fbpx

ნინო ბალანჩივაძე

ქოფირაითერი

2017-დან 2020 წლამდე იყო კრეატიული ციფრული სააგენტო LEAVINGSTONE-ის ქოფირაითერი. სანამ კრეატიულ ინდუსტრიაში აღმოჩნდებოდა, ჟურნალისტიკაზე სწავლობდა და ამ განხრით ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში მუშაობდა. ლივინგსტონში, წერის სიყვარულმა და მოზღვავებულმა იდეებმა მიიყვანა.

კრეატიულ სააგენტოში გატარებული წლების განმავლობაში, სოციალურ მედიაში სხვადასხვა ბრენდის იმიჯის შექმნაზე მუშაობდა,
მათ შორის: თბილისი გარდენსზე, ტერაბანკსა და ტერა ბოტინზე.
გარდა ამისა, ჩართული იყო კამპანიების შექმნის პროცესში და კრეატიულ კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას.

ამ ეტაპზე, ახალი პროფესიული ინტერესებიც გაუჩნდა, თუმცა ქოფირაითინგის მიტოვებას არ აპირებს და დაგროვებულ გამოცდილებას
ქოფირაითინგით დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიარებს.