fbpx
შთაბეჭდილებები 3 D Max და ინტერიერის დიზაინის კურსების შესახებ

შთაბეჭდილებები 3 D Max და ინტერიერის დიზაინის კურსების შესახებ

თარიღი: 1 June, 2021

,,კურსი უდავოდ პროდუქტიული იყო, 8 ლექციაში მოვახერხე პროექტის შესრულება, რომელიც თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.”

დღეს დეა ბუხრაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

შთაბეჭდილებები 3 D Max და ინტერიერის დიზაინის კურსების შესახებ

-მე ვარ..

მე ვარ დეა ბუხრაშვილი, პროფესიით მთარგმნელი რეფერენტი, ამჟამად დაკავებული ვარ დეკორატიული ნივთებისა და აქსესუარების შექმნით. პარალელურად განვაგრძობ განვითარებას ახლად დაუფლებულ პროფესიაში.

-ინტერესი 3D Max და ინტერიერის დიზაინისადმი..

ინტერიერის დიზაინი ჩემთვის ყოველთვისი საოცნებო სფერო იყო. დიდი ხნის მანძილზე ვგეგმავდი კურსის გავლას, პანდემიის პერიოდში კი დავესწარი ონლაინ მასტერკლასებს და დავრეგისტრირდი სასურველ კურსებზე.

შთაბეჭდილებები 3 D Max და ინტერიერის დიზაინის კურსების შესახებ

-პირველი შეხება ამ სფეროსთან..

პირველი შეხება საკუთარი ბინის მოწყობისას შედგა. ბედნიერებაა ქმნიდე გარემოს, რომელიც შენს შინაგან მდგომარეობას პასუხობს.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ჩემი მეგობრის რეკომენდაციით არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე.

შთაბეჭდილებები 3 D Max და ინტერიერის დიზაინის კურსების შესახებ

-შთაბეჭდილებები 3D Max დიზაინის კურსის შესახებ..

კურსი უდავოდ პროდუქტიული იყო, 8 ლექციაში მოვახერხე პროექტის შესრულება, რომელიც თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

ძალიან მოკლე დროში გავიარეთ ყველა ის დეტალი, რაც პროგრამის გამოყენებისთვისაა საჭირო.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც 3D Max დიზაინის კურსმა მომცა…

მნიშვნელოვანი უნარი, რაც კურსის განმავლობაში შევიძინე, ეს შრომისმოყვარეობა და თავდაჯერებულობაა. შრომის ფასად მიღწეული შედეგის დანახვა ყოველთვის სასიამოვნო პროცესია.

შთაბეჭდილებები 3 D Max და ინტერიერის დიზაინის კურსების შესახებ

-ლექტორი…

გიორგი გონდაური – ლექტორი, რომელმაც წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა ჩვენამდე გაფილტრული და დამუშავებული გზით მოიტანა და გასაგებ ენაზე გადმოგვცა.

ანკა ჩოჩია – ლექტორი, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობდა ჩვენთვის მაქსიმალური ცოდნის გაზიარებას, დაუღალავად გვიხსნიდა ყველა დეტალს. ძალიან გამიმართლა რომ მათი მოსწავლე ვიყავი.

შთაბეჭდილებები 3 D Max და ინტერიერის დიზაინის კურსების შესახებ

-ნამუშევრის კონცეფციაზე და სამუშაო პროცესზე მოგვიყევით..

სამუშაო პროცესი იყო საინტერესო და დატვირთული. ყველა დეტალზე დაკვირვებით, ფერების, ავეჯისა და ტექსტურების ერთმანეთთან სწორი კომუნიკაციით მივდივართ სასურველ შედეგამდე.

შთაბეჭდილებები 3 D Max და ინტერიერის დიზაინის კურსების შესახებ

-პროექტის შთაგონების წყარო..

ჩემი მიზანი იყო შემექმნა ნათელი და მყუდრო  სივრცე, სადაც ადამიანი სრულფასოვნად შეძლებდა განტვირთვას.