fbpx

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსი

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისთვის. გაიგებ, როგორ უნდა დაგეგმო სხვადასხვა აქტივობები თანამშრომლების განვითარებისა და ჩართულობისთვის. ისწავლი ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრას.

საბოლოოდ შეძლებ, რომ სწორად დაინახო HR მენეჯმენტის როლი კომპანიაში და განახორციელო ის აქტივობები, რომლებიც ბიზნესს წინსვლაში დაეხმარება.

კურსის მენტორები

კესო სუმბაძე

hr სპეციალისტი

2019 წლიდან არის საგანმანათლებლო სფეროში, 2015 წლიდან დღემდე კი არის ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი. 2010 წლიდან საჯარო სექტორი მართვა/ადმინისტრირება.

ადამიანური რესურსების მართვის აქტუალურ საკითხებზე დაცული აქვს სამაგისტრო (MBA) და სადოქტორო შრომები (PHD), გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები. ჩაუტარებია, როგორც შიდა, ისე გარე ორგანიზაციული კვლევები, გაიარა სხვადასხვა სასწავლო და პრაქტიკული კურსი, მათ შორის საფრანგეთის ერთ-ერთ წარმატებულ დასაქმების სააგენტო ,,ერგალი“-ში, ტალანტების მოზიდვის და შერჩევის მიმართულებით. არის ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის HRPA.Georgia -ს სრული წევრი.

2019 წლიდან დღემდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მიწვეული ასისტენტ-პროფესორი (სასწავლო კურსები: ადამიანური კაპიტალის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, სწავლების საფეხური: საბაკლავრო და სამაგისტრო პროგრამები). 2010 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სხვადასხვა თანამდებობაზე, 2015 წლიდან დღემდე ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

უმუშავია შემდეგ პროექტებზე:

  1. მიმდინარე კვლევითი პროექტი: ,,კონკურსების ჩატარების ტენდენციები ქართულ რეალობაში“ ; 2. COUNCIL OF EUROPE, Data Protection and Privacy Rights 11.2020-06.2021(სასწავლო პროექტი); 3. ,,თანამშრომელთა შესრულების ეფექტიანობის შეფასების სისტემების კვლევა მსოფლიო პანდემიის პირობებში” 2021; 4. ,,ადამიანური რესურსების მართვის გამოწვევების კვლევა ქართულ რეალობაში“, 11.2020-05.2021წ; 5. ,,PANDEMIC AND CONTEMPORARY LABOR COHORTS“ 2020; 6. ,,ევროპაში საქართველოდან სამუშაო ძალის ემიგრაციის მიზეზების და დასაქმების პრობლემების კვლევა“, 2020; 7. ,,სამსახურის ძებნის და დაქირავების პრობლემების კვლევა ევროკავშირის ქვეყნებში“ 2019; 8. ,, Job search and hiring problems in EU countries“ 2019; 9. ,,Emotional Intelligence and Human Resources Management’’ 2019; 10. ,,კომუნიკაციური კავშირები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საქართველოს საჯარო სექტორში“ 2018წ; 11. ,კომუნიკაციის როლის კვლევა ორგანიზაციების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ 2018წ; 12. ,,არავერბალური კომუნიკაციის გავლენა გადაწყვეტილებების ეფექტიანობაზე” თსუ 2017-2018წ; 13. ,,გადაწყვეტილების მიღების თეორიების და მოდელების კვლევა თანამედროვე მენეჯმენტში“ 2017წ. 14. ,,კონფლიქტის და სტრესის მართვა ორგანიზაციაში“ 2016წ 15. ,,კომუნიკაციის როლის კვლევა ორგანიზაციის მართვაში“ 2016 წ; 16. ,,დროის მართვა“ , (თსუ საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტი) 01.2016-09.2016; 17. ,,ადამიანური რესურსების მართვის პრობლემების კვლევა საჯარო სექტორში“ 2015წ.

