fbpx
ელენე ბიბილეიშვილი - ციფრული მარკეტინგი

ელენე ბიბილეიშვილი

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

ბავშვობიდან აინტერესებდა მარკეტინგი. სურდა, რომ საკუთარი პროფესია ამ სფეროსთან დაეკავშირებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო ამ მიმართულებით სწავლა GIPA-ს უნივერსიტეტში. შემდეგ კი სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში. 

ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდა ნაშრომებზე: “ციფრული მარკეტინგის როლი თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში” და “რეკლამის ენობრივი სტრუქტურა ფსიქოლინგვისტური ასპექტებით”.

სამუშაო გამოცდილება დაიწყო ერთ-ერთ საავტომობილო სტარტაპში სტაჟიორის პოზიციაზე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ამის შემდეგ გადაინაცვლა კომპანია “რეფორმერში” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. პარალელურად მუშაობდა ფრილანსერად.

2020 წელს შეუერთდა LC Tbilisi-ს გუნდს, ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2022 წელს კი მართავდა “სუფთა სახლის” ციფრული მარკეტინგის გუნდს ელექტრონული კომერციის მიმართულებით. 

2021 წლიდან Senior ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიცია ეკავა Noxtton-ში. ამჟამად არის #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის – Ad Summit-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) და თანადამფუძნებელი, აშშ-ს ბაზარზე დაფუძნებული კომპანიის, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) და Digital Marketing Lead-ი Kettari-ში.  

ფლობს სერტიფიკატებს: Analytics Mania: Data Marketing & Analytics, SEM Academy: Search Engine Marketing, Google: Data Analytics, Display & Video Marketing, PPC Advertising, Senior Ads: Programmatic Advertising.

აქვს საერთაშორისო ტრენერის ლიცენზია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. არის მიწვეული ლექტორი BTU (Business & Technology University)-სა და CU (Caucasus University)-ში.

მეხუთე წელია, რაც აქტიურად მუშაობს, როგორც ციფრული მარკეტერი. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიც არის: 

Adjara Group, USAID, სუფთა სახლი, Lopota Lake Resort & Spa, Reformer, LC Tbilisi, Hapttic, Noxtton, Tsinandali Festival, Radisson Group, Red Cross, ნატახტარი, ACI და სხვა.