fbpx

მარიამ ჭყონია

კონტენტ ლიდი

მისი მარკეტინგის სფეროში მოგზაურობა 2019 წლიდან იწყება. სწავლობდა აგრარულ უნივერსიტეტში, თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით. უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე მოხვდა პატარა სააგენტოში, მისტერში. სწორედ ამ სააგენტოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრინტ კონკურსში, სადაც დაიკავა მესამე ადგილო. 

მაგისტრატურაზე სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ურთიერთობების განხრით განაგრძო. 

2019 წელს მუშაობა დაიწყო სოციალური მედიის მართვის მიმართულებით. 2021 წლიდან საკომუნიკაციო სააგენტო Kraken-ის გუნდს შეუერთდა, კონტენტ ლიდის პოზიციაზე, სადაც დღემდე მუშაობს.

სანამ Kraken-ის გუნდს შეუერთდებოდა, მუშაობდა Watergunz-ში და Tegeta Motors-ში სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: რედისონ ბლუ ივერია, ევექსის კლინიკები, პორშე, მაზდა, ამბოლი, Wendy’s, GSF- და .

მონაწილეობა მიუღია ისეთ კონკურსებში, როგორიცაა: Young Lions Georgia, ACAG-ის პრინტი და ა.შ.