ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მრავალფეროვანი და მოქნილი გადახდის პირობები დაგხვდება!
1 / 2
1 / 2
დარეგისტრირდი - ადგილები შეზღუდულია
ქოფირაითინგის კურსი
560₾
1
700₾
მარიამ ჩარგაზია
ქოფირაითინგის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სარეკლამო ტექსტების წერის ათვისება, ბრენდ კომუნიკაციის გააზრება ან კრეატიულ სააგენტოში ჯუნიორ ქოფირაითერად დასაქმება. სწავლისას შეისწავლით ბრიფის დამუშავებას, ინსაითების ამოღებას, კრეატიული იდეების გენერირებასა და სოციალური მედიის კამპანიებზე მუშაობას.სწავლის დასრულებისას შეძლებთ ეფექტური სარეკლამო ტექსტების წერას, ბრენდის ხასიათის ჩამოყალიბებას, პრობლემების კრეატიულ გადაჭრასა და საკუთარი ნამუშევრების წარმატებით წარდგენას.
1 თვე
Hybrid
სოციალური მედიის კურსი
560₾
1
700₾
მარიამ ჭყონია
სოციალური მედიის მართვის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ციფრული არხებისთვის ეფექტური იდენტობის ჩამოყალიბება და რეკლამირების ათვისება. სწავლისას შეისწავლით აუდიტორიის კვლევას, AI ინსტრუმენტებით კონტენტის დაგეგმვას, Meta Business Manager-ს, Pixel-სა და რეტარგეტინგს.სწავლის დასრულებისას შეძლებთ ბრენდის ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შექმნას, Meta-ს სარეკლამო კამპანიების მართვასა და ROI-ს გაანალიზებას.
1 თვე
Online
ინტერიერის დიზაინის კურსი
560₾
1
700₾
ელენე ღვინეფაძე
ინტერიერის დიზაინის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სივრცის დაგეგმარების, ერგონომიკისა და დიზაინ-პროექტების შექმნის შესწავლა. სწავლისას შეისწავლით ინტერიერის სტილებს, სივრცის ფსიქოლოგიას, Archicad-სა და Photoshop-ში მუშაობას, ნახაზების კითხვასა და ავეჯის განაწილებას.სწავლის დასრულებისას შეძლებთ ცარიელი სივრცეების დაგეგმვას, მუდბორდებისა და ელექტროობის ნახაზების მომზადებას, მასალების შერჩევასა და დამკვეთთან პროფესიულ კომუნიკაციას.
1 თვე
Online
ისწავლე მეტი, გადაიხადე ნაკლები - აირჩიე პაკეტური კურსი და ისარგებლე სპეციალური შეთავაზებით
გრაფიკული დიზაინი + ვებ დიზაინი
1440₾
1800₾
2
გრაფიკული დიზაინის კურსი800₾
ვებ დიზაინის კურსი1000₾
1440₾
1800₾
გრაფიკული დიზაინი + ბრენდ დიზაინი
1120₾
1400₾
2
გრაფიკული დიზაინის კურსი800₾
ბრენდ დიზაინის კურსი600₾
1120₾
1400₾
ბუღალტერია + Excel
1600₾
2000₾
2
ბუღალტერიის პრაქტიკული კურსი1300₾
Excel-ის კურსი700₾
1600₾
2000₾
შემოუერთდი წარმატებულ კურსდამთავრებულებს
სალომე ნავდარაშვილი
Academy
Erti Agency
ნინო ჭონიაშვილი
Academy
Clapp Studio
ნიკა ნორიელი
Academy
ავერსი
მარიამ ბენიძე
Academy
FABER
თამარ ხატიაშვილი
Academy
10XSEO
თამარ ნასარიძე
Academy
გორგია
თათია შანიძე
Academy
EyeCrafter
გიორგი გრიგალაშვილი
Academy
მზიური
ანკა ბაღიშვილი
Academy
Lambda Gaming
ლიზი კეჟერაშვილი
Academy
FlowFlow Magazine
1/10
გინდა დაიწყო კარიერა საერთაშორისო კომპანიებში?
ჩვენი კურსდამთავრებულების 70% მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მუშაობს. აირჩიე შენი სასურველი პროფესია და შეუერთდი მათ.
სამყარო ახალი რენესანსისთვის ემზადება?!
სათაური ცოტა გადაჭარბებულად ჟღერს, არა? თუმცა ახლავე აგიხსნით, რატომ ვფიქრობთ ასე.იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ შეიძლება 2030-იანები ახალი შემოქმედებითი ეპოქის დასაწყისი გახდეს, ჯერ რამდენიმე საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ.დაახლოებით 1440 წელს ევროპაში ერთი კაცი გამოჩნდა, რომელმაც სამყარო შეცვალა. ეს კაცი იყო, იოჰანეს გუტენბერგი, რომელმაც საბეჭდი დაზგა გამოიგონა.მანამდე წიგნის შექმნა რთული, ძვირი და ჯოჯოხეთურად ხანგრძლივი პროცესი იყო. ტექსტები ხელით იწერებოდა და ცოდნაზე წვდომა მხოლოდ რჩეულებს ჰქონდათ. გუტენბერგის გამოგონებამ ეს ბარიერი მიწასთან გაასწორა: იდეები ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და უფრო მარტივად აღწევდა ქალაქებსა თუ ქვეყნებში. შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს შეეძლო ცოდნის მიღება, სხვადასხვა ავტორისა და სფეროს გაცნობა და ამ ცოდნის სწორად გამოყენება.და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო.