fbpx

HTML/CSS + JavaScript + React-ის პაკეტი

შექმენი საიტის Frontend ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გაიარე ვებ პროგრამირების HTML/CSS + JavaScript + React-ის კურსებისგან შემდგარი პაკეტი 2100-ის ნაცვლად 1650 ლარად.

პაკეტში შემავალი კურსები

რას ვისწავლი კურსის განმავლობაში და რას მომცემს ეს კურსი?

ვებ პროგრამირების კურსის განმავლობაში შენ ნულიდან ისწავლი თუ, როგორ უნდა ააწყო ვებგვერდის ვიზუალური ნაწილი HTML, CSS-ის საშუალებით. გაეცნობი HTML/CSS-ის და JavaScript–ის საფუძვლებს, შექმნი ვებგვერდს, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაზე. ისწავლი თუ, როგორ შეიძლება CSS-ის მეშვეობით ელემენტების პოზიციონირება, კოდის ოპტიმიზაცია, ანიმაციებთან მუშაობა და კოდის ატვირთვა github-ზე.

JavaScript-ის კურსის ფარგლებში შენ ისწავლი JavaScript პროგრამირების ენას, მისი მუშაობის პრინციპებს და სპეციფიკას.

React-ის კურსის განმავლობაში კი მიიღებ ცოდნას Javascript-ზე და ბიბლიოთეკაზე ReactJS-ზე, რის დახმარებითაც შეძლებ შექმნა დინამიური ვებგვერდები.

ამ სამი კურსისგან შემდგარი პაკეტი მოგცემს შესაძლებლობას ააწყო საიტის Frontend, ვიზუალური ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.