თუ გინდა შექმნა საიტის, როგორც Frontend-ის ისე Backend ნაწილი, HTML/CSS + JavaScript + Node JS-ისგან შემდგარი კურსი, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება.
გაიარე სამი კურსისგან შემდგარი პაკეტი 2100 ლარად და გახდი სრულყოფილი full stack დეველოპერი
ვებ პროგრამირების კურსის განმავლობაში შენ ნულიდან ისწავლი თუ, როგორ უნდა ააწყო ვებგვერდის ვიზუალური ნაწილი HTML, CSS-ის საშუალებით. გაეცნობი HTML/CSS-ის და JavaScript–ის საფუძვლებს, შექმნი ვებგვერდს, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაზე. ისწავლი თუ, როგორ შეიძლება CSS-ის მეშვეობით ელემენტების პოზიციონირება, კოდის ოპტიმიზაცია, ანიმაციებთან მუშაობა და კოდის ატვირთვა github-ზე.
JavaScript-ის კურსის ფარგლებში შენ ისწავლი JavaScript პროგრამირების ენას, მისი მუშაობის პრინციპებს და სპეციფიკას.
ხოლო Node JS კურსის განმავლობაში გაეცნობი express / Nest.js framework-ებს და იმუშავებ რელაციურ (postgre) და არარელაციურ (mongodb) მონაცემთა ბაზებთან. Node JS-ის კურსის გასავლელად შენ დაგჭირდება Javascript ენის ცოდნა, რაც წინა კურსით უკვე გექნება.
ამ სამი კურსისგან შემდგარი პაკეტი მოგცემს შესაძლებლობას ააწყო საიტის, როგორც Frontend, ისე Backend ნაწილი.