fbpx

სოციალური მედიის კურსი

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ უნდა დაწერო კონკურენტუნარიანი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის, როგორ წარმართო Facebook-სა და Instagram-ზე სწორი მარკეტინგული კამპანიები. კურსის მანძილზე მენტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: კონტენტ მენეჯმენტი, ქომუნითი მენჯემენტი, Business Manager, Facebook Pixel, თარგეთირება და სხვა.

ამ ყველაფრის დახმარებით შენ დამოუკიდებლად შეძლებ, რომ შეიმუშაო საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგია. გაიგებ, როგორ უნდა გაზარდო ბიზნესი სოციალური მედიის დახმარებით.

კურსის მენტორები

ნუკა მიხელიძე

ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პირველი შეხება მარკეტინგთან ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც ერთ-ერთი ონლაინ ვებგვერდისთვის კონტენტს ქმნიდა. 2016 წელს ინდუსტრიაში აქტიურად ჩაერთო და მისი კარიერა ციფრულ მარკეტინგს დაუკავშირა.

დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ბაკალავრი. 

2021 წელს გაიარა ადამიანების მენეჯმენტის კურსი Forward Academy-ში და კრეატიული პროექტების მენეჯმენტის კურსი. ფლობს Associate Professional in Digital Marketing-ის პროფესიულ სერტიფიკატს (EUMMAS).

ამჟამად მუშაობს ციფრულ საკომუნიკაციო სააგენტო კრაკენში, ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

თავდაპირველად სააგენტოს ციფრული ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა. მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა: პარტნიორ კომპანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარებას, ციფრულ კონტენტზე მუშაობას, ედვერთაიზინგს/რეპორტინგს.

მალევე Account Director-ის პოზიციაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი Director of Business Development-ის პოზიცია დაიკავა.

ამჟამად ხელმძღვანელობს სააგენტოს ციფრულ გუნდს, დაახლოებით 50-მდე ადამიანს. ამასთანავე, ციფრული პორტფოლიოს ზრდაზეა ორიენტირებული, რომელიც დაახლოებით 80 ლოკალური და საერთაშორისო ბრენდისგან შედგება. სააგენტოს პორტფოლიოში ერთიანდება სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები, მათ შორის ტექნოლოგიები, განათლება, HORECA, მედიცინა და ა.შ. 

უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: საქართველოს ბანკი, საქართველოს ფოსტა და ა.შ.

ინდივიდუალური პროექტები: ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედიის მიმართულებით, მიწვეული იყო სხვადასხვა პროექტში, მათ შორის ,,ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში, რომელიც რეგიონების წარმომადგენლებისთვის სოციალური მედიის ტრენინგის ჩატარებას გულისხმობდა. ამავე მიმართულებით, მიწვეული იყო სპიკერად eduhub-ში და კონსულტაციას უწევდა ადამიანური რესურსების გუნდს HRPA-ში.

სოციალური მედიის კურსის სილაბუსი

Workshop 1- მარკეტინგის შესავალი და სოციალური მედიის გავლენა

  • სოციალური მედიის როლი მარკეტინგსა და ბიზნესის ზრდაში.
  • სოციალური მედიის მართვისთვის ძირითადი ინსტრუმენტებისა და ტერმინოლოგიის გაცნობა
  • კომუნიკაციის არხების შერჩევა სხვადასხვა ტიპის ბრენდებისთვის.
  • Meta Business Suite-ის შესავალი.
  • კარიერული გზები ინდუსტრიაში.

 

Workshop 2- სამიზნე აუდიტორია და კონტენტის სტრატეგიის საფუძვლები

  • სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება 
  • მომხმარებლის გამოცდილება (CX).
  • მომხმარებლის პერსონა.
  • კონტენტის სტრატეგიის საფუძვლების შესწავლა.

Workshop 3 – ბრენდი და კონტენტის სტრატეგიის შექმნა AI-ის გამოყენებით

  • ბრენდინგის მნიშვნელობა.
  • ციფრული არხების სწორად მართვის პრინციპები.
  • AI-ის გამოყენება კონტენტის დაგეგმვისთვის.
  • კონტენტ კალენდრის შექმნა.


Workshop 4-  ბრიფი და სოციალური მედიის გვერდების შექმნა

  • ბრიფის განხილვა.
  • ბიზნეს გვერდების შექმნა Facebook-სა და Instagram-ზე
  • სარეკლამო ფორმატების განხილვა.

Workshop 5 – რეკლამის საფუძვლები Meta პლატფორმებზე

  • რეკლამის ძირითადი პრინციპების შესწავლა Meta პლატფორმებზე.
  • სარეკლამო კამპანიების მიზნები და Business Manager-ის გამოყენება.
  • ვორკშოპის აქტივობა:
  • Meta Business Manager-ის გამოკვლევა და საცდელი კამპანიის შექმნა.

Workshop 6 –  რეკლამის ფორმატების შექმნა და გუნდური თანამშრომლობა

  • სხვადასხვა რეკლამის ფორმატების (სურათი, ვიდეო, კარუსელი) გაგება.
  • კრეატიული სარეკლამო კამპანიების ერთობლივი დიზაინი.


Workshop 7 – Advance სარეკლამო ინსტრუმენტები Meta პლატფორმებზე

  • მოწინავე ინსტრუმენტების შესწავლა, როგორიცაა Meta Pixel, Custom Audiences და Lookalike Audiences.
  • რეტარგეტინგის ტექნიკის გამოყენება რეკლამის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

Workshop 8- სტრატეგიის ინტეგრაცია და კამპანიის დაგეგმვა

  • ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიის განხილვა
  • რეპორტინგისა და ანალიტიკისთვის საჭირო მონაცემების განხილვა სტრატეგიის გასაუმჯობესებლად

Workshop 9 – ანგარიშგება და გაყიდვებზე ორიენტირებული სარეკლამო სტრატეგიები

  • გაყიდვების სტიმულირებისთვის განკუთვნილი კამპანიების განხილვა საშუალო ბიზნესისთვის.
  • ანგარიშგებისთვის საჭირო ძირითადი მეტრიკები.
  • ანგარიშგების ფორმატები.
  • საბოლოო დავალების მიმოხილვა.

Workshop 10 – ფინალური პროექტი და პრეზენტაცია

  • ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიის წარდგენა;
  • პრეზენტაცია და შეფასება.