fbpx
App მარკეტინგი

რა არის App მარკეტინგი ?

თარიღი: 22 November, 2023

გიფიქრია, Რატომ გაქვს მობილურში ჩამოტვირთული კონკრეტული აპლიკაცია? – ეს ყველაფერი App მარკეტინგის დამსახურებაა.

იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე მილიონობით აპლიკაცია არსებობს, აპლიკაციას ისევე სჭირდება მარკეტინგი, როგორც ნებისმიერ პროდუქტს ან მომსახურებას. იქნება ეს ტრადიციული, თუ ციფრული მარკეტინგი.

მარტივად რომ ვთქვათ, App მარკეტინგი გვეხმარება, რომ მივწვდეთ ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი აპლიკაციით დაინტერესდებიან და ვაქციოთ ისინი ერთგულ მომხმარებლებად.

ამისათვის App მარკეტერები 4 ძირითად ეტაპს გადიან: 

  • Acquisition – პირველი ეტაპია, როდესაც შენი აქტივობის შედეგად მომხმარებელმა უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაცია მობილურში. 
  • Activation – მეორე ეტაპია, როდესაც მომხმარებელმა უნდა  განახორციელოს რაიმე ქმედება აპლიკაციაში. მაგალითად, მეილის დამატება ან პროდუქტის შეძენა.
  • Engagement – მესამე ეტაპი, როდესაც ბრენდი თამამად იწყებს მომხმარებელთან კომუნიკაციას და ცდილობს მოიპოვოს მისი ნდობა.
  • Loyalty – ბოლო ეტაპი, როდესაც ადამიანები აპლიკაციის ერთგული მომხმარებლები ხდებიან. 

თუ შენს მობილურში უკვე არსებობს აპლიკაციები, რომლებზეც უარს ვერასდროს იტყვი, ეს ნიშნავს რომ App მარკეტერებმა კარგად იმუშავეს. 

ასეთი შეიძლება იყოს: საჭმლის გამოძახების აპლიკაცია (Glovo, Wolt, Uber Eats), მუსიკის ამოცნობის აპლიკაცია (Shazam), აპლიკაციები ინსპირაციისთვის (Pinterest), ტაქსის გამოძახების აპლიკაცია (Bolt, Uber) და სხვა.

App მარკეტერები აკვირდებიან სამიზნე აუდიტორიის ქცევას, მათ ჩვევებს, პრობლემებს და ამის შესაბამისად ქმნიან საკომუნიკაციო სტრატეგიას სოციალურ მედიაში, YouTube Ad-ებში, Email კამპანიებში, App store-ებში და Google Play-ში. გარდა ამისა, აანალიზებენ აპლიკაციის დიზაინსა და შეფუთვას, რათა მოარგონ ის მომხმარებლის საჭიროებებს.

ვის შეუძლია ისწავლოს App მარკეტინგი? 

თუ ციფრული მარკეტინგი იცი და გსურს ცოდნის გაღრმავება, თანაც, აპლიკაციების მიმართულებით, შეგიძლია ყოველგვარი ბარიერის გარეშე დაიწყო ამ პროფესიის დაუფლება. 

მნიშვნელობა არ აქვს ტრადიციული მარკეტერი ხარ, ციფრული მარკეტერი თუ სააგენტოში მომუშავე ადამიანი.