fbpx
ვებ პროგრამირების კურსი

ვინ დგას იმ ვებგვერდების უკან, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ – ცოტა რამ ვებ დეველოპერებზე

თარიღი: 22 February, 2024

რა არის ვებ დეველოპმენტი და რას აკეთებს ვებ დეველოპერი?

წარმოიდგინე, Google-ში შედიხარ, რათა სასურველი ინფორმაცია მოძებნო და არც ერთი ღილაკი არ მუშაობს. YouTube-ს ხსნი, რათა მუშაობის პროცესში შენი ფლეილისთი დაიმგზავრო, მაგრამ აქაც ვერაფერს ხსნი. მხოლოდ ვიზუალს ხედავ, რომელიც უძრავ, დასქრინულ გამოსახულებას ჰგავს. 

ზუსტად ასეთი იქნებოდა ნებისმიერი ვებგვერდი და აპლიკაცია, რომ არა ვებ დეველოპერი.

მარტივად რომ ვთქვათ, ვებ დეველოპმენტი არის ვებგვერდის შექმნა, ვებ დეველოპერები კი ადამიანები არიან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პროცესზე. 

თავდაპირველად დიზაინერთა ჯგუფი ვებ დეველოპერს აწვდის ვებგვერდის დიზაინს, ანუ ვიზუალს, რომელსაც მომხმარებელი დაინახავს, შემდეგ კი ვებ დეველოპერის მიზანია ეს დიზაინი აამუშაოს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დიზაინერმა ზემოთა კუთხეში ,,დახატა’’ ღილაკი, რომელსაც დაჭერისთანავე მთავარ მენიუში გადაყავხარ, ვებ დეველოპერმა ისეთი კოდი უნდა მიაწოდოს კომპიუტერს, რომ ვებგვერდმა შესაბამისი მოქმედება შეასრულოს. 

არსებობს სამი მთავარი ტიპის დეველოპერი: Front-end, Back-end, და Full-stack დეველოპერები:

Front-End დეველოპერები პასუხისმგებელნი არიან ვებგვერდის იმ მხარეზე, რომელსაც მომხმარებელი ხედავს.

Back-End დეველოპერები პასუხისმგებელნი არიან კოდებზე, რომელიც აკონტროლებს ვებგვერდის ფუნქციონირებას.

Full-stack დეველოპერები კი ნაწილობრივ ყველაფერზე არიან პასუხისმგებელნი.  

ვებ დეველოპმენტის კურსი

როგორ უნდა გავხდე ვებ დეველოპერი?

თუ აქამდე არასდროს გქონია შეხება ამ სფეროსთან და ყველაფრის ნულიდან დაწყება გინდა, შეგიძლია ვებ დეველოპმენტის 2 თვიანი კურსი გაიარო ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. კურსის განმავლობაშიც ისწავლი ვებგვერდის შექმნას და დეტალურად გაეცნობი HTML/CSS-ს. კურსის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლებ ვებგვერდის ვიზუალის აწყობას და მზად იქნები შენი პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროში.

სანამ კურსზე რეგისტრაციის გადაწყვეტილებას მიიღებ, შეგიძლია ჩვენს უფასო მასტერკლასს დაესწრო Online და ზუსტად გაიგო რა ნაბიჯები უნდა გადადგა ამ სფეროში კარიერი დასაწყებად.

მეტი ინფორმაცია ამ კურსის შესახებ

მასტერკლასის სარეგისტრაციო ფორმა