fbpx

ციფრული პროექტების მართვა + Agile, Scrum, Kanban 

თუ გსურს გახდე სრულყოფილი ციფრული პროექტების მართვის მენეჯერი, მაშინ აუცილებლად გამოიყენე ეს შესაძლებლობა. გაიარე ციფრული პროექტების მართვის და Agile, Scrum, Kanban-ის პროფესიონალური კურსი 1500- ლარად. დაეუფლე პროექტების მართვის მეთოდოლოგიებს Advanced დონეზე.

პაკეტში შემავალი კურსები

ციფრული პროექტების მართვის პაკეტი

თუ დაინტერესებული ხარ ციფრული პროექტებით და გსურს ნებისმიერი მასშტაბის ციფრული პროექტი წარმატებულად მართო, Agile, Scrum, Kanban-ის და ციფრული პროექტების მართვისგან შემდგარი კურსი ზუსტად ამ მიზანს ემსახურება.

რას ვისწავლი კურსის განმავლობაში და რას მომცემს ეს კურსი?

ციფრული პროექტების მართვის კურსის მიზანია სტუდენტს ესმოდეს რა ტიპის პროექტების მართვის მეთოდოლოგიები არსებობს მსოფლიოში, რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებულ Agile გუნდს, რა ხელსაწყოები და პროცედურები შეგვიძლია გამოვიყენოთ პროექტის მართვისას.

კურსის დასრულების შემდეგ, ციფრული პროექტების მართვის ბაზისთან ერთად სტუდენტს ექნება ზოგადი ცოდნა ციფრული სამყაროს ყველა ინდუსტრიის შესახებ, რაც შესაძლებლობას მისცემს რომ გააგრძელოს განვითარება ნებისმიერი ციფრული პროფესიის მიმართულებით.

ხოლო Agile, Scrum,Kanban-ის Advanced კურსის მიზანია, სტუდენტმა გაიღრმაოს ცოდნა პროდუქტის Agile დეველოპმენტის სხვადასხვა მიმართულებებზე, ჩაერთოს სიმულაციებში, რომელიც რეალური გუნდის ფუნქციონირების იდენტურია, Agile გუნდის რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, დააიდენტიფიციროს პრობლემადა იმსჯელოს მათი გადაჭრის გზებზე, გაეცნოს დასაქმების ბაზრის მდგომარეობას, საჭიროებებს და დაგეგმოს კარიერული წინსვლა ამ მიმართულებით.

სტუდენტები შეიძენენ იმ უნარ-ჩვევებს და დასვამენ ისეთ აქცენტებს გუნდურ მუშაობაში, რომლებიც მათ ინტეგრაციას და სრულ სამუშაო ციკლს საგრძნობლად გაამარტივებს Agile ორგანიზაციებში, მიეწოდებათ ინფორმაცია იმ მასალებისა და პლატფორმების შესახებ, რომელიც მათ ამ სფეროში წინსვლას შეუწყობს ხელს, შეიქმნიან საბაზისო ცოდნას Scrum Master-ის/Kanban Flow Manager-ის ტექნიკური გასაუბრებისთვის.