fbpx

ივერი ღოლიჯაშვილი

პროექტების მენჯერი

“დიდი მიღწევები იწყება პატარა ნაბიჯებით და წარმატება მოდის მაშინ, როდესაც გაბედულად მიიწევთ წინ და არ უშინდებით შეცდომებს.

ჩემი, როგორც მენტორის, მიზანია, სტუდენტებს ვასწავლო, როგორ შეუძლია პროექტის მენეჯერის თითოეულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანად განსაზღვროს პროექტის წარმატება, და როგორ უნდა მიიღონ გააზრებული არჩევანი თითოეულ ეტაპზე”.

 

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში დაამთავრა ბაკალავრიატი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, სპეციალობით IT მენეჯმენტი, სადაც აქტიურად მუშაობდა ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მართვის კუთხით, ახლა კი სწავლას აგრძელებს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტში (IBSU).

 

5 წელზე მეტია დასაქმებულია პროექტების მართვის სფეროში. რა დროშიც წარმატებით წარმართა 20-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორებიცაა: განათლების ტექნოლოგიები, ფინანსები და გადასახადები, ტელეკომუნიკაციები და გართობა, საჯარო სექტორი, ესთეტიკური მედიცინა, მენტალური ჯანმრთელობა და სხვა. 

 

პირველი სამუშაო ადგილი იყო Leavingstone, 2019 წელს, სადაც მუშაობდა მობილური აპლიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე და მართავდა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს, მათ შორის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC), თეგეტა მოტორსის, სილქნეთის, აპტოსისა და რამდენიმე ჰოლანდიელ კლიენტის პროექტებს.

 

ამის შემდეგ, 2021 წელს შეუერთდა EPAM Systems-ს Business Analyst-ის როლში, სადაც მუშაობდა Liberty Global-ის პროექტზე. 

 

ამჟამად კი დასაქმებულია Exadel-ში Delivery Manager-ის პიზიციაზე, სადაც მართავს პროექტების მიწოდების პროცესს და ზრუნავს გუნდის ეფექტურ მუშაობაზე. 

 

იყო Google DevFest 2022-ის ორგანიზატორი, Google DevFest 2023-ის მოწვეული სპიკერი და საქართველოში პირველი Agile სამიტის AgileXchange-ის ორგანიზატორი და სპიკერი. 

 

ჩატარებული აქვს რამდენიმე საჯარო მასტერკლასი Agile Project Management-ის, Scrum Facilitation Skills-ისა და Scrum with Kanban-ის მიმართულებით.

 

უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Frontline Education, Deloitte, Liberty Global, Yes We Can Clinics, სილქნეთი, თეგეტა მოტორსი, Aptos, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, 2 ნაბიჯი, სურსათის ეროვნული სააგენტო

 

ინდივიდუალური პროექტები: Frontline Education Accelify, Deloitte K-1G, Virgin Media, Horizon Go, Ziggo, Yes We Can Campfire, My Silknet.

 

სერტიფიკატები: Professional Scrum Master (PSM1, PSM2) – Scrum.org, Professional Scrum with Kanban (PSK1) – Scrum.org, SAFe® 5 Agilist და SAFe® 5 Advanced Scrum Master – Scaled Agile Inc., PMI Agile Certified Practitioner (PMI-ACP)® – Project Management Institute-ის (PMI).