fbpx

კესო სუმბაძე

hr სპეციალისტი

 

2019 წლიდან არის საგანმანათლებლო სფეროში, 2015 წლიდან დღემდე კი არის ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი. 2010 წლიდან საჯარო სექტორი მართვა/ადმინისტრირება.

ადამიანური რესურსების მართვის აქტუალურ საკითხებზე დაცული აქვს სამაგისტრო (MBA) და სადოქტორო შრომები (PHD), გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები. ჩაუტარებია, როგორც შიდა, ისე გარე ორგანიზაციული კვლევები, გაიარა სხვადასხვა სასწავლო და პრაქტიკული კურსი, მათ შორის საფრანგეთის ერთ-ერთ წარმატებულ დასაქმების სააგენტო ,,ერგალი“-ში, ტალანტების მოზიდვის და შერჩევის მიმართულებით. არის ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის HRPA.Georgia -ს სრული წევრი.

2019 წლიდან დღემდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მიწვეული ასისტენტ-პროფესორი (სასწავლო კურსები: ადამიანური კაპიტალის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, სწავლების საფეხური: საბაკლავრო და სამაგისტრო პროგრამები). 2010 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სხვადასხვა თანამდებობაზე, 2015 წლიდან დღემდე ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

უმუშავია შემდეგ პროექტებზე:

  1. მიმდინარე კვლევითი პროექტი: ,,კონკურსების ჩატარების ტენდენციები ქართულ რეალობაში“ ; 2. COUNCIL OF EUROPE, Data Protection and Privacy Rights 11.2020-06.2021(სასწავლო პროექტი); 3. ,,თანამშრომელთა შესრულების ეფექტიანობის შეფასების სისტემების კვლევა მსოფლიო პანდემიის პირობებში” 2021; 4. ,,ადამიანური რესურსების მართვის გამოწვევების კვლევა ქართულ რეალობაში“, 11.2020-05.2021წ; 5. ,,PANDEMIC AND CONTEMPORARY LABOR COHORTS“ 2020; 6. ,,ევროპაში საქართველოდან სამუშაო ძალის ემიგრაციის მიზეზების და დასაქმების პრობლემების კვლევა“, 2020; 7. ,,სამსახურის ძებნის და დაქირავების პრობლემების კვლევა ევროკავშირის ქვეყნებში“ 2019; 8. ,, Job search and hiring problems in EU countries“ 2019; 9. ,,Emotional Intelligence and Human Resources Management’’ 2019; 10. ,,კომუნიკაციური კავშირები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საქართველოს საჯარო სექტორში“ 2018წ; 11. ,კომუნიკაციის როლის კვლევა ორგანიზაციების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ 2018წ; 12. ,,არავერბალური კომუნიკაციის გავლენა გადაწყვეტილებების ეფექტიანობაზე” თსუ 2017-2018წ; 13. ,,გადაწყვეტილების მიღების თეორიების და მოდელების კვლევა თანამედროვე მენეჯმენტში“ 2017წ. 14. ,,კონფლიქტის და სტრესის მართვა ორგანიზაციაში“ 2016წ 15. ,,კომუნიკაციის როლის კვლევა ორგანიზაციის მართვაში“ 2016 წ; 16. ,,დროის მართვა“ , (თსუ საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტი) 01.2016-09.2016; 17. ,,ადამიანური რესურსების მართვის პრობლემების კვლევა საჯარო სექტორში“ 2015წ.