ვინ არის App მარკეტერი? – ნიკა ჟღერია
თარიღი: 29 November, 2023
წინა სტატიაში უკვე მოგიყევით იმის შესახებ, თუ რატომ გაქვს მობილურში ჩამოტვირთული კონკრეტული აპლიკაციები და რატომ არის ეს App მარკეტინგის დამსახურება. ახლა კი მოდი App მარკეტერობაზე, როგორც ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიაზეც, ვისაუბროთ.
ვინ არის App მარკეტერი და როგორ ახერხებს ის ჩვენ დარწმუნებას?
App მარკეტერები კომპანიებს ეხმარებიან აპლიკაციისთვის მომხმარებლების მოძიებაში. მათი სამუშაო პროცესი იწყება აპლიკაციის გამოსვლის მომენტიდან და გრძელდება იქამდე, სანამ ადამიანები ერთგულ მომხმარებლებად იქცევიან.
ამისათვის ისინი იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს. მათ შორის, აგროვებენ მომხმარებლის მონაცემებს, აკვირდებიან მათ ქცევას სოციალურ მედიაში (რომელ გვერდებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად, რა პროდუქტებს ყიდულობენ, ლოკაციურად სად იმყოფებიან) და ა.შ.
ამ გზით ისინი გეგმავენ მარკეტინგულ სტრატეგიას, უგზავნიან მომხმარებლებს მათზე მორგებულ შეტყობინებებს, მეილებს, შეთავაზებებს.
გარდა ამისა, App მარკეტერები აანალიზებენ აპლიკაციის დიზაინს და შეფუთვას, აკვირდებიან, როგორ რეაგირებს მომხმარებელი კონკრეტულ ფუნქციებზე, ხომ არ არის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება მათთვის, რამდენი ადამიანი იწერს აპლიკაციას, რამდენ დროს ატარებენ ისინი აპლიკაციაში და ა.შ.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისინი ერგებიან მომხმარებლის მოთხოვნებს, რათა გაამარტივონ არსებული აპლიკაცია.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ აპლიკაციების ეპოქაში, App მარკეტერების მიმართ მოთხოვნა გლობალურად მაღალია.
თუ App მარკეტერობას გადაწყვეტ, შეგიძლია იმუშაო, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დისტანციურად.
დამწყები App მარკეტერების ყოველწლიური ანაზღაურება საშუალოდ არის 40,000$ – 50, 000$, გამოცდილი App მარკეტერების ხელფასი კი 6 ციფრისგან შედგება.
განვიხილოთ ჩვენი მენტორის და საქართველოში წარმატებული App მარკეტერის, ნიკა ჟღერიას მაგალითი:
,,Ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო პროექტი, რომელზეც მიმუშავია 2022 წლის მეოთხე კვარტალში შვეიცარიაში იყო, სადაც ქვეყნის უდიდეს რითეილერთან ერთად მომიწია სააგენტოს მხრიდან მუშაობა მათ ბრენდირებულ თამაშზე, UA-ზე.
Მიგროსი შვეიცარიის უდიდეს მაღაზიათა ქსელს ფლობს და წლიურად 30 მილიარდზე მეტი აქვს შემოსავალი. Სამიზნე აუდიტორიის Ერთ-ერთი კვლევისას, ერთი ძალიან საინტერესო ქცევითი დეტალი აღმოაჩინეს:
- Მათი ძირითადი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი მობილურზე Merge Game-ებს თამაშობდა.
Ამ ყველაფრის შემდეგ კი გადაწყვიტეს საკუთარი ამავე ჟანრის თამაშის შექმნა, რითაც მათთვის მთავარ სეგმენტს დღის მანძილზე საშუალოდ 30 წუთის მანძილზე ბრენდირებულ კონტეტნს აჩვენებდნენ და სხვადასხვა შეთავაზებას უგზავნიდნენ.
