მუშაობა დაიწყო ვიდეო ედითინგის მიმართულებით. 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით 2015 წელს მონაწილეობას იღებდა დოკუმენტური ფილმების გადაღებაში. 

2016 წლიდან სრულად გადაერთო ვიდეო ეფექტების, ანიმაციისა და მოძრავი გრაფიკის სფეროში. მოუშენ დიზაინის კუთხით გაიარა საერთაშორისო კურსები.

მისი გამოცდილება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ვიდეო მონტაჟი, 3D ტექსტებისა და ობიექტების ანიმაცია, 2D პერსონაჟის ანიმაცია, სარეკლამო მოუშენი.

2019 წლიდან აკადემიური საქმიანობაც შეითავსა და მოუშენ დიზაინის მენტორი გახდა.

მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ კომპანიებს: It Academy Step Georgia, BPN Georgia, რესტორანი “რიგი”, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, გასტრონავტი და სხვა.

ამჟამად არის ფრილანსერ დიზაინერი და მუშაობს საკუთარ პროექტებზე ანიმაციის კუთხით.

2 თვე
,
-

სილაბუსი

რას ისწავლი
  • ვიდეო მონტაჟი და მისი 6 ძირითადი საფუძველი
  • რა არის – Adobe Premiere Pro
  • Adobe Premiere Pro – პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაო დაფის მიმოხილვა
  • Preference – ების მიმოხილვა და მორგება

მათი შთაბეჭდილებები

ჩვენი სტუდენტების შთაბეჭდილებები კურსის შესახებ

გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს

კარიერული განვითარების შესაძლებლობები

დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად

გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

Partner Logo 1
Partner Logo 2
Partner Logo 3
Partner Logo 4
Partner Logo 5
650
28 იან. 2026

დაგვიკავშირდი