კურსის განმავლობაში გაეცნობი ციფრული მარკეტინგის მთავარ პრინციპებს და სარეკლამო არხებთან მუშაობის ტექნიკას. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ისწავლი, როგორ დაიწყო პროექტი ნულიდან და როგორ მიაღწიო მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალურ შედეგს.
კურსის მიზანია ციფრული კვლევის საფუძველზე დასახო სწორი მიზნები და მისწვდე სამიზნე აუდიტორიას. კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ წარმატებით მართო ნებისმიერი კამპანია.
კურსის მენტორები
ელენე ბიბილეიშვილი
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
ბავშვობიდან აინტერესებდა მარკეტინგი. სურდა, რომ საკუთარი პროფესია ამ სფეროსთან დაეკავშირებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო ამ მიმართულებით სწავლა GIPA-ს უნივერსიტეტში. შემდეგ კი სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში.
ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდა ნაშრომებზე: “ციფრული მარკეტინგის როლი თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში” და “რეკლამის ენობრივი სტრუქტურა ფსიქოლინგვისტური ასპექტებით”.
სამუშაო გამოცდილება დაიწყო ერთ-ერთ საავტომობილო სტარტაპში სტაჟიორის პოზიციაზე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ამის შემდეგ გადაინაცვლა კომპანია “რეფორმერში” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. პარალელურად მუშაობდა ფრილანსერად.
2020 წელს შეუერთდა LC Tbilisi-ს გუნდს, ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2022 წელს კი მართავდა “სუფთა სახლის” ციფრული მარკეტინგის გუნდს ელექტრონული კომერციის მიმართულებით.
2021 წლიდან Senior ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიცია ეკავა Noxtton-ში, ახლა კი არის Noxtton-ის Associate Partner. ასევე, ელენე #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის – Ad Summit-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) და თანადამფუძნებელი და აშშ-ს ბაზარზე დაფუძნებული კომპანიის, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორია (CEO).
ფლობს სერტიფიკატებს: Analytics Mania: Data Marketing & Analytics, SEM Academy: Search Engine Marketing, Google: Data Analytics, Display & Video Marketing, PPC Advertising, Senior Ads: Programmatic Advertising.
აქვს საერთაშორისო ტრენერის ლიცენზია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. არის მიწვეული ლექტორი BTU (Business & Technology University)-სა და CU (Caucasus University)-ში.
მეხუთე წელია, რაც აქტიურად მუშაობს, როგორც ციფრული მარკეტერი. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიც არის:
Adjara Group, USAID, სუფთა სახლი, Lopota Lake Resort & Spa, Reformer, LC Tbilisi, Hapttic, Noxtton, Tsinandali Festival, Radisson Group, Red Cross, ნატახტარი, ACI და სხვა.
ირაკლი ქართველიშვილი
ციფრული მარკეტერი
2017 წლიდან არის ციფრული მარკეტინგის სფეროში. ამჟამად მუშაობს საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიაში, სინიორ ციფრული მარკეტერის პოზიციაზე. ასევე არის საერთაშორისო კომპანიების ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და რამდენიმე ცნობილი ინფლუენსერის ციფრული მრჩეველი. საქართველოში თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორიც არის: პალიტრა მედია ჰოლდიგნი, ბიბლუსი, პეპელა, HQD Georgia, Podsy. მის პროექტებს შორის არის 30-ზე მეტი საერთაშორისო და 10-ზე მეტი ადგილობრივი ბრენდინგი, როგორც ციფრულ, ასევე ვებ დეველოპმენტის მიმართულებით.
Workshop 1 – შესავალი ციფრულ მარკეტინგში
ციფრული მარკეტინგის პრინციპები
ობჯექთივების შემუშავება
მომხმარებელთან კავშირის შექმნა
ციფრული კვლევა
კულტურული კვლევა
Workshop 2 – სოციალური მედია
ძირითადი სოციალური პლატფორმები ციფრული მარკეტინგისთვის (Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn, pinterest)
აუდიტორიისა და კამპანიის შედეგების მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი, Facebook Pixel
სოციალური მედიის კამპანიების შექმნა და ოპტიმიზაცია
სოციალური მედიის რეკლამის აწყობა, ოპტიმიზაცია და ბიუჯეტირება