როცა ცოდნა ხელმისაწვდომი ხდებაისტორიისა და ხელოვნების წიგნების გავლენით რენესანსს ყველაზე ხშირად ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოსა და სხვა ეპოქალურ გენიოსებს, ძირითადად მხატვრებს, ვუკავშირებთ. მაგრამ ასეთი კულტურული აფეთქება მხოლოდ რამდენიმე ნიჭიერი ადამიანის დამსახურება არ ყოფილა. გარემო იცვლებოდა, ცოდნა სწრაფად ვრცელდებოდა. სხვადასხვა კულტურის გამოცდილება, ცოდნა, ხელოვნება და ფილოსოფიური იდეები ერთმანეთს ერწყმოდა. ცოდნის გავრცელებამ ადამიანებს საშუალება მისცა, ერთ სფეროში ნასწავლი მეორეში გამოეყენებინათ, გაჩნდა განვითარების შესაძლებლობა. რენესანსის ადამიანი ხომ მხოლოდ ერთი საქმის პროფესიონალი არ იყო - მას ერთდროულად აინტერესებდა ხელოვნებაც, ინჟინერიაც, ანატომიაც და არქიტექტურაც(ამის კარგი მაგალითა, ზემოთ ნახსენები და ვინჩიც).რა ხდება დღეს?ახლა კი გადმოვინაცვლოთ ჩვენს რეალობაში. რა მოხდება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი საბეჭდი დაზგა ხელოვნური ინტელექტია (AI)?ოდესღაც, მაღალი ხარისხის ვიდეოს ან პროექტის შესაქმნელად მთელი გუნდი გჭირდებოდა: სცენარისტი, დიზაინერი, რეჟისორი, მემონტაჟე და, რაც მთავარია, საკმაოდ დიდი ბიუჯეტი.დღეს კი რა ხდება? ერთი ადამიანი ჯდება ლეპტოპთან, უზიარებს იდეას AI-ს, ქმნის ვიზუალებს, აწყობს ვიდეოს, ახმოვანებს, ამონტაჟებს და რამდენიმე საათში, თუ ნამუშევარი ხარისხიანია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხვდება ადამიანს.ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცებ ყველა საუკეთესო რეჟისორი ან მწერალი გახდა. ეს ნიშნავს რაღაც უფრო მნიშვნელოვანს - იდეის რეალობად ქცევა ბევრად გამარტივდა . ინსტრუმენტი თავისთავად გრანდიოზულ იდეას არ ბადებს, მაგრამ ათასობით ადამიანს აძლევს შანსს, საკუთარი იდეა რეალობად აქციოს. ზუსტად ისე, როგორც ეს გუტენბერგის გამოგონებამ შეძლო საუკუნეების წინ.ახალი „რენესანსის ადამიანი“ყველაზე დიდი ცვლილება, ალბათ, პროფესიულ სამყაროში ხდება. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ: „აირჩიე ერთი მიმართულება, გახდი მასში ნომერი პირველი და არ გაბედო სხვაგან გადასვლა“.ახლა კი პროფესიებს შორის საზღვარი იშლება.დიზაინერი უკვე მხოლოდ ვიზუალებზე აღარ მუშაობს. AI-ს იყენებს და, საჭიროების შემთხვევაში, კოდის შექმნაშიც ერთვება.მარკეტერს უკვე შეუძლია ვიდეოს იდეიდან საბოლოო ფორმატამდე დამოუკიდებლად მიყვანა.პროგრამისტი კი მხოლოდ კოდს აღარ წერს, ხშირად თავად ფიქრობს პროდუქტის ვიზუალსა და მომხმარებლის გამოცდილებაზეც.ერთი ადამიანი დღეს ერთდროულად არის იდეის ავტორიც, სცენარისტიც, რეჟისორიც და მარკეტერიც. ცნობისმოყვარეობა ისევ მთავარი იარაღი ხდება. და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში ყველაზე ღირებული შეიძლება ის ადამიანები გახდნენ, რომლებიც მხოლოდ ერთ სფეროში არ ჩერდებიან და სხვადასხვა ცოდნასა და უნარს ერთმანეთთან აკავშირებენ. რატომ მაინცდამაინც 2030-იანები?ცხადია, აქ უკვე მხოლოდ ვპროგნოზირებთ. არავინ იცის, ზუსტად რას დაარქმევენ ისტორიკოსები მომავალ ათწლეულს, ოცდაათწლეულს და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ ტექნოლოგია წარმოუდგენელი სიჩქარით ვითარდება. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, შემოქმედების ისეთ აფეთქებას მივიღებთ, რომელსაც ჯერ ვერც წარმოვიდგენთ. უფრო მეტი ადამიანი გადაიღებს ფილმს, შექმნის პროდუქტს, დაწერს, დახატავს და დაიწყებს რაღაც ახალს. და მაინც… როდის დაიწყება ახალი რენესანსი?!ეპოქის შუაგულში მცხოვრებ ადამიანს ფლორენციაში დილით ალბათ არ გაუღვიძია იმ ფიქრით: „დღეს დიდი დღეა, დიდი…აი, დღეს ოფიციალურად დაიწყო რენესანსი!“შეიძლება 2030-იანები სულაც არ აღმოჩნდეს „ახალი რენესანსის დასაწყისი“. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ინსტრუმენტები უკვე ჩვენს ხელშია, სფეროებს შორის საზღვრები იშლება და თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობები სულ უფრო ფართოვდება.და თუ ისტორიამ მართლაც რამე გვასწავლა, ეს ერთია: როცა ადამიანებს იდეების შექმნისა და გავრცელების ახალი შესაძლებლობები ეძლევათ, დიდი ცვლილებებიც სწორედ მაშინ იწყება.ახლა კი საკითხავი ის არის - შენ რა როლი გექნება ამ ცვლილებაში?ასე რომ, აირჩიე შენი მიმართულება ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში და მოემზადე მომავლისთვის!
