fbpx

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსი

HR ადამიანური რესურსების მართვა – კურსის აღწერა

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსის მიზანია მსმენელები გაეცნონ ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას, განვითარების სტრატეგიის განსაზღვრას, და ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე პრაქტიკას.

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსი კომპლექსურად განიხილავს იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისთვის. კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე მოქმედი HR მენეჯერებისთვის.

კურსის განმავლობაში განიხილება ყველა ის ძირითადი პროცესი და კომპონენტი, რომლისგანაც თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემა შედგება.

თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარება მსმენელებს  შეისწავლონ მენეჯერის პროფესიული საქმიანობისა და მათ წინაშე ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზები.

სწავლების ფორმა ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მსმენელების მაქსიმალურ ჩართულობას, ქეისების მომზადებას, დისკუსიებსა და როლურ თამაშებს სხვადასხვა თემაზე.

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსის მენტორები

ნინო ნოდია

2008 წლიდან ჩართულია სწავლების და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო პროექტებში, კერძო სექტორში. არის Senior Professional in Human Resources – საერთაშორისოდ.

ამჟამად, დასაქმებულია Evolution-ში, სწავლების და განვითარების მენეჯერად (HR Excellence Manager).

უმუშავია შემდეგ პროექტებზე: თანამშრომლების საორიენტაციო და ონბორდინგის დანერგვის სისტემა, შეფასების სისტემების დანერგვა, თანამშრომელთა განვითარების პროექტების მენეჯერული და არამენეჯერული პოზიციებისთვის, სასწავლო ციფრული სოფტების დანერგვა, თანამშრომელთა ჩართულობის კვლევების შესაბამისი პროექტების ინიცირება, სტაჟირების პროექტების მართვა, რეკრუტინგის პროექტების მართვა საერთაშორისო კომპანიებისთვის.

სალომე კიღურაძე

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

2010 წლიდან არის HR მიმართულებაში. HR ბიზნეს პარტნიორად მუშაობდა AVON საქართველოში, შემდეგ იგივე მიმართულების მენჯერი იყო Geocell-ში, 2018 წლიდან არის KPMG საქართველოს HR ლიდერი.

მენეჯერულ პოზიციებზე უთანამშრომლია წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან. ამასთან ერთად არის ICF-ის სერტიფიცირებული ქოუჩი. BTU-ში კითხულობს ლექციებს HR-ის მიმართულებით ბაკალავრებისთვის და მაგისტრებისთვის.

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსის სილაბუსი

Workshop 1

  • გაცნობა და  მოლოდინები
  • როგორ ორგანიზაციაში იმუშავებდით? 
  • რა მისია, ფუნქცია და როლი აქვს (უნდა ჰქონდეს) HR -ს თანამედროვე ორგანიზაციებში
  • როგორია თქვენი HR-ული გამოცდილება
  • რას გავიგებთ, რას ვისწავლით და რას დავინახავთ სხვა რაკურსით კურსის შემდეგ

Workshop 2

  • HR – სტრატეგიული პარტნიორი vs მხარდამჭერი ფუნქცია
  • HR სტრატეგიის ფორმირება
  • კორპორაციული კულტურა და მისი გავლენა HR სტრატეგიაზე

Workshop 3

  • ადამიანური რესურსის დაგეგმვის ძირითადი მიდგომები 
  • კანდიდატების მოზიდვის და შერჩევის ეტაპები; “ციფრული რეკრუტინგი”
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესი – საორიენტაციო პროგრამა და ონბორდინგი

Workshop 4

  • სამუშაოს შესრულების მართვა (ნაწილი 1)
  • მიზნების  ფორმირება SMART პრინციპით
  • Performance coaching – უკუკავშირის მოდელები და მიდგომები; უკუკავშირის ინტერვიუ
  • თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება – შეფასების სკალები და მეთოდები

Workshop 5

  • სამუშაოს შესრულების მართვა (ნაწილი 2)
  • დისციპლინარული პოლიტიკა – როგორ ვმართოთ სამუშაოს არასათანადო შემსრულებელი
  • სამუშაოს გაუმჯობესების ფორმა და მიდგომები
  • შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მართვა

Workshop 6

  • რა არის მოტივაცია?
  • მოტივაციის თეორიები (ჰერცბერგი, მასლოუ, მაქგრეგორი)
  • თანამშრომლების მოტივაციის ინსტრუმენტები
  • HR-ის როლი თანამშრომლების მოტივაციაში

Workshop 7

  • სწავლება და განვითარება – ინსტრუმენტები და თანამედროვე მეთოდები
  • თანამშრომლების კარიერული განვითარება;
  •  ტალანტების მართვა ორგანიზაციაში
  • სწავლების ელექტრონული პლატფორმები და მათი უპირატესობები

Workshop 8

  • კომპენსაციების და ბენეფიტების სისტემის შემუშავების ძირითადი პრინციპები
  • საბონუსე სისტემის ფორმები და მთავარი პრინციპები
  • სახელფასო სკალა – ხელფასის მატებასთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები

Workshop 9

  • Employee Experience – როგორ შევქმნათ თანამშრომლის საუკეთესო გამოცდილება
  • მთავარი HR კვლევები; მონაცემთა ანალიზი და შემდგომი ნაბიჯები
  • HR პოლიტიკის სახელმძღვანელოები – თანამშრომლის საუკეთესო გამოცდილების მხარდასაჭერად 
  • სამუშაო უსაფრთხოება და რისკების მართვა

Workshop 10

  • HR ბრენდი – როგორ ვმართოთ HR ბრენდი სწორად
  • HR გამოწვევები დღეს – COVID 19; 
  • პროცესების ავტომატიზაცია;
  •  HR აუთსორსი

Workshop 11

  • როგორ შევქმნათ რეზიუმე?
  • მთავარი პრინციპები და გასათვალისწინებელი წესები
  • პრაქტიკული ვორქშოფი

Workshop 12

  • შემაჯამებელი ტესტი