გახდი სრულყოფილი SEO ანალიტიკოსი. ისწავლე Front-End development და SEO ერთი პაკეტით. Front-End development-ის სწავლის შემდეგ SEO ანალიტიკოსი ვებ-გვერდზე აღმოჩენილ ხარვეზის აღმოფხვრას თავად შეძლებს, მას ეცოდინება კოდის წერა და ყველა ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც სრულყოფილ ანალიტიკოსად აქცევს.
Front-End development + SEO კურსი 1300 ლარად, ანალიტიკასთან ერთად ისწავლე კოდის წერა, გამოიყენე ეს შანსი და გახდი სრულყოფილი SEO ანალიტიკოსი.
Google Ads & Analytics (SEO/SEM) კურსის ფარგლებში შენ ინოვაციური მეთოდების დახმარებით ისწავლი საძიებო სისტემების მარკეტინგს (SEO, Google Ads, Analytics).
Front-End development-ის კურსის ფარგლებში შენ დაეუფლები იმ ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემს გაერკვე ვებ-გვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, შენ თავად შეძლებ Front-End აპლიკაციის აწყობას. საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლებ არსებული ვებ-გვერდის კოდში ცვილებები შეიტანო.
კურსის გავლის შემდეგ შენ დამოუკიდებლად შეძლებ საძიებო სისტემების მარკეტინგის დაგეგმვას, ისწავლი როგორ უნდა გამოიყენო საკვანძო სიტყვები ისე, რომ Google-ის საძიებო სისტემაში პირველ ადგილზე მოხვდე, გაიგებ, როგორ უნდა გაზარდო საიტზე ვიზიტორთა რაოდენობა.
ეს ორი კურსი დაგეხმარება გახდე სრულყოფილი SEO ანალიტიკოსი, ანალიზის შედეგად აღმოჩენილ პრობლემებსა და ხარვეზებს დამოუკიდებლად გაუმკლავდები და აღმოფხვრი.
რომელი კურსები შედის კომპლექტში?
რას ისწავლი?
რამდენიმე კურსის გავლით სიღრმისეულად შეისწავლი პროფესიას, გაიგებ როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ ნიუანსებს, რაც საშუალებას მოგცემს გახდე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე
პროგრამირება არის სასაუბრო ენა ადამიანებსა და კომპიუტერებს შორის.
ვებ დეველოპერი (იგივე პროგრამისტი) კი არის ადამიანი, რომელმაც ეს ენა იცის. ანუ აქვს უნარები კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე დაწეროს ის ინსტრუქცია, რომელსაც შემდგომში კომპიუტერი შეასრულებს.
მსოფლიოში მილიონობით ვებგვერდი და აპლიკაცია არსებობს, ამ ვებგვერდებას და აპლიკაციებს კი ვებ დეველოპერები ქმნიან.
ვებ პროგრამირების კურსის მიზანია, შენც ერთ-ერთი მათგანი გახდე.
ვებ პროგრამირების კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი Front-end დეველოპმენტს. კურსის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლებ ვებგვერდის ვიზუალის აწყობას, რომელიც მორგებული იქნება დესკტოპის, პლანშეტისა და მობილურის რეზოლუციებზე.
გარდა ამისა, შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებით.
კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი როგორ უნდა ააწყო ვებ გვერდი html-ისა და css-ის საშუალებით.
დეტალურად გაეცნობი HTML-ის ძირითადად სტრუქტურას და CSS-ის სტილებს (სილაბუსის მიხედვით).
გაიგებ, როგორ უნდა ააწყო გვერდის სტრუქტურა, როგორ უნდა დაამატო სტილები და ლოგიკა.
კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება ის ვებ-გვერდები თუ აპლიკაციები, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ და უნდა მათი შექმნა თავადაც შეძლოს.
ქრისტინა მაკალათია
Front-End დეველოპერი
მას შემდეგ, რაც დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, მიხვდა, რომ მისი ინტერესის სფერო რადიკალურად განსხვავდებოდა.
ძიების პროცესში აღმოაჩინა ვებ პროგრამირება. 2017 წლიდან კი აქტიურად ჩაერთო ამ სფეროში. ვებ პროგრამირება პროფესიონალურ დონეზე შეისწავლა, მისი ცოდნა მოიცავს HTML/CSS-სა და JavaScript-ს.
2018 წლიდან დაიწყო მუშაობა, როგორც Front-End დეველოპერმა. მას აქვს მენტორობის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ პროექტებზე, როგორიც არის:
გაეროს განვითარების პროგრამის და ჯეოლაბის მხარდაჭერით ჩატარებული კურსი – ,,Front-End გოგოებისთვის კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან”;
,,ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებისთვის,
ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორიის პროექტი ,,უნილაბი სკოლაში“;
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტი ,,Front-End პროგრამირება რეგიონში“;
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – Front-End დეველოპმენტის კურსის მენტორი;
ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია Front-End Development-ის სტაჟირების ხელმძღვანელი;
კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, საგანმანათლებლო ინოვაციებსა ტექნოლოგიების სამსახურში;
ლიბერთი ბანკისა & ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი გადამზადების პროექტი – “Front-End Development-ის კურსი ქალებისთვის”;
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის & გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართული პროექტი – ,,500 ქალი ტექნოლოგიებში”.
FAQS:
რას მოიცავს ვებ-პროგრამირების კურსი? - ვებ-პროგრამირების კურსი მოიცავს html, css და javascript-ის საფუძვლებს. ისწავლი ვებ გვერდების შექმნას, რომლებიც იქნება მორგებული აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაზე, ისწავლი თუ როგორ შეგიძლია css-ის მეშვეობით ელემენტების ვებგვერდზე პოზიციონირება, კოდის ოპტიმიზაცია, ანიმაციებთან მუშაობა და კოდის ატვირთვა github-ზე. ნულიდან შეისწავლი, თუ როგორ უნდა ააწყო ვებგვერდი html-ისა და css-ის საშუალებით. შექმნი პორტფოლიოს და შეძლებ დეველოპერის კარიერის დაწყებას.