გზა ბიზნეს ადმინისტირებიდან ვებ დიზაინამდე…
გზა ბიზნეს ადმინისტირებიდან ვებ დიზაინამდე…ბიზნესის ადმინისტრირება და დიზაინი ერთი შეხედვით შეიძლება სრულიად განსხვავებული მიმართულებები ჩანდეს, თუმცა, ჩვენი კურსდამთავრებული ანი მაღრაძესთვის სწორედ მათი გაერთიანება გახდა ვებ დიზაინით დაინტერესების მთავარი მიზეზი.როგორც ანი ამბობს, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დასრულების მიუხედავად, ყოველთვის იზიდავდა დიზაინი და კრეატიული სფერო. დღეს უკვე საკუთარი სავარჯიშო ტანსაცმლის ბრენდის შექმნაზეც ფიქრობს, ამიტომ ვებ დიზაინი მისთვის ამ ორი ინტერესის ბუნებრივ გადაკვეთად იქცა. „ვებ დიზაინი აღმოჩნდა მიმართულება, სადაც ორივე სფეროს ცოდნისა და ინტერესის გამოყენება შემიძლია.“ერთი ვორქშოფით გაჩენილი ინტერესივებ დიზაინთან პირველი გადაკვეთა მის სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. Touch Georgia-ში მოხალისედ მუშაობისას სხვადასხვა კონფერენციის, ლექციისა და ვორქშოფის ორგანიზებაში მონაწილეობდა და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სპიკერებს მასპინძლობდა.სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვორქშოფის დროს დაინტერესდა ვებ დიზაინით და მიხვდა, რომ ეს სფერო მისთვის საინტერესო იყო, რადგან კრეატიულობასთან ერთად მომხმარებლის ქცევის გააზრებასა და პრობლემების გადაჭრასაც მოიცავდა. რატომ ციფრული ინდუსტრიების აკადემია?როდესაც ვებ დიზაინის პროფესიულად შესწავლა გადაწყვიტა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო სტრუქტურირებული პროგრამა, პრაქტიკული მიდგომა და ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც რეალურ სამუშაო პროცესთან მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა.სწორედ ამ მოლოდინებით აირჩია ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ვებ დიზაინის კურსი.მისი თქმით, კურსზე თეორიული და პრაქტიკული ნაწილი ერთმანეთთან კარგად იყო დაბალანსებული, რაც მიღებული ცოდნის რეალურ პროექტში გამოყენებაში დაეხმარა.დიზაინი მხოლოდ „ლამაზი ვიზუალი“ არ არისკურსის განმავლობაში, დიზაინერული აზროვნების ჩამოყალიბებაზე ბევრი იმუშავა.თუ მანამდე დიზაინს ძირითადად ვიზუალურ მხარეს უკავშირებდა, ახლა მას ხედავს როგორც პროცესს, რომელიც მომხმარებლის საჭიროებების, ქცევისა და გამოცდილების გააზრებით იწყება.„კარგი დიზაინი მხოლოდ ლამაზი ვიზუალის შექმნას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, გაიგო, ვისთვის ქმნი და რა პრობლემას აგვარებ.“ლექტორის როლი სწავლის პროცესშიმისი ლექტორი ლაშა მურადაშვილი იყო.ანის თქმით, განსაკუთრებით მოეწონა ლექტორის ახსნის სტილი… სხვადასხვა თემას მარტივად და გასაგებად გადმოსცემდა, პრაქტიკულ ნაწილს კი ლექციებზე დიდი ყურადღება ეთმობოდა.დეტალური უკუკავშირი და კონკრეტული რჩევები სტუდენტებს საკუთარი პროექტების გაუმჯობესებაში ეხმარებოდა და კურსს უფრო მეტად პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევდა.ფინალური პროექტი და საკუთარი ბრენდი 808კურსის ფინალური პროექტისთვის ანიმ საკუთარი სავარჯიშო ტანსაცმლის ბრენდისთვის ვებსაიტი შექმნა.808 იოგასა და პილატესზე ორიენტირებულ სავარჯიშო ტანსაცმელს აერთიანებს. ამიტომ ვებ დიზაინის კურსი მისთვის შესაძლებლობა გახდა, სასწავლო პროექტი რეალურ სამომავლო იდეასთან დაეკავშირებინა.ვებსაიტის შექმნისას მთავარი მიზანი იყო გამოცდილება ყოფილიყო მარტივი, ინტუიციური და მომხმარებლისთვის კომფორტული. დიზაინის პროცესში საკუთარ გამოცდილებასაც დაეყრდნო, გაითვალისწინა, როგორ ურჩევნია ინფორმაციის მიღება, პროდუქტის შერჩევა და შეძენის პროცესის გავლა.საბოლოოდ, პროექტში შეეცადა გაეერთიანებინა ბრენდის ვიზუალური ხასიათი და მომხმარებლისთვის შეექმნა სასიამოვნო გამოცდილება.რას ურჩევდა დამწყებ დიზაინერებს?მისი რჩევა მარტივია: არ დაელოდონ იმ მომენტს, როცა ყველაფერი იდეალურად ეცოდინებათ.მთავარია, დაიწყო კეთება, დაუშვა შეცდომები, მიიღო უკუკავშირი და ისევ სცადო.“მისი აზრით, დამწყები დიზაინერებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე არ კონცენტრირდნენ და ყოველთვის დასვან ორი კითხვა:ვისთვის ვქმნი?რა პრობლემას ვაგვარებ?
როგორ ვაქციოთ შიში შესაძლებლობად?!
ხანდახან ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი გაქვს. იპოვე კურსი, რომელიც მართლა გაინტერესებს, სილაბუსიც წაიკითხე, ლექტორებზეც გაეცანი ინფორმაციას და უკვე წარმოგიდგენია კიდეც, როგორი საინტერესო, სასიამოვნო იქნებოდა ამ მიმართულებით ახალი კარიერული ნაბიჯის გადადგმა.შემდეგ რეგისტრაციის ღილაკთან ჩერდები და შენს ირგვლივ დემენტორებივით ჩნდებიან შიშები:„იქნებ არ გამომივიდეს?“„იქნებ უკვე გვიანია?“„იქნებ ეს პროფესია საერთოდ ჩემთვის არ არის?“შედეგად კი, ის, რაც შესაძლებლობა იყო, უეცრად რისკად, შიშად გადაიქცა. სინამდვილეში, ახალი ნაბიჯის გადადგმისას ხშირად თავად ცვლილება კი არა, გაურკვევლობა, ბუნდოვანება გვაშინებს. ნაცნობ გარემოში, როგორც არ უნდა არ მოგვწონდეს ის, ვიცით, რას უნდა ველოდოთ. ახალ გზაზე კი ჯერ პასუხები არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ვამჯობინებთ იქ ყოფნას, სადაც ვართ… კომფორტის ზონა უსაფრთხოდ გვეჩვენება, მაშინაც კი, როცა უკვე აღარ გვაკმაყოფილებს. ფსიქოლოგიური კვლევები და სტატიები მიუთითებს, რომ ადამიანებს ნაცნობი გარემოს შენარჩუნების სურვილი ბუნებრივად გვაქვს, რის გამოც, უცნობს საფრთხედ აღვიქვამთ.„ჯერ მზად არ ვარ“ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი ფრაზაა.ვფიქრობთ, რომ ჯერ მეტი ცოდნა გვჭირდება, მეტი დრო, მეტი თავდაჯერება ან რაღაც კონკრეტულ „სწორი მომენტს“ ველით. არადა, მზადყოფნის განცდა ხშირად ახლის დაწყების შემდეგ მოდის და არა მანამდე.