ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობთ საძიებო სისტემების მარკეტინგის (SEO, Google Ads, Analytics) მაღალ დონეზე შესწავლას თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით.
თითოეული ტრენინგი ქეისების განხილვას, ვორქშოფებსა და სიმულაციებს მოიცავს. თქვენ თავად დაგეგმავთ და შექმნით სხვადასხვა სტრატეგიებს, რომლებსაც სატესტოდ შექმნილ ვებ-გვერდებზე განახორციელებთ.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად დაგეგმოთ საძიებო სისტემების მარკეტინგის სტრატეგიები, სხვადასხვა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით Google-ში მოწინავე პოზიციებზე გაიყვანოთ საიტები და გაზარდოთ ვიზიტორების რაოდენობა.
კურსის მიზანია საძიებო სისტემების მარკეტერების მომზადება, რომლებიც აღნიშნულ სფეროში დამოუკიდებლად შეძლებენ ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების გახორციელებას და სასურველი შედეგების მიღებას.
პროგრამა განკუთვნილია ციფრული მარკეტინგის დარგში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, ბიზნესის მქონე ადამიანებისთვის, სფეროს მომავალი სპეციალისტებისთვის.
დიმიტრი ჭიჭინაძე
2015 წლიდან არის ციფრულ მარკეტინგში. მისი საქმიანობა მოიცავს: SEO, SMM, Advertising. ამჟამად მუშაობს შემდეგ კომპანიებში: AppsCorp, Citrus.ge, HNC Media Group, Fanebi.Com.
უმუშავია, როგორ ქართულ ისე საერთაშორისო პროექტებზე შემდეგ ბრენდებთან: Finpanda, Football Insider, Fanebi.Com, Citrus.ge, HNC Media Group და სხვა.
გიორგი კალანდია
2014 წლიდან მუშაობს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. სამ წელზე მეტია, რაც დასაქმებულია Unix Development – ში და მეამაში.
უმუშავია ისეთი კომპანიებისთვის როგორიცაა: ნორდიკი, მოლფედი, მაიჰაბი, იუნიქსი, მეამა, ბეთლაივ კლუბი, Touch Digital Summit, On.ge, ბარამი, ჰუალინგი, ოკტოპუს ფიტნესი.
Workshop 1 – შესავალი
Workshop 2 – საკვანძო სიტყვები
Workshop 3 – ტექნიკური SEO
Workshop 4 – Mobile SEO
Workshop 5 – კონტენტი
Workshop 6 – Link Building
Workshop 7 – Local SEO, International SEO
Workshop 8 – ანალიტიკა
Workshop 9 – Google რეკლამა
Workshop 10 – Google რეკლამა II ნაწილი