fbpx

სოციალური მედიის კურსი

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ უნდა დაწერო კონკურენტუნარიანი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის, როგორ წარმართო Facebook-სა და Instagram-ზე სწორი მარკეტინგული კამპანიები. კურსის მანძილზე მენტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: კონტენტ მენეჯმენტი, ქომუნითი მენჯემენტი, Business Manager, Facebook Pixel, თარგეთირება და სხვა.

ამ ყველაფრის დახმარებით შენ დამოუკიდებლად შეძლებ, რომ შეიმუშაო საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგია. გაიგებ, როგორ უნდა გაზარდო ბიზნესი სოციალური მედიის დახმარებით.

კურსის მენტორები

მარიამ ჭყონია

კონტენტ ლიდი

მისი მარკეტინგის სფეროში მოგზაურობა 2019 წლიდან იწყება. სწავლობდა აგრარულ უნივერსიტეტში, თავისუფალიმეცნიერებების მიმართულებით. უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე მოხვდა პატარა სააგენტოში, მისტერში. სწორედ ამ სააგენტოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრინტ კონკურსში, სადაც დაიკავა მესამე ადგილო. 

მაგისტრატურაზე სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,საზოგადოებრივი ურთიერთობების განხრით განაგრძო. 

2019 წელს მუშაობა დაიწყო სოციალური მედიის მართვის მიმართულებით. 2021 წლიდან საკომუნიკაციო სააგენტოKraken-ის გუნდს შეუერთდა, კონტენტ ლიდის პოზიციაზე, სადაც დღემდე მუშაობს.

სანამ Kraken-ის გუნდს შეუერთდებოდა, მუშაობდა Watergunz-ში და Tegeta Motors-ში სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: რედისონ ბლუ ივერია, ევექსის კლინიკები,პორშე, მაზდა, ამბოლი, Wendy’s, GSF-ი და ა.შ

მონაწილეობა მიუღია ისეთ კონკურსებში, როგორიცაა: Young Lions Georgia, ACAG-ის პრინტი და ა.შ.

სოციალური მედიის კურსის სილაბუსი

Workshop 1- მარკეტინგის შესავალი და სოციალური მედიის გავლენა

  • სოციალური მედიის როლი მარკეტინგსა და ბიზნესის ზრდაში.
  • სოციალური მედიის მართვისთვის ძირითადი ინსტრუმენტებისა და ტერმინოლოგიის გაცნობა
  • კომუნიკაციის არხების შერჩევა სხვადასხვა ტიპის ბრენდებისთვის.
  • Meta Business Suite-ის შესავალი.
  • კარიერული გზები ინდუსტრიაში.

 

Workshop 2- სამიზნე აუდიტორია და კონტენტის სტრატეგიის საფუძვლები

  • სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება 
  • მომხმარებლის გამოცდილება (CX).
  • მომხმარებლის პერსონა.
  • კონტენტის სტრატეგიის საფუძვლების შესწავლა.

Workshop 3 – ბრენდი და კონტენტის სტრატეგიის შექმნა AI-ის გამოყენებით

  • ბრენდინგის მნიშვნელობა.
  • ციფრული არხების სწორად მართვის პრინციპები.
  • AI-ის გამოყენება კონტენტის დაგეგმვისთვის.
  • კონტენტ კალენდრის შექმნა.


Workshop 4-  ბრიფი და სოციალური მედიის გვერდების შექმნა

  • ბრიფის განხილვა.
  • ბიზნეს გვერდების შექმნა Facebook-სა და Instagram-ზე
  • სარეკლამო ფორმატების განხილვა.

Workshop 5 – რეკლამის საფუძვლები Meta პლატფორმებზე

  • რეკლამის ძირითადი პრინციპების შესწავლა Meta პლატფორმებზე.
  • სარეკლამო კამპანიების მიზნები და Business Manager-ის გამოყენება.
  • ვორკშოპის აქტივობა:
  • Meta Business Manager-ის გამოკვლევა და საცდელი კამპანიის შექმნა.

Workshop 6 –  რეკლამის ფორმატების შექმნა და გუნდური თანამშრომლობა

  • სხვადასხვა რეკლამის ფორმატების (სურათი, ვიდეო, კარუსელი) გაგება.
  • კრეატიული სარეკლამო კამპანიების ერთობლივი დიზაინი.


Workshop 7 – Advance სარეკლამო ინსტრუმენტები Meta პლატფორმებზე

  • მოწინავე ინსტრუმენტების შესწავლა, როგორიცაა Meta Pixel, Custom Audiences და Lookalike Audiences.
  • რეტარგეტინგის ტექნიკის გამოყენება რეკლამის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

Workshop 8- სტრატეგიის ინტეგრაცია და კამპანიის დაგეგმვა

  • ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიის განხილვა
  • რეპორტინგისა და ანალიტიკისთვის საჭირო მონაცემების განხილვა სტრატეგიის გასაუმჯობესებლად

Workshop 9 – ანგარიშგება და გაყიდვებზე ორიენტირებული სარეკლამო სტრატეგიები

  • გაყიდვების სტიმულირებისთვის განკუთვნილი კამპანიების განხილვა საშუალო ბიზნესისთვის.
  • ანგარიშგებისთვის საჭირო ძირითადი მეტრიკები.
  • ანგარიშგების ფორმატები.
  • საბოლოო დავალების მიმოხილვა.

Workshop 10 – ფინალური პროექტი და პრეზენტაცია

  • ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიის წარდგენა;
  • პრეზენტაცია და შეფასება.