fbpx

ციფრული მარკეტინგის კურსი

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში გაეცნობი ციფრული მარკეტინგის მთავარ პრინციპებს და სარეკლამო არხებთან მუშაობის ტექნიკას. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ისწავლი, როგორ დაიწყო პროექტი ნულიდან და როგორ მიაღწიო მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალურ შედეგს.

კურსის მიზანია ციფრული კვლევის საფუძველზე დასახო სწორი მიზნები და მისწვდე სამიზნე აუდიტორიას. კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ წარმატებით მართო ნებისმიერი კამპანია.

კურსის მენტორები

ელენე ბიბილეიშვილი

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

ბავშვობიდან აინტერესებდა მარკეტინგი. სურდა, რომ საკუთარი პროფესია ამ სფეროსთან დაეკავშირებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო ამ მიმართულებით სწავლა GIPA-ს უნივერსიტეტში. შემდეგ კი სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში. 

ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდა ნაშრომებზე: “ციფრული მარკეტინგის როლი თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში” და “რეკლამის ენობრივი სტრუქტურა ფსიქოლინგვისტური ასპექტებით”.

სამუშაო გამოცდილება დაიწყო ერთ-ერთ საავტომობილო სტარტაპში სტაჟიორის პოზიციაზე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ამის შემდეგ გადაინაცვლა კომპანია “რეფორმერში” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. პარალელურად მუშაობდა ფრილანსერად.

2020 წელს შეუერთდა LC Tbilisi-ს გუნდს, ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2022 წელს კი მართავდა “სუფთა სახლის” ციფრული მარკეტინგის გუნდს ელექტრონული კომერციის მიმართულებით. 

2021 წლიდან Senior ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიცია ეკავა Noxtton-ში, ახლა კი არის Noxtton-ის Associate Partner. ასევე, ელენე #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის – Ad Summit-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) და თანადამფუძნებელი და აშშ-ს ბაზარზე დაფუძნებული კომპანიის, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორია (CEO).

ფლობს სერტიფიკატებს: Analytics Mania: Data Marketing & Analytics, SEM Academy: Search Engine Marketing, Google: Data Analytics, Display & Video Marketing, PPC Advertising, Senior Ads: Programmatic Advertising.

აქვს საერთაშორისო ტრენერის ლიცენზია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. არის მიწვეული ლექტორი BTU (Business & Technology University)-სა და CU (Caucasus University)-ში.

მეხუთე წელია, რაც აქტიურად მუშაობს, როგორც ციფრული მარკეტერი. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიც არის: 

Adjara Group, USAID, სუფთა სახლი, Lopota Lake Resort & Spa, Reformer, LC Tbilisi, Hapttic, Noxtton, Tsinandali Festival, Radisson Group, Red Cross, ნატახტარი, ACI და სხვა.

ირაკლი ქართველიშვილი

ციფრული მარკეტერი

2017 წლიდან არის ციფრული მარკეტინგის სფეროში. ამჟამად მუშაობს საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიაში, სინიორ ციფრული მარკეტერის პოზიციაზე. ასევე არის საერთაშორისო კომპანიების ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და რამდენიმე ცნობილი ინფლუენსერის ციფრული მრჩეველი. საქართველოში თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორიც არის: პალიტრა მედია ჰოლდიგნი, ბიბლუსი, პეპელა, HQD Georgia, Podsy.
მის პროექტებს შორის არის 30-ზე მეტი საერთაშორისო და 10-ზე მეტი ადგილობრივი ბრენდინგი, როგორც ციფრულ, ასევე ვებ დეველოპმენტის მიმართულებით.

Workshop 1 – შესავალი ციფრულ მარკეტინგში

  • ციფრული მარკეტინგის პრინციპები
  • ობჯექთივების შემუშავება
  • მომხმარებელთან კავშირის შექმნა
  • ციფრული კვლევა 
  • კულტურული კვლევა

Workshop 2 – სოციალური მედია

  • ძირითადი სოციალური პლატფორმები ციფრული მარკეტინგისთვის (Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn, pinterest)
  • აუდიტორიისა და კამპანიის შედეგების  მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი, Facebook Pixel
  • სოციალური მედიის კამპანიების შექმნა და ოპტიმიზაცია
  • სოციალური მედიის რეკლამის აწყობა, ოპტიმიზაცია და ბიუჯეტირება
  • აუდიტორიის ზრდა და მასთან ინტერაქცია
  • სოციალური მედიის გამოცდილების აწყობა ბიზნესისთვის

