fbpx

სოფიო ჩხენკელი

ბრენდ დიზაინერი, არტ დირექტორი 

დიზაინის მიმართ ინტერესი 2007 წლიდან გაუჩნდა. სწორედ ამიტომ, ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტზე.

2008 წლიდან აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში და ამოუწურავია მისი, როგორც ინტერესი, ისე აღმოჩენები.

2010-2017 წლებში მუშაობდა გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე შემდეგ კომპანიებში: სარეკლამო სააგენტო ,,ამარკორდი“, პანტომიმის თეატრი, ავერსი, საქართველოს ბანკი. 

2012 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა ვორქშოფში, ფლორენციაში და გახდა ფოტო კონკურსის გამარჯვებული. 

2017 წლიდან ძირითადად იყო ფრილანსერ დიზაინერი, საერთაშორისო პროექტებზე. 2020 წელს მიიღო Miami Ad School-ის დაფინანსება, Art direction პროგრამაზე. 

პარალელურად მუშაობდა კრიპტო მარკეტინგულ კომპანიაში – KEY Difference Media, რომელსაც ჰყავს რამდენიმე შვილობილი ბრენდი. აქ ხელმძღვანელობდა დიზაინის გუნდს, ქმნიდა შვილობილი ბრენდების და დამკვეთი კომპანიების ვიზუალურ იდენტობას.

2022 წელს დაამთავრა Miami Ad School-ი და მთელი დრო პერსონალური პროექტების განხორციელებას დაუთმო. ამჟამად არის ფრილანსერი დიზაინერი და არტ დირექტორი.

უმუშავია, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო პროექტებზე, მათ შორის: პერსონალური ტიპოგრაფიის პროექტი, რომელიც ემსახურება ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, IKEA-ს და Do The Green Thing-ის კამპანიის არტ დაირექშენი, რომელიც ემსახურება ტანსაცმლის გადამუშავებით სამშენებლო მასალის შექმნას, ნინეა – ქალის სახლში სანებივრო სამოსის ბრენდის იდენტობის დიზაინი, ტიპოგრაფიული კარტის დიზაინი, World Health Organization-ის კამპანია დახრჩობის რისკის ცნობადობის გაზრდის და ამ პრობლემის მოგვარებისთვის.