ქოფირაითინგი კომუნიკაციის ფორმაა, რომელიც სიტყვებით იდეებს აცოცხლებს.
ქოფირაითერი უბრალოდ კი არ წერს, არამედ ქმნის ბრენდის ხასიათს და მომხმარებელში ემოციას აღვიძებს.
ქოფირაითინგის კურსი დაგეხმარება გაიგო, როგორ აქციო იდეა ტექსტად და ამ ტექსტით მომხმარებელს სასურველი ქმედებისკენ უბიძგო.
Copywriting-ის კურსის დასრულების შემდეგ, გეცოდინება, როგორ დააგენერირო კრეატიული იდეები და როგორ გადმოსცე ისინი გამართული, ლაკონიური ტექსტით.
გარდა ამისა, შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებით.
კურსის განმავლობაში გაივლი იმ პროცესს, რასაც ქოფირაითერი ბრიფზე მუშაობისას გადის.
გაეცნობი პრინციპებს, რომლებიც ქოფირაითერს ეხმარება ორიგინალური კომუნიკაციის შექმნაში.
ქოფირაითინგის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სიტყვებით იდეების გადმოცემა უყვარს და უნდა, ეს მის პროფესიად აქციოს.
FAQ