ლუკა თავხელიძე
Lead Software Engineer
პროგრამირების მიმართ ინტერესი 2019 წელს გაუჩნდა. მისი პირველი სამუშაო გამოცდილება იწყება კომპანია Graey-ში, Back-End დეველოპერის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა სასწავლო და E-commerce პლატფორმებზე.
შემდეგ შეუერთდა Winguard-ის გუნდს, Software Engineer-ად, სადაც დღემდე ქმნის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ამარტივებს ადამიანების ყოველდღიურობას.
მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგი ტიპის პროექტებს: მენეჯმენტის ვებ აპლიკაცია, სხვადასხვა ტიპის ტრეიდინგ tool-ები, ტრეიდინგის ავტომატიზაცია, ალგორითმული ანალიზი და სხვა.
ინდივიდუალური პროექტები: Stack Overflow-ს კლონი (Full stack), Spotify-ს კლონი (Full stack), Messenger-ის კლონი (Full stack) და ა.შ.
სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერების განხრით.