Პროექტს ორი მთავარი KPI ჰქონდა, ინსტალაციის საფასური (CPI) და მესამე ლეველის მიღწევის საფასური (CPA – Reach 3rd Level). Იქიდან გამომდინარე, რომ ბენჩმარკები პირველ კვარტალში შეადგინეს, საკმაოდ დიდ პრობლემებს შევეჩეხეთ რეკლამების გაშვების პირველივე დღიდან, რადგან ინსტალაციის საფასური მიზანზე საშუალოდ 7-8-ჯერ მაღალი იყო. Ამას ისიც ართულებდა, რომ კლიენტთან კომუნიკაცია გერმანულად მიწევდა, რომელზეც სკოლის მერე აღარ ვსაუბრობდი.
Პირველი სატესტო კვირის გასვლის შემდეგ აქტიურად შევუდექით ოპტიმიზაციას და მიღებული ინფორმაციის დამუშავებას. Ვინაიდან საკმაოდ ცოტა დრო გვქონდა, გადავწყვიტეთ 3 დღიანი იტერაციული სპრინტების გაკეთება, რაცა კვარტლის ბოლომდე სასურველი შედეგების მისაღწევი ფორმულა მალე აღმოგვეჩინა. Გაგვიმართლა, რომ დიდი ბიუჯეტი გვქონდა და სატესტო ფაზებს მალე გავდიოდით. Შემდგომი 18 დღე, ყოველ 3 დღეში ერთხელ ახალი სტრატეგიით ვუშვებდით კამპანიებს, რის შედეგადაც საბოლოოდ რამდენიმე საინტერესო აღმოჩენა გავაკეთეთ:
- Ანდროიდის კამპანიის Target CPA სამიზნეზე დაახლოებით 5-ჯერ დიდ ნიშნულზე დავაყენეთ (რაც გუგლის ბესთ ფრაქთისების 20%-იან დევიაციას საგრძნობლად ცდებოდა) და ყოველ სამ დღეში მისი 20%-ით შემცირება დავიწყეთ. Ამით ალგორითმსს მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ, სანაცვლოდ კი ოპტიმიზაციისთვის მეტი მოქნილობა და თვის ბოლოს შემცირებული ფასი მივიღეთ.
- Მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი კულტურული ფაქტორი იყო, რომელსაც, როგორც ჩანს, შვეიცარიაში აქტიურად არ იყენებდნენ: შვეიცარიის სხვადასხვა კანტონში სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი გერმანულად საუბრობს. Სწორედ ამ ხალხზე აკეთებდნენ კონკურენტები რეკლამას, რითაც თითქმის სრულად აუთვისებელს ტოვებდნენ ისეთ კანტონებს სადაც ფრანგულად ან იტალიურად საუბრობდნენ. Სწორედ ამ რეგიონების არჩევის და იქ ლოკალიზებული იტალიური და ფრანგული რეკლამის ხარჯზე შევძელით კამპანიის სქეილინგი.
Შედეგად:
Მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ყველაზე ძვირ და აქტიურ კვარტალში CPI დაახლოებით 25%-ით შევამცირეთ და ამავდროულად მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, საშობაო სეზონზე, ჩვენი აპლიკაცია შვეიცარიის მასშტაბით მეორე ადგილზე იყო (მსოფლიო ჩემპიონატის აპპის წინაც კი).
Ამ ამბავმა იტერაციული მიდგომის მნიშვნელობაში კიდევ უფრო დამარწმუნა, ისევე როგორც იმაში, რომ მზა რეცეპტები ამ ბიზნესში არ არსებობს, რადგან გუგლის ექაუნთ მენეჯერისთვის რომ დაგვეჯერებინა ამ შედეგს ვერ დავდებდით.”
თუ გინდა გაიგო, როგორ დაიწყო კარიერა ამ სფეროში, დარეგისტრირდი App მარკეტინგის უფასო მასტერკლასზე.