ბრენდის დიზაინის კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ბრენდის დიზაინის ჩამოყალიბენის პრინციპებს , ბადეების ანატომიის მნიშვნელობას და ლოგოს კონსტრუქციის კონცეფციას. შეისწავლიან ბრენდის დიზაინ თეორიის პრაქტიკულ ფუნდამენტებს, რაც დაეხმარებათ დამოუკიდებლად შეძლონ ბრენდ აიდენტიკის პროცესის ორგანიზება.
დიზაინპრობლემის ინტერპრეტაცია, კონცეპტუალიზაცია და სწორი ვიზუალური გადაწყვეტის აღმოჩენა არის დიზაინერული პრაქტიკის ბაზა, ამ მიზეზის გამო კურსი მოიცავს დიზაინ თეორიის, პროცესისა და პრაქტიკის ფუნდამენტებს.
2015 წელს მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მოღვაწეობს დიზაინის სფეროში, ბრენდის იდენტობის მიმართულებით. ძირითადად მუშაობს კერძო პროექტებზე, როგორც ფრილანსერი. აქვს დაარსებული სტუდია – Pragmatika, რომელსაც ამუშავებს პროექტების ბაზაზე (part time).
ბოლო 5 წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით მოღვაწეოს დიზაინის მიმართულებით და უმუშავია ძალიან ბევრ პროექტზე, მათ შორის ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი, wattle cloud, Rapid Response, Phubber, თიბისი, საქართველოს ბანკი, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს კაპიტალი, Tsinandali Festival და ა. შ