ბევრად მარტივია, როცა უცნობ სივრცეს პატარა ნაწილებად ვყოფთ: ჯერ ვეცნობით მიმართულებას, ვსვამთ კითხვებს, ვცდით, ვსწავლობთ და მხოლოდ შემდეგ ვიღებთ უფრო დიდ გადაწყვეტილებას. Psychology Today-ის ერთ-ერთ სტატიაშიც ხაზგასმულია, რომ მცირე, მართვადი ნაბიჯები ადამიანს ახალი გამოცდილების მიმართ თავდაჯერებას თანდათან უძლიერებს. თუ არ გჯერა, დარეგისტრირდი ჩვენს მასტერკლასებზე!„იქნებ სხვებზე ნაკლები ვიცი“ახალ სფეროში შესვლისას, თითქმის ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელმაც შენზე ადრე დაიწყო.ვიღაცას უკვე აქვს გამოცდილება. ვიღაცამ ტერმინები იცის. ვიღაცას უკვე პორტფოლიო აქვს ამ მიმართულებით. და სწორედ აქ იჩენს თავს ეს შიში. მაგრამ სხვისი მეათე ნაბიჯის შედარება საკუთარ პირველ ნაბიჯთან, საერთოდ არაფერს გეუბნება შენს შესაძლებლობებზე.სწავლა ხომ სწორედ იმიტომ დაიწყე, რომ ჯერ ყველაფერი არ იცი.„თუ არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებ?“ზოგჯერ ერთ გადაწყვეტილებას იმხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ, თითქოს ერთხელ არჩეულ გზას სამუდამოდ უნდა გავყვეთ. აქ გვავიწყდება, რომკარიერული გზა იშვიათად არის იდეალურად სწორი ხაზი. ადამიანები იცვლიან სფეროებს, ინტერესებს, როლებს და მიმართულებებს. თანამედროვე კარიერული გზა ხშირად ბევრად უფრო ზიგზაგურია, ვიდრე ადრე წარმოგვედგინა, აი, Flappy Bird-ს თუ თამაშობდით… დაახლოებით ეგეთი.ზოგჯერ, ახალი მიმართულების გამოცდა იმისთვისაც გვჭირდება, რომ გავიგოთ, ეს ნამდვილად ჩვენია თუ არა.ესეც შედეგია. და საერთოდ… არაუშავს, თუ ახალ გზაზე შიში შენი თანამგზავრია, მთავარია იგი საჭესთან არ დასვა.ამ ჰელოუინზე შიშებს სხვა როლი მივეცითციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწორედ ის კარიერული შიშები შევაგროვეთ, რომლებიც ყველაზე ხშირად აყოვნებს ჩვენს პირველ ნაბიჯს და გადავწყვიტეთ, ამჯერად მათთვის სხვა მნიშვნელობა მიგვეცა.15-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენს კურსებზე 30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.თუ შენც დიდი ხანია ფიქრობ ახალ, მაგრამ დაწყებას მუდმივად ,,ორშაბათისთვის” დებ, შეიძლება სწორედ ახლაა დრო აქციო შიში შესაძლებლობად.აირჩიე სასურველი კურსი და აქციე შიში შესაძლებლობად ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.
,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის" ანუ, როგორ პოულობს ქოფირაითერი მთავარ სათქმელს?
იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ყავის მაღაზია. მისი სახელი ამ ამბავში არც ისე მნიშვნელოვანი დეტალია. მთავარი ისაა, თუ როგორ გადაჭრა კაფეს მფლობელმა საკმაოდ რთული ამოცანა, როგორ დააჯერა ყველა გამვლელს ერთი პატარა და მარტივი წინადადებით, რომ მაინცდამაინც მისი ყავა აერჩიათ, როცა ირგვლივ უამრავი სხვა არჩევანი იყო. პირველი ვერსია მარტივი იყო, ყველაზე პოპულარული და ბანალური გამოსავალი: „The best coffee you've ever tasted“(საუკეთესო ყავა, რომელიც ოდესმე გაგისინჯავს). თითქოს სათქმელს ამბობდა, მაგრამ სინამდვილეში ზედმეტად ბევრს ჰპირდებოდა მომხმარებელს, ნაკლებად იყო გულწრფელი, არაფრით გამოირჩეოდა მსგავსი ფრაზებისგან და არაფერს ამტკიცებდა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ტექსტი შეამცირეს… მიღებული კი ასე ჟღერდა: „The best coffee“(საუკეთესო ყავა). მართალია, ტექსტი შემოკლდა, თუმცა პრობლემა არსად წასულა, „საუკეთესო,“ მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი თავის შეფასება იყო, მომხმარებელს კი არ ჰქონდა არცერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაეჯერებინა მათი. ტექსტზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და ამჯერად „საუკეთესო“ გააკონკრეტულეს: „Better than Starbucks“ („Starbucks-ზე უკეთესი“). აქ უკვე გაჩნდა შედარების ობიექტი, რომელიც მომხმარებლისთვის ნაცნობი იყო და ფრაზაც გაცილებით გამორჩეულად ჟღერდა. თუმცა ერთი პრობლემა ისევ იყო, რატომ უნდა დაეჯერებინა ვინმეს, რომ ეს პატარა კაფე მართლაც Starbucks-ზე უკეთეს ყავას ამზადებდა? აქ უკვე მიხვდნენ, რომ მხოლოდ მტკიცება საკმარისი აღარ იყო, მომხმარებელს თავად უნდა შეემოწმებინა, რამდენად მართალი იყო ეს დაპირება. ასე გაჩნდა შემდეგი ვერსია: „FREE TASTE TEST – Are we better than Starbucks?“ ანუ, „უფასოდ გასინჯე და თავად გადაწყვიტე, ვართ თუ არა Starbucks-ზე უკეთესი.“ ახლა ქოფი უბრალოდ ლამაზი, მოკლე ფრაზა აღარ იყო. ის უკვე მომხმარებელს მოქმედებაში რთავდა, დაპირებას გამოცდილებად აქცევდა და არჩევანის უფლებას თავად მას უტოვებდა. სწორედ ამიტომ ეს ვერსია წინა ტექსტებზე ბევრად უფრო დამაჯერებელი იყო. ამ მაგალითში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი ქოფირაითინგი ყოველთვის ტექსტის „გალამაზებას“ ან „შევსებას“ არ ნიშნავს. ხშირად პირიქით, საჭიროა ზედმეტი სიტყვების, ზოგადი დაპირებებისა და არაფრისმთქმელი შეფასებების მოშორება. ქოფირაითერის ამოცანაა იპოვოს პასუხი კითხვაზე: რა არის ის ერთი რამ, რაც მომხმარებლისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია? ზოგჯერ ეს პროდუქტის უპირატესობაა, ზოგჯერ კონკრეტული პრობლემა, ზოგჯერ კი შეთავაზების ისეთი ფორმა, რომელიც ადამიანს თავად აძლევს შესაძლებლობას, დარწმუნდეს ბრენდის დაპირებაში. ასე რომ, ხშირად კარგი ტექსტის წერისას ის კი არაა მნიშვნელოვანი, რა დაწერე, არამედ ის - რა წაშალე.ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ქოფირაითინგის კურსი დაგეხმარებათ, პრაქტიკაში აითვისოთ ტექსტზე მუშაობის პრინციპები, ისწავლოთ საჭირო ინსაითების აღმოჩენა, ძლიერი მესიჯების შექმნა და ბრენდის იმ ენაზე ალაპარაკება, რომელიც აუდიტორიისთვის გასაგები და დამაჯერებელია.
გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული - თამარ ჩიკაშუა
,,გრაფიკული დიზაინი გახდა ის პროფესია, რომლის მეშვეობითაც შემიძლია განვახორციელო ჩემი იდეები, შევქმნა განსხვავებული და საინტერსო ვიზუალი.”გაიცანით, გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული თამარ ჩიკაშუა. სანამ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სტუდენტი გახდებოდა, დაამთავრა სამხატვრო ფაკულტეტი, სადაც ხელოვნების მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება შეიძინა. სწორედ, ვიზუალური ხელოვნებისადმი დიდი ინტერესის გამო, თამარმა სწავლა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით განაგრძო. მისი მთავარი მიზანია, მუდამ განვითარდეს და საკუთარი ცოდნა, სტილი და დიზაინი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადოს. ამ ინტერვიუში, თამარი გვიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს, გამოცდილებასა და რჩევებს, რომლებიც მომავალ გრაფიკულ დიზაინერებს (და არა მარტო) გამოადგებათ.თუ შენც გინდა გაიარო ეს გზა, აითვისო თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები, იდეა ვიზუალად აქციო და გახდე გრაფიკული დიზაინერი, დარეგისტრირდი კურსზე! - რომელი კურსი გაიარე ჩვენთან და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. კურსის განმავლობაში მუდამ ვიღებდით თეორიულ ცოდნას, რომელსაც შემდეგ პრაქტიკაში ვიყენებდით. ვიმუშავე სხვადასხვა ტიპის დავალებაზე და ვისწავლე, როგორ მექცია იდეა ვიზუალად. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლადაც ბევრს ვმუშაობდი, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მაძლევდა. სწორედ, გრაფიკული დიზაინის კურსმა მომცა თავდაჯერებულობა, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელო პროფესიული განვითარება. ამისთვის მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას.- გაიხსენე, როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?ბავშვობიდან ვხატავ და ყოველთვის მიზიდავდა ვიზუალური ხელოვნება, თუმცა, უშუალოდ, გრაფიკული დიზაინით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მომწონს იდეების ვიზუალად ქცევა. სწორედ გრაფიკული დიზაინი გახდა ის პროფესია, რომლის მეშვეობითაც შემიძლია, ჩემს იდეებს სახე მივცე, შევქმნა განსხვავებული და საინტერსო ვიზუალი.- რატომ აირჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემია?ჩემთვის მნიშნელოვანი იყო აღმომეჩინა ადგილი, სადაც გრაფიკულ დიზაინს საფუძვლიანად შევისწავლიდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ აკადემიაში კურსის განმავლობაში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული დავალებებით გავამყარებდით, სწორედ ეს კომბინაცია დამეხმარა ამერჩია ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რადგან ვიცოდი, რომ აქ უკეთ გავიცნობდი სფეროს და ვიმუშავებდი რეალურ პროექტებზე.- როგორ შეაფასდებით თქვენს ლექტორს?ჩემი ლექტორი იყო ქეთი შალუტაშვილი. გრაფიკული დიზაინი ბევრს საკმაოდ რთული პროფესია ჰგონია, თუმცა ლექტორი თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს გასაგებად ხსნიდა და სწავლის პროცესიც ბევრად უფრო მარტივი და საინტერესო იყო. მისი გადმოცემის უნარი და დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო.- რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?ჩემი ფინალური ნამუშევრის შექმნისას შთაგონების წყარო ბერძნული მითოლოგია და ძველი საბერძნეთის არქიტექტურა გახდა. ლოგოს შექმნისას გამოვიყენე იონური ორდერი. მისი დამახასიათებელი ფორმები გადავიტანე ვიზუალურ კონცეფციაში, ხოლო სახელი “მელისა” დაკავშირებულია ბერძნულ მითოლოგიასთან. იგი იყო ნიმფა, რომელმაც კაცობრიობას გაუზიარა ღვთაებრივი მეფუტკრეობის ხელოვნება. მსურდა, სახელისა და ვიზუალური იდენტობის საშუალებით ერთმანეთთან დამეკავშირებინა ანტიკური არქიტექტურა, მითოლოგია და თანამედროვე დიზაინი.- რა იქნება ის, რასაც დამწყებ გრაფიკულ დიზაინერებს ურჩევდი? ჩემი რჩევა იქნება, რომ გაბედონ. არ შეეშინდეთ ახალი იდეების და ექსპერიმენტების. დაიწყეთ, სცადეთ და შექმენით, მთავარია გქონდეთ ამის სურვილი.
