fbpx

გიორგი ჯანიკაშვილი

მარკეტერი

“ჩემი მიზანია, დეკადის დაგროვებული გამოცდილება გადავცე მათ ვინც თავგადასავალს ახლა იწყებს”. 

აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მასების ფსიქოლოგიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით.

ეს სფერო ირიბად სულ აინტერესებდა, თუმცა უშუალოდ პირველი შეხება მარკეტინგთან 2014 წელს, პირველი კურსის დამთავრებისთანავე ჰქონდა, როდესაც ელიტ-ელექტრონიქსში სოც. მედიის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

ამის შემდეგ, 2016 წელს შუერთდა ბადაგონს ციფრული მარკეტერის პოზიციაზე. შემდეგ კი 2018 წელს – საერთაშორისო ტურისტულ კომპანია “გამარჯობა საქართველო”-ს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 

წლიდან დღემდე არის Apple-ის და Google-ის კონტენტ კრეატორი და Netflix-ის ციფრული პროექტების მენეჯერი.

ამჟამად რამდენიმე კომპანიაშია დასაქმებული მარკეტინგის ჰედის პოზიციაზე. 

უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Apple, Google, Netflix, “იყურე წინ”, “I did it with Huawei”, “Teampixel”, “shotoniphone”, “გალაქსით”. 

ინდივიდუალური პროექტები: კონტენტის შექმნა სხვადასხვა ბიზნესებისთვის, Apple-ისთვის ციფრული ანალიტიკის გაკეთება საქართველოს ბაზარზე, Google-ის ბრენდამბასადორობა Teampixel-ის ფარგლებში და სხვა.