ციფრული მარკეტინგის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ონლაინ კომუნიკაციის, რეკლამისა და მარკეტინგული სტრატეგიების კომპლექსურად ათვისება. სწავლისას შეისწავლით სოციალური მედიის მართვას, Google Ads-ს, SEO-ს, კონტენტ მარკეტინგს, Google Analytics-ს, იმეილ კომუნიკაციებსა და ვებგვერდის ოპტიმიზაციას.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ მრავალარხიანი კამპანიების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მონაცემებზე დაყრდნობილი სტრატეგიის შემუშავებას, ბიუჯეტირებასა და ბიზნესის ციფრული ზრდის ეფექტურად მართვას.
სილაბუსი
მზად ხარ?
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მზად ხარ?
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მათი შთაბეჭდილებები
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს
ნია ნარიმანიძე
ციფრული მარკეტინგის კურსი
დიდი მადლობა ამ საინტერესო და ხარისხიან კურსისთვის. მასალა იყო კარგად ორგანიზებული, მარტივად გასაგები და პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული.
კურსის განმავლობაში ბევრი ახალი ცოდნა და უნარი შევიძინე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
განსაკუთრებული მადლობა ლექტორს პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის. ნამდვილად გავუწევ რეკომენდაციას ამ კურსს სხვებსაც.
ანანო ბექაური
ციფრული მარკეტინგის კურსი
ამდენი ინფორმაციის გაზიარება და მაქსიმალურად მზადყოფნა დახმარებისთვის ძალიან დასაფასებელია, უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის
სანდრო წერეთელი
ციფრული მარკეტინგის კურსი
საუკეთესო გამოცდილება იყო. კურსმა მომცა სრული და სისტემური ცოდნა ციფრულ მარკეტინგში.
განსაკუთრებით გამოსადეგია პრაქტიკული დავალებები და Ads Manager-ში დამოუკიდებლად მუშაობის ეტაპები.
ტრენერის მიდგომა და მასალის გადმოცემის სტილი იყო უმაღლეს დონეზე. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას სხვებთანაც.
გვანცა ბერიძე
ციფრული მარკეტინგის კურსი
თქვენს აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსის აღება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, ყველა ჩემთვის საინტერესო თემას ამომწურავად შევეხეთ.
რაც შეეხება მენტოსრს - ტოპ მენტორი ქართულ ბაზარზე და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ მასთან მომიწია ამ კურსის გავლა.
FAQ