არსებობს თუ არა წინაპირობა კურსზე მოსახვედრად? - კურსზე მოსახვედრი წინაპირობა არ არსებობს
რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი 2 თვეს გრძელდება და 14 ლექციას მოიცავს
რა სერტიფიკატს ვიღებ კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კურსს, მიიღებენ სერტიფიკატს
შემიძლია თუ არა კურსის გავლა ონლაინ? - დიახ, კურსის გავლა შეგიძლია, როგორც ოფლაინ, ისე - ონლაინ
SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) არის პროცესი, რომელიც ვებგვერდებს საშუალებას აძლევს მომხმარებლებმა უფრო მარტივად აღმოაჩინონ.
SEO მოიცავს სტრატეგიას, სტრუქტურას, ტექსტებსა და სიგნალებს, რომლებიც საძიებო სისტემებს აჩვენებს, რომ შენი გვერდი მნიშვნელოვანია და საძიებო შედეგებში მოწინავე პოზიციაზე უნდა გამოჩნდეს.
SEO კურსზე ნულიდან ისწავლი, როგორ გაიყვანო ნებისმიერი ვებგვერდი Google-ისა თუ სხვა საძიებო სისტემის მოწინავე პოზიციებზე.
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ, დაგეგმო ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიები Google-ში მოწინავე პოზიციის დასაკავებლად. გეცოდინება, როგორ უნდა გამოიყენო საკვანძო სიტყვები ისე, რომ ვებგვერდზე ვიზიტორთან რაოდენობა გაზარდო. საბოლოოდ კი შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებით
კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ დაარისერჩო ქივორდები და როგორ გაიყვანო ნებისმიერი ვებგვერდი საძიებო სისტემის წამყვან პოზიციებზე. შეისწავლი On-Page SEO-ს, ტექნიკური SEO-ს, Off-Page SEO-სა და Local SEO-ს პრინციპებს.
გაეცნობი ყველა იმ სტრატეგიას, რომლებსაც თანამედროვე SEO-ს სპეციალისტები იყენებენ.
SEO ოპტიმიზაციის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს დაიწყოს კარიერა ან გაეცნოს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის პრაქტიკას.
სეო ოპტიმიზაციის კურსი შესაფერისია როგორც დამწყებთათვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გამოცდილება SEO-ში, ასევე მათთვის, ვინც უკვე მუშაობს ციფრულ მარკეტინგში და სურს გააძლიეროს ცოდნა ონლაინ სტრატეგიების დაგეგმვასა და ვებგვერდების ოპტიმიზაციაში.
ჩემი მიზანია, შევქმნა მეტი პროფესიონალი ქართულ ციფრულ სამყაროში და SEO ინდუსტრიაში.“
კონკრეტულად SEO-სადმი ინტერესი 2019 წელს გაუჩნდა. 2013-2015 წლებში მუშაობდა Football Insider-ში ჯერ სოციალური მედიის მენეჯერის, შემდეგ კი პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
2019 წელს დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მაგისტრატურაზე იმავე განხრით განაგრძო სწავლა.
ამჟამად Making Science • Sweeft-ის Senior SEO სპეციალისტია. არის MyDataNinja-ს ციფრული მარკეტინგის გუნდის წევრი. მუშაობს რამდენიმე ქართულ და საერთაშორისო პროექტზე.
უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: Finpanda, Citrus.ge, Fanebi.Com, Football Insider, The Redmen და ა.შ
FAQs
რა უნარებს ვსწავლობთ SEO კურსზე? - კურსის განმავლობაში შეისწავლი On-Page SEO-ს, Technical SEO-ს, Off Page SEO-ს, Local SEO-სა და საერთაშორისო SEO-ს ძირითად საკითხებს. გაიგებ, როგორ უნდა გააკეთო ქივორდების კვლევა და როგორ გაანალიზო შენი ვებ-გვერდის კონკურენტები.
რამდენ ხანს გრძელდება SEO ოპტიმიზაციის კურსი? - კურსი 10 ლექციას მოიცავს და 1 თვის განმავლობაში გრძელდება
საჭიროა თუ არა გამოცდილება კურსზე მოსახვედრად? - არა, კურსზე მოსახვედრად არანაირი წინასწარი გამოცდილება არ არის საჭირო
შევძლებ თუ არა ვისწავლო Google-ში რეკლამების გაშვება? - დიახ, შეძლებთ. კურსის ბოლო სამი ლექცია ეხება რეკლამების გაშვებას (SEM-ს)
გაიცემა თუ არა სერტიფიკატი SEO-ს კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებ სერტიფიტაკს
სად შეიძლება მუშაობა SEO ცოდნით? - SEO ცოდნით შეგიძლია გახდე ფრილანსერი ან მუშაობა დაიწყო ციფრული მარკეტინგის სააგენტოებში, სტარტაპებში, IT კომპანიებში. შესაძლებლობა გექნება, SEO უნარებით თავად შექმნა შენი საკუთარი ბიზნესი.
ჩვენთან შეძენილი უნარებით შეძლებ დასაქმებას
ჩვენთან შეძენილი უნარებით შეძლებ დასაქმებას
ჩვენი მეთოდოლოგია პრაქტიკოსი მენტორების მიერ გამოცდილების გაზიარებასა და იმ უნარ-ჩვევების განვითარებას მოიცავს, რაც დასაქმებაში დაგეხმარება