კურსის სილაბუსი

Workshop 1 – HRM -ის  საფუძვლები

  • გაცნობა და მოლოდინების გაზიარება
  • წარმატების მიღწევის ტექნიკები 
  • რას ვისწავლით და აღმოვაჩენთ კურსის განმავლობაში
  • HR-ის  როლის ევოლუციური განვითარების გზა
  • თანამშრომლობის ციკლი (Employee Life Cycle)

Workshop 2 – ორგანიზაციული  კულტურა და სტრატეგიები

  • ორგანიზაციული სტრატეგიის შექმნის პროცესი
  • HR სტრატეგიის ფორმირება | HR სტრატეგიული პარტნიორი 
  • კორპორაციული კულტურა და მისი გავლენა HR სტრატეგიაზე 

Workshop 3 – რეკრუტინგის პროცესის მართვა

  • რეკრუტინგის სტრატეგიის შექმნა და პროცესის ავტომატიზაცია (ATS)
  • კანდიდატთა მოძიების პლატფორმები და Headhunting
  • კანდიდატის შეფასების მეთოდები
  •  კანდიდატის პროფაილის შექმნა
  • გასაუბრების ჩატარების ტექნიკები
  • მოსაუბრის ამოცნობის ხელოვნება 

Workshop 4 – ადაპტაციის პროცესი და თანამშრომელთა შეფასების  სისტემები

  • ახალი თანამშრომლის ინტეგრირება ახალ სამუშაო გარემოსთან (Onboarding) და პროცესის ავტომატიზაცია
  • შესრულებული სამუშაოს მართვა – MBO; 360°; SMART პრინციპი
  • შესრულებული სამუშაოს წარუმატებელი შედეგების მართვა
  • Performance Coaching – უკუკავშირის მოდელები და მიდგომები
  • Დროის  მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტის უნარების გაუმჯობესების გზები

Workshop 5  – მოტივაცია

  •  თანამშრომელთა  მოტივაცია და მათი შენარჩუნება
  •  თანამშრომელთა მოტივაციის კვლევა
  •  მოტივაციის სახეები, მეთოდები და საშუალებები
  •  დემოტივირებული თანამშრომლის მოტივირება
  •  თანამშრომელთა მოტივირების საუკეთესო პრაქტიკები

Workshop 6 – გუნდების და ტალანტების მართვა

  • გუნდების მართვა 
  • თიმბილდინგის და თიმბონდინგი  (პროგრამები და აქტივობები)
  • ტალანტების მართვა ორგანიზაციაში
  • სწავლება და განვითარება – ინსტრუმენტები და თანამედროვე მეთოდები
  • ემოციების და განწყობების მნიშვნელობა ადამიანების მართვაში

Workshop 7 – შრომითი კანონმდებლობა

  • შრომის კოდექსი – შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მართვა
  • შრომითი  დისკრიმინაცია 
  • დისკრიმინაციული ფაქტების მათ შორის  კონფლიქტის,  ბულინგის,   სექსუალური  შევიწროვების და სტრესის მართვა
  • დისკრიმინაციული ქეისების განხილვა

Workshop 8 –   უსაფრთხოება და  შიდა პოლიტიკის  დოკუმენტები

  • სამუშაო უსაფრთხოება და რისკების მართვა
  • HR პოლიტიკის სახელმძღვანელოები
  • შრომითი ურთიერთობების დასრულება (Employee Separation)

Workshop 9ანაზღაურება და HR ანალიტიკა

  • კომპენსაციების და ბენეფიტების სისტემები (Staff cost, Turnover, FTE)
  • სახელფასო სკალა – ხელფასის მატებასთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები;
  • HR კვლევები; მონაცემთა ანალიზი და შემდგომი ნაბიჯები
  • პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და მართვა.

Workshop 10 – დასაქმების  გამოწვევები და შესაძლებლობები

  • ფრილანსერობა და დასაქმების შესაძლებლობები
  • რეზიუმესა და LinkedIn-ის შექმნა / განახლება
  • რეკრუტერი კანდიდატის ამპლუაში | გასაუბრებისთვის მზადება
  • დარწმუნების ხერხები და ფარული მართვის მეთოდები

Workshop 11- HR ბრენდინგი, CSR და HR აუთსორსი

  • HR ბრენდი – როგორ ვმართოთ HR ბრენდი სწორად
  • დამსაქმებლის ბრენდი და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
  • 2022  წლის HR-ის გამოწვევები | HR აუთსორსი
  • შეჯამება

ლექცია 12 -დასკვნითი შეხვედრა

  • ფინალური პროექტის წარდგენა