JavaScript-ის გამოყენების სფერო ძალიან ფართოა. ჯავასკრიპტი არის დინამიური პროგრამისების (სკრიპტინგის) ენა, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც Front-End და Back-End დეველოპმენტში, ასევე მობილურ და დესკტოპ აპლიკაციებში.
JavaScript-ის კურსის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან იმ ცოდნას, რომელიც მათ საშუალებას მიცემს ისწავლონ პროგრამირება, ისწავლონ JavaScript პროგრამირების ენა მისი
მუშაობის პრინციპები და სპეციფიკურობა, რაც საშუალებას მისცემთ დაეუფლონ ყველაზე პოპულარულ პროგრამირების ენას, რომელიც გახდება ფუნდამენტი კარიერის შემდგომი განვითარებისა.
2021 წლიდან არის Full stack ვებ დეველოპერი. ფლობს ისეთ პროგრამულ ენებს, როგორიც არის: Python, javascript, php, C++, C#, SQL და მათ ფრეიმვორკებს, ასევე დეველოპერებისთვის საჭირო სხვა თულებს: AWS, Docker, Git და სხვა. ამ ყველაფერს იყენებს საიტების ასაწყობად ან მონაცემთა ანალიზისას.
მუშაობს Winguard-ში, lead software engineer-ად. Full stack დამოუკიდებლად უმუშავია საიტებისთვის: ecommerce და თსუ-ს scientific journal-ზე, ხოლო Back-End სასწავლო პლატფორმაზე.
მისი მიმდინარე პროექტებია: API – ების შექმნა, ალგორითმების იმპლემენტაცია, ბაზის არქიტექტურა, მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და სხვა.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაიარაქემნიცის ტექნიკური უნივერსიტეტის რობოტიკის სკოლის პროგრამა, სადაც ჰქონდა პირველი შეხება კომპიუტერულ მეცნიერებებთან.
ამის შემდეგ, ჩააბარა თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე. ვებ დეველოპმენტის მიმართულებით მუშაობს 2019 წლიდან. ამჟამად არის Software Engineer-ი საერთაშორისო კომპანია Epam Systems-ში.
უმუშავია 5 მასშტაბურ პროექტზე:
Granot Inc – ამერიკის ბაზარზე ოპერირებადი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს OMS სისტემის გადაზიდვას ინდუსტრიაში;
Echolize – აპლიკაცია კრეატორებისა და ინფლუენსერებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, ითანამშრომლონ ბრენდებთან, ჩაერთონ კამპანიებში და გამოიმუშაონ თანხა;
Juno Journey – თანამშრომელთა განვითარების პერსონალიზებული პლატფორმა, რომელიც ბიზნეს აძლევს საშუალებას ჩართონ თავიანთი დასაქმებულები და მისცენ მათ პროფესიულად გაზრდის შესაძლებლობა;
Envite – მძლავრი ვებ პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ ინდივიდს გაყიდოს ნებისმიერი სერვისი ონლაინ მარტივად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
AXS – ამერიკული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ბილეთების ყიდვა/გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.
დედლაინი: 2 კვირა