fbpx
ბრენდის დიზაინის ლექტორი

თაკო ჭაბუკიანი

ბრენდ დიზაინერი, არტ დირექტორი

მისი პირველი შეხება დიზაინთან 2009 წლიდან იწყება. შთაგონების წყარო ფილმი „A Scanner Darkly“ გახდა, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ციფრული ილუსტრაციების კეთება. 

საქართველოში არსებული ყველა დიზაინის კურსის გავლის შემდეგ ცოდნის მიღება საზღვარგარეთ განაგრძო. დაამთავრა სამხატვრო აკადემიის მოდის ფაკულტეტი. მისი მომდევნო ეტაპი იყო ლონდონი, შილინგტონის კოლეჯი. მაგისტრატურა კი ლონდონის კომუნიკაციების კოლეჯში დაასრულა – დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციისთვის.

პირველი სამსახური დაიწყო ჯუნიორ დიზაინერის პოზიციაზე, გია ბოხუას მენტორობით. 2 წლის შემდეგ კი უფროსი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა საკუთარ სტუდიას, პრაგმატიკას, სადაც იყო არტ დირექტორი.

ამჟამად მუშაობს ფრილანს ბრენდ დიზაინერად საერთაშორისო პროექტებზე. აქვს მენტორობის მრავალწლიანი გამოცდილება შემდეგ კომპანიებში: ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ჯიპა, თავისუფალი უნივერსიტეტი, Skillshare, Miami Ad School და მალე მისი კურსები დაიდება Domestika-ს პლატფორმაზე.

უმუშავია შემდეგ ბრენდებზე: საქართველოს კაპიტალი, თიბისი ბანკი, Future Kimonos, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი, წინანდლის ფესტივალი, Wattle Cloud, Phubber, Rapid Response, Impossible Code და ა.შ.

ინდივიდუალური პროექტები: Georgia made by characters, Georgia Capital logo development, Phubber, Future Kimonos apparel design, Rapid response, Impossible code, Wattle Cloud logo development.