fbpx

2019 წლის ტოპ 9 ტრენდული ფონტი

თარიღი: 24 June, 2019

გრაფიკული დიზაინერი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს უახლეს ტენდენციებს ტიპოგრაფიაში, რადგან სწორად შერჩეული ფონტი დიდ გავლენას ახდენს ბრენდის იდენტობაზე. ტიპოგრაფიის დახმარებით თქვენ ესაუბრებით აუდიტორიას, რომელშიც თქვენთვის საჭირო ემოცია უნდა გამოიწვიოთ.

Variable Fonts

2019 წელს ყურადღება უნდა გაამახვილოთ ფონტებზე, რომლებსაც განსხვავებული ვერსიები აქვთ. ეს ნიშნავს რომ თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი შრიფტის მილიონობით სტილი : თხელი, მომრგვალებული ფორმებით, შავი, კონტურირებული და სხვა. ასეთი ფონტია Extenda, რომელიც სტუქტურულად მჭიდრო ადგილს იკავებს და ამავე დროს სივრცის მაქსიმალურად ათვისების უნარი აქვს.  თვალისთვის ყოველთვის მარტივად აღქმადია. ფონტს მხარდაჭერა აქვს 200 ენაზე, მათ შორის ბერძნულადაც.

High-Contrast Fonts

გრაფიკულ დიზაინში 2019 წლის ტენდენციად ითვლება მაღალი კონტრასტის შრიფტები, ისინი მარტივად იქცევენ ვიზუალურ ყურადღებას. ასეთი ფონტია Lust display, რომლის კონტურს მკვეთრად სქელი და თხელი ხაზები აქვს. კონტრასტულ შრიფტებს ასევე მიეკუთვნება Canva, რომელიც Grapbox-ს ეკუთვნის, გამოიყენება ვებ გვერდისა და ნებისმიერი სახის კომერციული პროექტებისთვის.

Bold Fonts

გრძელვადიანი შთაბეჭდილების შესაქმნელად უბჯობესია დიდი კონტურის მქონე შრიფტების გამოყენება (Bold fonts). მათი ეფექტურობის მიზეზი მარტივია, ისინი ხელს უწყობენ ძლიერი კონტრასტის შექმნას ფონის ხარჯზე. თვალისთვის კი მკვეთრად აღსაქმელია ასეთი ფონტები. მაგალითად, Mosk და Wonderlust გამოიყენება სათაურების და ქვესათაურებისთვის, მათი მომრგვალებული კიდეების გამო, ადვილად შეიძლება მათი კომბინირება ნებისმიერ სხვა ფონტთან. გამოიყენება როგორც პრინტ დიზაინში, ასევე სოციალურ მედიაში. Peace sans აქვს მარტივი და მიმზიდველი დიზაინი, Aleo -ს  კი მომრგალებული დეტალები და გლუვი სტრუქტურა.

Outline Fonts

ფონტები, რომელსაც ხაზოვანი ფორმა აქვს კომერციულ დიზაინში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასეთი ფონტია Elephant, რომელიც ფოტოსურათებს იდეალურად ერწყმის თავისი ელეგანტური და მარტივი ფორმების გამო.

Nostalgic Retro Fonts

არსებობს ასეთი გამონათქვამი : ,,ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია”. ეს ტენდენცია მოდისა და ინტერიერის სფეროს გარდა ტიპოგრაფიაშიც არსებობს. დღეს აქტუალურად გამოიყენება რეტრო სტილის ფონტები. დიზაინერების მხრიდან დიდია ინსპირაციის წყარო ძველი გაზეთებიდან ამოღებული წარწერების მიმართ. ასეთი ფონტია Monkstead , რომელსაც ლოგო და ეტიკეტის დიზიანში ხშირად იყენებენ.

Minimalist Sans-serif Fonts

Minimalist Sans-serif ფონტებს აქვთ გეომეტრიული სტილი და მომრგვალებული დეტალები, შეგიძლიათ მისი კომბინაცია სხვა ფორმებთან და თანამედროვე ტიპოგრაფიული გადაწყვეტილებების მიღება მარტივი, სადა, მინიმალისტური დიზაინის დახმარებით. ასეთი ფონტებია lato და Quicksand, რომელიც ერთდროულად მეგობრულ და სერიოზულს იერს ანიჭებს ვიზუალს, ასევე ელეგანტური თხელი ტექსტურის გამო შეგიძლიათ ნებისმიერ ტექსტს მოუხდინოთ. Euclid შვეიცარიულ დიზაინ სტუდიოს ეკუთვნის, ის მინიმალისტური, სადა ფონტია, რომელიც მომრგვალებულ ფორმებს აერთიანებს.

Font Layering

როგორც წესი, ტიპოგრაფია განცალკევებულია დიზაინის სხვა ელემენტებისგან. თუმცა დღეს დიზაინერები  ტიპოგრაფიას ვიზუალში პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ასეთი უჩვეულო კომბინაციები ნამდვილად იქცევენ ყურადღებას, თუმცა გახსოვდეთ, რომ გარკვეული სივრცე დატოვოთ იმისთვის, რომ ტექსტი კარგად იკითხებოდეს. ასეთი ფონტია Bebas Neue, რომელიც სავიზიტო ბარათების დიზაინში პოპულარობით სარგებლობს. ეს ფონტი პოპულარიზაციით Helveticas-აც გავს, რადგან მას ძალიან ხშირად იყენებენ დიზაინის სხვადასხვა მიმართულებაში.

Hand-Written Fonts

ხელნაწერი სტილის ფონტები არასდროს კარგავს აქტუალობას, მათ შეგიძლია მისცე ნებისმიერი ზომა და ფორმა. ასეთი ფონტია Puzzle,  რომელიც გამოიყენება ბიზნეს და სავიზიტო ბარათების დიზაინში. მას აქვს სპეციფიკური და განსხვავებული ტექსტურა.

Custom Fonts

ბრენდი ყოველთვის ცდილობს, რომ გამორჩეული იყოს ინდივიდიალური დიზაინით, ამიტომ ხშირად კრეატიული სახის ტიპოგრაფიასაც იყენებენ. Bobby Jones არის ფონტი,რომელიც ბრენდს დასამახსოვრებელს გახდის თავისი ლამაზი სტრუქტურის გამო. ის კარგად ჩანს თეთრსა და შავ ფონზე.
Tradesmith კი დახრილი კუთხეების იდეალური ბალანსით განსაკუთრებულს ხდის როგორც პირად, ასევე კომერციული მიზნით გამოყენებულ ტიპოგრაფიულ ნამუშევრებს.

იმედია, ზემოთ განხილული ფონტის გზამკვლევი ინფორმაციული იყო თქვენთვის, იმაში კი, რომ სწორი ფონტი შეარჩიოთ თქვენი პროექტისა თუ პროდუქტისთვის, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გრაფიკული დიზაინის ინტენსიური კურსი დაგეხმარებათ: https://digitaledu.ge/grafikuli-dizainis-intensiuri-kursi/