როგორ შევქმნათ ღირებული კონტენტი AI-ის ეპოქაში: ქაოსური გენერაციიდან რეალურ შედეგებამდე
დღეს ციფრული სამყარო თვალისდახამხამებაში იცვლება. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ კონტენტის შექმნის პროცესი სრულიად გარდაქმნა: ტექსტები, ვიზუალები, იდეები თუ სცენარები რამდენიმე წამში იქმნება. თუმცა, ამ ტექნოლოგიურ ბუმში ბრენდები და ავტორები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ: როდესაც ყველას შეუძლია უსასრულო რაოდენობის კონტენტის გენერირება, როგორ გამოვარჩიოთ საკუთარი ხმა საერთო ციფრულ ხმაურში?კონტენტის შექმნა AI-ის ეპოქაში არ ნიშნავს ალგორითმზე პასუხისმგებლობის სრულად გადაბარებას. ის არის ადამიანური კრეატივის, ემოციური ინტელექტისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების სინთეზი, რომელიც მარტივ შაბლონებს რეალურ ღირებულებად აქცევს.თუ გინდა ისწავლო, როგორ მართო თანამედროვე მედია ინსტრუმენტები და შექმნა კონტენტი, რომელიც აუდიტორიას ნამდვილად აინტერესებს, დარეგისტრირდი კონტენტ კრეატორის კურსზე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.ტექნიკური გენერაციიდან ავთენტურ კონტენტამდეAI-ს შეუძლია ინფორმაციის წამებში დახარისხება და სტანდარტული ჩარჩოს აწყობა, თუმცა მას არ გააჩნია პირადი გამოცდილება, იუმორი, კულტურული კონტექსტი და ემპათია. დღეს ინტერნეტმომხმარებელი მომენტალურად ხვდება შაბლონურ, უსულო AI-ტექსტებსა თუ ვიზუალებს და მათ გვერდს ავლის. იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია ინოვაციები გამოიყენოს პროცესების დასაჩქარებლად, ხოლო საბოლოო პროდუქტი საკუთარი, უნიკალური ხედვით შეავსოს.რატომ არის კონტენტ-მეიკერის როლი კრიტიკული დღეს:სტრატეგიული აზროვნება და არქიტექტურა: AI ვერ განსაზღვრავს ბიზნესის გრძელვადიან მიზნებს. პროფესიონალი ქმნის კონტენტ-სტრატეგიას, რომელიც კონკრეტულ აუდიტორიასა და შედეგზეა ორიენტირებული.ავთენტური სთორითელინგი (Storytelling): რეალური ისტორიები, ემოციები და ადამიანური გამოცდილება არის ის, რაც ნდობას აშენებს. ალგორითმს შეუძლია ფაქტების დალაგება, თუმცა გულწრფელ ემოციას მხოლოდ ადამიანი დებს.AI-ის ეფექტური გამოყენება (Prompting & Curating): ხელოვნური ინტელექტი საუკეთესო ასისტენტია იდეების გენერირებისა და კვლევის ეტაპზე. მთავარია, იცოდე, როგორ მისცე მას სწორი დავალება და როგორ დაახვიო მიღებული მასალა.როგორ გავხდეთ მოთხოვნადი სპეციალისტი?ხელოვნური ინტელექტი არ ანაცვლებს კრეატიულ ადამიანებს, ის ანაცვლებს მათ, ვინც უარს ამბობს თანამედროვე ინსტრუმენტების ათვისებაზე. მომავალი იმ კონტენტ-მეიკერებს ეკუთვნით, რომლებიც AI-ს იყენებენ როგორც რესურსს, ხოლო თავად ინარჩუნებენ შემოქმედებით კონტროლს.გსურთ ისწავლოთ, როგორ შექმნათ მაღალი ხარისხის, კონვერსიული და შინაარსიანი კონტენტი ახალ ციფრულ ეპოქაში?დარეგისტრირდი კონტენტ კრეატორის კურსზე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში და აითვისე თანამედროვე კონტენტ-მარკეტინგისა და AI ინსტრუმენტების ეფექტურად მართვის ტექნიკები.
როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა და ღირებულება AI-ის ეპოქაში: ხელოვნური ინტელექტიდან ადამიანურ ქოფირაითინგამდე
თანამედროვე ციფრულ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) ყოველდღიურად ვითარდება. ChatGPT, Claude და სხვა მოდელები წამებში გენერირებენ ათასობით სიტყვას, პოსტსა თუ სტატიას. თუმცა, ამ ტექნოლოგიურ რევოლუციაში იბადება მთავარი კითხვა: თუ AI-ს წერა ასე მარტივად შეუძლია, რატომ არის პროფესიონალი ქოფირაითერის ცოდნა დღეს უფრო მოთხოვნადი და ღირებული, ვიდრე ოდესმე?ქოფირაითინგი AI-ის ეპოქაში არ არის უბრალოდ „ტექსტის აკრეფა“. ის არის კრიტიკული აზროვნების, ემოციური ინტელექტისა და სტრატეგიული მართვის ინსტრუმენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ შაბლონურ ქაოსს რეალურ გაყიდვებად და ბრენდის ავტორიტეტად აქცევს.თუ გინდა ისწავლო, როგორ გამოიყენო AI შენს ასისტენტად და შექმნა ტექსტები, რომლებსაც ვერცერთი ალგორითმი ვერ ჩაანაცვლებს, დარეგისტრირდი ქოფირაითინგის კურსზე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.ქაოსური გენერაციიდან სტრატეგიულ კონტენტამდეAI-ს შეუძლია წამებში შექმნას ტექსტი, მაგრამ მას არ აქვს ემპათია, კონტექსტის სიღრმისეული შეგრძნება და რეალური ადამიანური გამოცდილება. ინტერნეტი უკვე გადაივსო ერთფეროვანი, უსულო AI-ტექსტებით, რომლებსაც მომხმარებელი წამიერად ცნობს და გვერდს უვლით. დღეს იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მისცეს სწორი მიმართულება (Prompting), ხოლო მიღებული შედეგი ადამიანური ემოციითა და სტრატეგიით გააცოცხლოს.რატომ არის ქოფირაითინგის ცოდნა კრიტიკული AI-ის ეპოქაში:AI-ის ეფექტური მართვა (Prompt Engineering & Editing): AI მხოლოდ ინსტრუმენტია. იმისათვის, რომ მას სწორი დავალება მისცეთ და მისი გენერირებული ტექსტი დაახვეწოთ, თავად უნდა ფლობდეთ ქოფირაითინგის ფორმულებსა და სარეკლამო ლოგიკას.ემოციური ინტელექტი და ემპათია: AI-ს არ შეუძლია იგრძნოს მომხმარებლის რეალური ტკივილი ან ეჭვები. პროფესიონალი ქოფირაითერი ქმნის ავთენტურ სთორითელინგს (Storytelling), რომელიც იწვევს ნდობას და აჩენს მიკუთვნებულობის გრძნობას.უნიკალური ბრენდის ხმა (Voice of Brand): ალგორითმები ქმნიან საშუალო, სტანდარტულ კონტენტს. ქოფირაითერმა იცის, როგორ მიანიჭოს ბრენდს უნიკალური ხასიათი, რომელიც გამოარჩევს მას AI-ით შექმნილი "ხმაურისგან".როგორ გავხდეთ შეუცვლელი პროფესიონალი?ბევრი ფიქრობს, რომ AI ქოფირაითერებს ჩაანაცვლებს. რეალობა სხვაგვარია: AI ჩაანაცვლებს არა ქოფირაითერებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც არ იყენებს AI-ს. უმაღლესი შედეგისთვის საჭიროა ორივე სამყაროს გაერთიანება: ტექნოლოგიური სისწრაფე და ადამიანური კრეატივი.გსურთ ისწავლოთ, როგორ აქციოთ ხელოვნური ინტელექტი თქვენს პერსონალურ ასისტენტად და შექმნათ მაღალი კონვერსიის მქონე კონტენტი?დარეგისტრირდი ქოფირაითინგის კურსზე და მიიღე შესაძლებლობა, პრაქტიკაში აითვისო თანამედროვე წერის ტექნიკები, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება და ისეთი სტრატეგიები, რომლებიც შენს ცოდნას ნებისმიერ ეპოქაში შეუცვლელს გახდის.
როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა Excel-ის დახმარებით: ქაოსიდან სისტემურ ანალიზამდე
თანამედროვე ბიზნესგარემოში მონაცემების მოცულობა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება ყოველდღიურად იზრდება. მენეჯერებს, ანალიტიკოსებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს უწევთ უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება, რეპორტების მომზადება და პროცესების კონტროლი. ამ სწრაფ რიტმში Excel-ის სიღრმისეული ცოდნა პროდუქტიულობის ზრდისა და შეცდომების მინიმიზაციის რევოლუციური შესაძლებლობაა.Excel არ არის უბრალოდ „უჯრებიანი ცხრილი“. ის არის მძლავრი ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც ათავისუფლებს თანამშრომელს ხელით, რუტინული საქმისგან და აძლევს დროს, ფოკუსირდეს მთავარზე, ანუ მონაცემების სწორ ინტერპრეტაციასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე.თუ გინდა ისწავლო მონაცემების ეფექტურად მართვა, დარეგისტრირდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში Excel-ის კურსზე.ქაოსიდან სისტემურ ანალიზამდეწარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც მონაცემების დათვლასა და რეპორტის აწყობაზე საათები ან დღეები იხარჯებოდა. დღეს აქცენტი პროცესების ავტომატიზაციასა და მონაცემთა ვიზუალიზაციაზე გადადის. რაც უფრო კარგად ფლობთ Excel-ის ფუნქციებს, ფორმულებსა და ინსტრუმენტებს, მით უფრო სწრაფად და უშეცდომოდ იღებთ სასურველ შედეგს.Excel-ის პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურობაში:დიდი მონაცემების სწრაფი დამუშავება: Pivot Table-ების, VLOOKUP/XLOOKUP-ისა და Advanced Filter-ების გამოყენებით ათასობით სტრიქონის წამებში გაფილტვრა და დაჯგუფება.ავტომატიზებული რეპორტინგი: დინამიკური დეშბორდების (Dashboards) შექმნა, რომლებიც მონაცემების ცვლილებასთან ერთად ავტომატურად განახლდება.შეცდომების მინიმიზაცია და პროცესების ოპტიმიზაცია: რთული ფინანსური თუ ოპერაციული გათვლების ავტომატიზაცია ფორმულებისა და Power Query-ს დახმარებით.როგორ დაეუფლოთ Excel-ს პროფესიონალურ დონეზე?ბევრი ადამიანისთვის Excel-ი მხოლოდ საბაზისო ცხრილებითა და მარტივი მიმატება-გამოკლებით შემოიფარგლება, რადგან მას ზედაპირულად იყენებენ. მაღალი შედეგისთვის საჭიროა ფუნქციების, ლოგიკური ოპერატორებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების სიღრმისეული ცოდნა.გსურთ ისწავლოთ, როგორ ავტომატიზიროთ თქვენი ყოველდღიური სამუშაო და მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები?Excel-ის კურსი გაძლევთ შესაძლებლობას, პრაქტიკაში აითვისოთ მონაცემთა ანალიზის ტექნიკები, ავტომატიზაციის ინსტრუმენტები და თანამედროვე რეპორტინგის სტანდარტები.
როგორ გავზარდოთ გაყიდვები AI-ს დახმარებით: რუტინიდან სტრატეგიამდე
თანამედროვე ბიზნესგარემოში გაყიდვების ტემპი და მომხმარებლის მოლოდინები საგრძნობლად გაიზარდა. გაყიდვების მენეჯერებს ყოველდღიურად უწევთ ლიდების მოძიება, შეთავაზებების მომზადება და უარყოფებზე (Objections) სწრაფი რეაგირება. ამ სწრაფ რიტმში ხელოვნური ინტელექტი პროდუქტიულობისა და კონვერსიის ზრდის რევოლუციური შესაძლებლობაა.AI არ ცვლის ადამიანურ ემპათიასა და მოლაპარაკების ხელოვნებას. ის ათავისუფლებს მენეჯერს რუტინული საქმისგან და აძლევს დროს, ფოკუსირდეს მთავარზე- გარიგების დახურვასა და კლიენტთან ურთიერთობაზე.თუ გინდა ისწავლე როგორ მართო გაყიდვები, დარეგისტრირდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გაყიდვების კურსზე.რუტინიდან სტრატეგიულ გაყიდვებამდეწარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც მენეჯერი საათებს ხარჯავდა ბაზების ხელით გაფილტვრასა თუ სტანდარტული წინადადებების აწყობაზე. დღეს აქცენტი რუტინის ავტომატიზაციასა და AI-ს სტრატეგიულ გამოყენებაზე გადადის. რაც უფრო ზუსტად განუსაზღვრავთ ხელოვნურ ინტელექტს სამიზნე აუდიტორიის ტკივილებსა და პროდუქტის უპირატესობებს, მით უფრო მაღალი ხარისხის შეთავაზებას მიიღებთ წამებში.AI-ს პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურობაში:ლიდების კვალიფიკაცია: AI ინსტრუმენტები (ChatGPT, Claude, CRM-ასისტენტები) ეხმარება მენეჯერს წამებში გამოყოს ყველაზე პერსპექტიული კლიენტები.პერსონალიზებული შეთავაზებები: ინდივიდუალური კომერციული წინადადებებისა და Cold Email-ების შექმნა კონკრეტული კლიენტის საჭიროებებზე მორგებით.უარყოფების მართვა: სცენარების სიმულაცია და საუკეთესო არგუმენტების მომზადება, როდესაც კლიენტი ამბობს „ძვირია“ ან „დავფიქრდები“.როგორ დაეუფლოთ AI-ს გაყიდვების მართვაში?ბევრი კომპანიისთვის AI-ს დაწერილი ტექსტი შაბლონურია, რადგან მას ზედაპირულად იყენებენ. მაღალი შედეგისთვის საჭიროა პრომპტ-ინჟინერიისა და პროცესების სიღრმისეული ცოდნა.გსურთ ისწავლოთ, როგორ ავტომატიზიროთ გაყიდვები და გაზარდოთ კონვერსია?გაყიდვების მართვის კურსი გაძლევთ შესაძლებლობას, პრაქტიკაში აითვისოთ AI ინსტრუმენტები, პერსონალიზებული კომუნიკაციის ტექნიკები და თანამედროვე გაყიდვების სტრატეგიები.
გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული - ნინი იკაშვილი
როდესაც ხელოვნება, მუსიკა და ციფრული ტექნოლოგიები ერთმანეთს ეკვეთება, სრულიად ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობები იბადება.გაიცანით ნინი იკაშვილი - პროფესიონალი კალიგრაფი და პიანისტი, რომელმაც გადაწყვიტა, საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებისთვის ციფრული სიცოცხლე მიენიჭებინა. მან გრაფიკული დიზაინის კურსი წარმატებით დაასრულა და ქაღალდზე შესრულებული იდეები დახვეწილ ციფრულ ვიზუალურ ენად გარდაქმნა.ინტერვიუში ნინი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, კალიგრაფიიდან გრაფიკულ დიზაინში გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო შემოქმედებით გეგმებს.თუ შენც გინდა გაიარო ეს გზა, აითვისო თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები და გახდე გრაფიკული დიზაინერი, დარეგისტრირდი კურსზე!1. გაიხსენე, როგორ მიხვედი გადაწყვეტილებამდე, რომ ეს კურსი დაგეწყო? რა იყო შენი მთავარი მიზანი?კალიგრაფი ვარ და ყოველთვის მქონდა სურვილი, ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩენილიყო და მათი გაციფრულებაც თავად შემძლებოდა.მაგალითად, როცა ღვინის ეტიკეტებისთვის კალიგრაფიულ წარწერებს ვქმნიდი, მხოლოდ ნაწერის მიწოდება შემეძლო, მისი ციფრულად დამუშავება და სრულ დიზაინად ქცევა კი დიზაინერის დახმარებას მოითხოვდა. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც გრაფიკული დიზაინის სწავლა გადავწყვიტე. მინდოდა ჩემი კალიგრაფიით დამოუკიდებლად შემექმნა ეტიკეტები, პოსტერები და აფიშები. განსაკუთრებით მაინტერესებს თეატრისა და მუსიკის თემაზე მუშაობა, რადგან მიზიდავს, როგორ შეიძლება იდეის ტიპოგრაფიითა და ვიზუალური ენით გადმოცემა.2. კურსის დაწყებამდე და კურსის დასრულების შემდეგ - ვინ ხარ დღეს და რა შეცვალა აკადემიამ შენს ყოველდღიურობაში ან კარიერულ ხედვაში?კურსამდე ვიცოდი, როგორი ვიზუალური შედეგი მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მიმეღწია მისთვის ციფრულ სივრცეში. ახლა უკვე ბევრად უფრო თავდაჯერებულად შემიძლია ჩემი იდეა თავად ვაქციო ვიზუალურ ნამუშევრად.აკადემიამ დამანახა, რომ ის, რაც თავიდან რთული გეჩვენება, ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლითა და ბევრი ცდით სრულიად შესაძლებელია. დღეს უფრო თამამად ვფიქრობ საკუთარ იდეებზე. პიანისტის განათლება მაქვს და ახლა უკვე ვფიქრობ, როგორ დავუკავშირო მუსიკალური გამოცდილება კალიგრაფიასა და დიზაინს ვიზუალურ პროექტებში.3. რა იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სწავლის პერიოდში?ყველაზე დასამახსოვრებელი ის პროცესი და გარემო იყო, რომელშიც ვსწავლობდით. ჩვენი მენტორი, ანა, ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაეცა - თუნდაც ასჯერ.ასევე, განსაკუთრებით მახსოვს ის მომენტები, როცა ახალი, ცარიელი არტბორდის წინაშე აღმოჩნდები, ჯერ არც კომპოზიცია იცი, არც ზომები და ცოტა გეშინია. თუმცა, როცა პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ გადიხარ, ხვდები, რომ ამის გაკეთება შენც შეგიძლია. ახლაც კი, როცა ჩემს საფინალო ნამუშევრებს ვუყურებ, არ მჯერა, რომ ეს მე გავაკეთე.4. კურსი დასრულდა, რა არის შენი შემდეგი მიზანი ან ნაბიჯი?ჩემი შემდეგი მიზანი კალიგრაფიის კიდევ უფრო განვითარება და გრაფიკული დიზაინის ცოდნის ამ პროცესში აქტიურად გამოყენებაა.მინდა, შევქმნა ნამუშევრები, სადაც კალიგრაფია მხოლოდ წარწერა არ იქნება და უფრო ფართო ვიზუალური ენის ნაწილი გახდება - პოსტერები, თეატრის აფიშები, ღვინის ეტიკეტები, ლოგოები თუ სხვადასხვა სახელოვნებო პროექტი.განსაკუთრებით მაინტერესებს პოსტერების შექმნა და ვფიქრობ, რომ აქ მუსიკის, თეატრისა და კალიგრაფიის გამოცდილება საინტერესო მიმართულებებს მომცემს. ახლა უკვე მაქვს შესაძლებლობა, ის იდეები, რომლებსაც აქამდე ხელით ვქმნიდი ან მხოლოდ წარმოვიდგენდი, ციფრულადაც თავად განვახორციელო.
1/10
მზად ხარ დაიწყო კარიერა ?
გაეცანი საინტერესო ბლოგებს აქტუალურ თემებზე
მზად ხარ პირველი ნაბიჯისთვის?
აირჩიე 5 სკოლის 40-მდე კურსიდან შენთვის ყველაზე საინტერესო. გიზიდავს კრეატიული დიზაინი ან ინოვაციური ტექნოლოგიები? აღმოაჩინე შენი თავი ახალ პროფესიებში
შემოუერთდი პროფესიონალების გუნდს
შემოუერთდი 30 000-ზე მეტ სტუდენტს მსოფლიოს მასშტაბით. აღმოაჩინე ახალი პროფესიები შენი მიზნების განსახორციელებლად.
Spain
Poland
UK
Czech
South Africa
Kazakhstan
Georgia
Argentina
China
გსურს ისწავლო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან?
ისწავლე ექსპერტებისგან ონლაინ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ან ჩვენი აკადემიის თანამედროვე აუდიტორიაში
დაგრჩა კითხვები? მოგვწერე
დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და მალე დაგიკავშირდებით (*-ით აღნიშნული ველები სავალდებულოა)