header-logo
header-logo
ციფრული პროექტების მართვის კურსი

ციფრული პროექტების მართვის კურსი

2 თვე
Online

ციფრული პროექტების მართვის კურსის განმავლობაში გაიუმჯობესებ პროექტის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას. 


გაიგებ, რა განსხვავებაა პროექტების მართვის მეთოდოლოგიებს შორის და რატომ ირჩევენ ამა თუ იმ ფრეიმვორქს. 

გაეცნობი პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტს (Agile, Scrum, Kanban, პრაქტიკები, მეთოდოლოგიები და მეთოდები). 

მენტორი გაგიზიარებს იმ მასალებს და პლატფორმებს, რომლებიც შენს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გეცოდინება ყველა ის ხელსაწყო, რომლებსაც დღეს წარმატებული კომპანიები იყენებენ. გექნება საკმარისი ცოდნა, რათა დაიწყო კარიერა ამ სფეროში.


რატომ უნდა ისწავლო ციფრული პროექტების მართვა?

თანამედროვე ციფრული სამყარო სწრაფად იცვლება — კომპანიები მუდმივად ეძებენ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ პროექტების წარმატებულად განხორციელებას. 


სწორედ ამიტომ არის ციფრული პროექტების მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი დღეს. 

Agile და Scrum მეთოდოლოგიების ცოდნა მოგცემს საშუალებას გაუმკლავდე ცვლილებებს, მართო გუნდი ეფექტურად და მიაღწიო შედეგს ხარისხის დაკარგვის გარეშე. 


კურსზე ისწავლი არა მხოლოდ თეორიას, არამედ იმ პრაქტიკულ მიდგომებსაც, რომლებსაც იყენებენ თანამედროვე გლობალური კომპანიები — მაგალითად, Exadel, EPAM Systems და Deloitte. 

მენტორების დახმარებით ისწავლი, როგორ გახდე არა მხოლოდ პროექტის მენეჯერი, არამედ სტრატეგიული ლიდერი, რომელიც გუნდის გადაწყვეტილებებს ბიზნესის მიზნებთან აკავშირებს. 


რას ისწავლი კურსზე?


ციფრული პროექტების მართვის კურსზე ისწავლი პროექტის მენეჯმენტის ძირითადი ელემენტების ამოცნობას.

გაივლი პროექტის ციკლის ყველა ეტაპს და გაეცნობი ძირითად დაგეგმვის ინსტრუმენტებს (Project Charter, WBS).


ასევე მეთოდოლოგიებს:


  • Waterfall;

  • Agile;

  • Agile-სა და Waterfall-ის შედარება;

  • Scrum-ის ძირითადი პრინციპები;

  • სხვა Agile ჩარჩოების (XP, Kanban, Lean, DSDM და სხვ.) ძირითადი პრინციპები;


ვისთვის არის განკუთვნილი ციფრული პროექტების მართვის კურსი?

ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებთ პროექტების მართვა და სურთ კარიერის ამ კუთხით გაგრძელება.


დამწყები/გამოცდილი პროექტ მენეჯერებისთვის, რომელთაც არ ჰქონიათ შეხება და აინტერესებთ პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტი (Agile, Scrum, Kanban და სხვა მიდგომები, პრაქტიკები, მეთოდოლოგიები და მეთოდები).


ყველასთვის, ვისაც სურს ციფრულ სფეროში კარიერის გაგრძელება, აქვთ ზოგადი წარმოდგენა ციფრულ სამყაროზე და სჭირდებათ მეტი ინფორმაცია კარიერის შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.


განრიგი

მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის? გაეცანი ლექციების განრიგს მენტორებისა და კურსის ფორმატის მიხედვით

: 04 მარ. 2026
2 თვე
Online
,
19:00 - 21:00

სილაბუსი

რას ისწავლი
  • ციფრული ინდუსტრიის მიმოხილვა
  • რა არის პროექტი
  • მაგიური სამკუთხედი
  • Tuckman’s ladder
  • პროექტის მენეჯერის როლი
  • ვინ არიან სტეიკჰოლდერები

კარიერული განვითარების შესაძლებლობები

დაიწყე შენი კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად

გახდი კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე. კურსის დასრულებისთანავე მიიღე წვდომა პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

Partner Logo 1
Partner Logo 2
Partner Logo 3
Partner Logo 4
Partner Logo 5
Partner Logo 6
490
700
04 მარ. 2026

დაგვიკავშირდი