კურსის აღწერა
კურსის განმავლობაში გაიუმჯობესებ პროექტის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას. გაიგებ, რა განსხვავებაა პროექტების მართვის მეთოდოლოგიებს შორის და რატომ ირჩევენ ამა თუ იმ ფრეიმვორქს. გაეცნობი პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტს (Agile, Scrum, Kanban, პრაქტიკები, მეთოდოლოგიები და მეთოდები). მენტორი გაგიზიარებს იმ მასალებს და პლატფორმებს, რომლებიც შენს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გეცოდინება ყველა ის ხელსაწყო, რომლებსაც დღეს წარმატებული კომპანიები იყენებენ. გექნება საკმარისი ცოდნა, რათა დაიწყო კარიერა ამ სფეროში.
კურსის მენტორები
სოფიო ლეჟავა
პირველად ინტერესი სფეროსადმი 2012 წელს გაუჩნდა, როდესაც სტუდენტობის პერიოდში ერთ-ერთ პროექტის თანაორგანიზატორი იყო. ეს ინტერესი დროთა განმავლობაში უფრო გაუმძაფრდა და მალევე პროფესიად აქცია.
სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით (ბაკალავრის ხარისხი). შემდეგ კი სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მენეჯმენტის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი).
2013 წელს მუშაობა დაიწყო დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში, აიტი პროექტ მენეჯერის პოზიციაზე. აქ მოსინჯა მენეჯერული და პროაქტიული უნარები და დარწმუნდა, რომ სწორი სფერო აირჩია.
2020 წლიდან დღემდე კი მუშაობს კომპანია აჭარაბეთში, ლიდ პორტფოლიო მენეჯერის პოზიციაზე.
ამავდროულად არის PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის დირექტორი.
მისი გამოცდილება მოიცავს ისეთი პროექტების მართვას, როგორიც არის: ავტომატიზაციისაა და ბიზნეს უწყვეტობის პროექტები, ციფრული პროდუქტები, აიტი ინფრასტრუქტურული, მარკეტინგული ვებ პროექტები.
აქვს შემდეგი სერტიფიკატები: PMP , PMI -ACP , PSM I.
მის პორტფოლიოში შეხვდებით ავტომატიზაციის პროექტებს, ვებ პლატფორმების აჭარაბეთ ევარდსის, ამბასადორების, აიტი ინფრასტრუქტურის პროექტებსა თუ სხვას.
ნოდო ჯინჭარაძე
2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული ციფრულ ინდუსტრიებში. კარიერა დაიწყო, როგორც Backend დეველოპერმა (ტექნოლოგიები: NET Framework, C#, SQL, JavaScript). 3 წელზე მეტია, რაც ჩართულია ციფრული პროექტების მართვაში.
მისი გამოცდილება მოიცავს, როგორც Waterfall ასევე Agile გარემოში ციფრული პროექტების მართვასა და ციფრული პროდუქტების განვითარებას.
სერტიფიკატები: Professional Scrum Master™ I (PSM I); Professional Scrum Master™ II (PSM II); Scaled Professional Scrum™ (SPS); Professional Agile Leadership™ I (PAL I).
ამჟამად არის Scrum Master-ი და Agile Coach-ი Space Neobank-ში.
მონაწილეობა მიუღია 30+ პროექტში. ძირითადად Mobile,Web აპლიკაციების და პლატფორმების განვითარებაში.
ციფრული პროექტების მართვის კურსის სილაბუსი
Workshop 1
პროექტების მართვის საფუძვლები
- ციფრული ინდუსტრიის მიმოხილვა
- რა არის პროექტი
- მაგიური სამკუთხედი
- Tuckman’s ladder
- პროექტის მენეჯერის როლი
- ვინ არიან სტეიკჰოლდერები
Workshop 2
პროექტების მართვის საფუძვლები
- პროექტის სასიცოცხლო ციკლი;
- 8 Project performance domains;
- 10 Project Management Knowledge Areas;
- Project charter
- Work breakdown structures (WBS);
Workshop 3
Waterfall Methodology
- ვოტერფოლ მეთოდოლოგიის ისტორიის მიმოხილვა
- ვოტერფოლ პროცესის ძირითადი ეტაპები;
- Plan-driven development;
- ვოტერფოლ მეთოდოლოგიის დადებითი მხარეები;
- ვოტერფოლ მეთოდოლოგიის უარყოფითი მხარეები;
- When should you use Waterfall Model;
- Sashimi model
Workshop 4
Agile
- რა არის ეჯაილი
- ეჯაილ ალიანსი
- ეჯაილ მანიფესტო
- ეჯაილის 12 პრინციპი
- Feedback Loops;
- იტერაციული და ინკრემენტული delivery;
- MVP & MLP & MMP;
- Satir model
- Organizational Agility Tips
- პრაქტიკული დავალება
Workshop 5
Agile vs Waterfall
- დაგეგმვის ტიპები (Predictive vs Adaptive);
- Command & Control vs Self-organization;
- პროექტ მენეჯერი VS ეჯაილ ლიდერი;
- Sequential design process vs Incremental approach;
- functional vs cross-functional teams;
- Plan-driven vs Value-driven;
Workshop 6
Scrum Theory
- რა არის სქრამი
- სქრამის სამი საყრდენი
- სქრამის 5 ღირებულება
- სქრამის გუნდი
- Servant leadership
Workshop 7
Scrum Process
- სქრამის ივენთები
- სქრამ თიმი
- სქრამის არტეფაქტები
- Estimation and forecasting
- User Stories & Story Points
- Velocity
Workshop 8
Other frameworks
- XP და მისი როლები
- XP-ს ძირითადი პრაქტიკები: pair programming, architectural spike, კოლოკაცია
- DSDM და მისი პრინციპები
- Kanban
- Kanban board
- Lean
- The Seven Principles of Lean
- FDD
- Crystal Methods
Workshop 9
Metrics, Charts
- Velocity; Cycle Time; Lead Time; Takt time
- Gantt chart; burn-down chart; burn-up chart, Velocity chart, Cumulative Flow Chart
- Metrics: ROI, PV, NPV, IRR, opportunity cost
Workshop 10
Change Management
- Change Management-ის სტრატეგიები;
- Lewin’s Change Management Model;
- Bridge’s Transition Model;
- Kotter’s 8-Step Change Model;
- Top-down vs Bottom-up intelligence;
Workshop 11
Organization
- კომპანიის ზომა და განვითარების ეტაპები – Startups, SME, Corporations;
- ორგანიზაციული სტრუქტურები;
- იერარქიული ორგანიზაციული სტრუქტურა;
- Holacracy;
- ორგანიზაციული Silo-ები;
- სპოტიფაი მოდელი
Workshop 12:
პროექტების მენეჯერის კარიერული გზა
- რა პოზიციები შეიძლება დაიკავოს პროექტ მენეჯერმა?
- საქართველოს ბაზრის მიმოხილვა
- საერთაშორისო დასაქმების ბაზარი
- პლატფორმები (Toptal, Upwork etc.)
- პროექტ მენეჯერის დამხმარე ციფრული პროდუქტები
- ფინალური პროექტი