Workshop 3 – სოციალური მედია

  • Facebook Ads Manager – რეკლამის სიღრმისეული ანალიზი 
  • რეკლამის გაშვება, ოპტიმიზება
  • პიქსელის დაკავშირება
  • Ბიუჯეტირება
  • სოციალური მედიის გამოცდილების აწყობა ბიზნესისთვის

Workshop 4 – Paid Search (PPC), Google Ads – ის გამოყენებით

  • Paid Search-ის საფუძვლები
  • Paid Search კამპანიების გაზომვა
  • Search კამპანიის მენეჯმენტი
  • Paid Search კამპანიის შექმნა Google Ads-ით

Workshop 5 – იმეილ და სმს მარკეტინგი, კომუნიკაციების ავტომატიზაცია

  • იმეილ მარკეტინგის საფუძვლები
  • იმეილ კამპანიის ტესტირება და ოპტიმიზაცია
  • ეფექტური იმეილ კამპანიის შექმნა
  • იმეილის დიზაინი
  • თულები და სტრატეგია
  • SMS მარკეტინგი
  • ბიუჯეტირება
  • მარკეტინგის ავტომატიზაცია

Workshop 6 – ანალიტიკა Google Analytics-ის გამოყენებით

  •  ვებ და მობაილ ანალიტიკის საფუძვლები
  • Google Analytics 4 (GA4) როგორც ციფრული მონაცემების ანალიტიკური ხელსაწყო
  • პლატფორმის მიმოხილვა: ინტერფეისი, ფუნქციონალი, ძირითადი სექციები
  • მომხმარებელთა Acquisition-ზე დაკვირვება
  • Default & Manual კონფიგურაციები
  • UI/UX ანალიტიკა 

Workshop 7 – კონტენტ მარკეტინგი

  • კონტენტ მარკეტინგის კონცეპტები და სტრატეგია
  • კონტენტის გამოქვეყნება და დისტრიბუცია
  • კონტენტის შექმნა და კონტენტის მოძიება
  • კონტენტის შინაარსის ჩამოყალიბება
  • კონტენტ მარკეტინგის გეგმის შემუშავება 
  • კონტენტის კვლევის გამოყენება სამუშაო პროცესში
  • მეტრიკები და პერფორმანსი

Workshop 8 – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) 

  • SEO საფუძვლები
  • SEO პერფორმანსის გაზომვა
  • ორგანული ძიების პოზიციების ოპტიმიზირება
  • ქივორდები და SEO კონტენტ გეგმა
  • SEO-ს და ბიზნეს ობჯექთივების თანხვედრა

Workshop 9 – დისფლეი და ვიდეო რეკლამა, Google Display Network

  • დისფლეი და ვიდეო რეკლამის საფუძვლები
  • არხის შექმნა და მენეჯმენტი
  • დისფლეი და ვიდეო კამპანიების თარგეთირება
  • დისფლეი კამპანიის რეპორტინგი
  • Google Display Network და რეკლამის ვიდეო ფორმატები
  • დისფლეი და ვიდეო კამპანიების შექმნა
  • ეფექტურობის გაზომვა და ოპტიმიზაცია

Workshop 10 – ვებგვერდის ოპტიმიზაცია

  • ვებ დიზაინი და ვებგვერდის ოპტიმიზაცია
  • ბაზისური ვებგვერდის გამოქვეყნება
  • ვებგვერდის მეტრიკები და ანალიზზე მუშაობა
  • დიზაინის პრინციპები და ვებგვერდის ტექსტები 
  • მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი და ვებგვერდის ოპტიმიზაცია

Workshop 11 – ციფრული მარკეტინგის სტრატეგია

  • ციფრული სტარტეგიის საფუძვლები
  • ციფრული სტრატეგიის კვლევა
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა
  • პერფორმასის პროგნოზირება
  • სტრატეგიის ობჯექთივების და KPI-ის განსაზღვრა
  • კრეატიული სტრატეგიის შექმნა
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის კომუნიკაციაში გატანა

Workshop 12 – ფინალური გამოცდა

  • ფინალური გამოცდა