ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობთ საძიებო სისტემების მარკეტინგის (SEO, Google Ads, Analytics) მაღალ დონეზე შესწავლას თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით.
თითოეული ტრენინგი ქეისების განხილვას, ვორქშოფებსა და სიმულაციებს მოიცავს. თქვენ თავად დაგეგმავთ და შექმნით სხვადასხვა სტრატეგიებს, რომლებსაც სატესტოდ შექმნილ ვებ-გვერდებზე განახორციელებთ.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად დაგეგმოთ საძიებო სისტემების მარკეტინგის სტრატეგიები, სხვადასხვა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით Google-ში მოწინავე პოზიციებზე გაიყვანოთ საიტები და გაზარდოთ ვიზიტორების რაოდენობა.
კურსის მიზანია საძიებო სისტემების მარკეტერების მომზადება, რომლებიც აღნიშნულ სფეროში დამოუკიდებლად შეძლებენ ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების გახორციელებას და სასურველი შედეგების მიღებას.
პროგრამა განკუთვნილია ციფრული მარკეტინგის დარგში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, ბიზნესის მქონე ადამიანებისთვის, სფეროს მომავალი სპეციალისტებისთვის.
Google Ads & Analytics (SEO/SEM) კურსის მენტორები
გიორგი მიხელიძე
2018 წლიდან მუშაობს Digital Marketing-ის მიმართულებით, SEO-ს სფეროში კი Affiliate Marketingის განხრით.
ამჟამად დასაქმებულია FM LLC-ში, უფროსი SEO სპეციალისტიც პოზიციაზე. მონაწილეობა მიუღია 30-ზე მეტ პროექტში.
გიორგი კალანდია
2014 წლიდან მუშაობს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. სამ წელზე მეტია, რაც დასაქმებულია Unix Development – ში და მეამაში.
უმუშავია ისეთი კომპანიებისთვის როგორიცაა: ნორდიკი, მოლფედი, მაიჰაბი, იუნიქსი, მეამა, ბეთლაივ კლუბი, Touch Digital Summit, On.ge, ბარამი, ჰუალინგი, ოკტოპუს ფიტნესი.
Google Ads & Analytics (SEO/SEM)-ის კურსის სილაბუსი
Workshop 1 – შესავალი
რა არის SEO?
რატომ არის SEO მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?
WordPress, Shopify თუ Custom – რომელი CMS არის საუკეთესო?
საუკეთესო ბლოგები SEO სპეციალისტებისთვის
Moz Blog
Ahrefs Blog
Searchengineland
White Hat – Gray Hat – Black Hat SEO ტიპები – სხვაობები