სოციალური მედია B2B ბიზნესისთვის

თარიღი: 1 July, 2019

სოციალური მედია ყოველთვის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილებოდა B2B კომპანიებისთვის.
თუმცა ბევრი B2B კომპანია თვლის, რომ სოციალურ მედიაში დაგეგმილი კამპანიები არ არის მათი გაყიდვებისთვის ეფექტური, პრობლემას აწყდებიან ფინანსური რესურსის არქონის კუთხითაც.
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Ombono-ს კვლევით, B2B მარკეტერებს სოციალური მედიის დახმარებით რეალური შედეგების მიღწევა შეუძლიათ, რაც პროდუქტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ძლიერი ბრენდის შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა B2B კომპანიებში მომუშავე ესქპერტებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, 79 %-მა სოციალური მედია დაასახელა ყველაზე ეფქტურ მარკეტინგულ არხად.

ფაქტია, რომ სოციალური მედია მარკეტინგი საუკეთესო მარკეტინგული ტექნიკაა, თუმცა მნიშვნელოვანია პროცესის ეფექტურად ორგანიზება, სტრატეგიული მიდგომები, რომ კამპანიის შედეგად მაღალი ინვესტიციები მივიღოთ. განვიხილოთ სამი ეტაპი წარმატებული B2B სოციალური მედიის მარკეტინგისთვის.

პირველი ეტაპი

პირველი ეტაპისთვის მნიშვნელოვანია მარკეტინგული მიზნების განსაზღვრა, რადგან საინვესტიციო მოგებას ხელი თქვენს მიერ დაგეგმილმა კამპანიამ უნდა შეუწყოს. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც კომპანია იღებს გარკვევით უნდა ჩანდეს კამპანიაში.
B2B მარკეტინგული კამპანიისთვის მნიშვნელოვანია მიზნობრივი ლიდების გენერირება. კვლევებმა აჩვენა, რომ ნებისმიერი ბიზნესი (B2B ან B2C), რომელიც იყენებს სოციალური მედიის ლიდების გენერირებისათვის 24 % -ით მეტი შემოსავალი აქვს. თუმცა სანამ სოციალური მედიის რომელიმე არხს აირჩევთ ლიდების გენერირებისთვის, გაითვალისწინეთ თქვენი ბიზნესის შესაბამისი აუდიტორია სად არის ონლაინ აქტიური, რომ მესიჯი მიზნობრივ აუდიტორას მიეწოდოს.

მეორე ეტაპი

მეორე ეტაპი უშაულოდ ბრენდის შექმნის პროცესს უკავშირებდა, სოციალური მედიის ოპტიმიზაციამ დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს ბრენდის განვითარებაზე. მხოლოდ LinkedIn არ არის საკმარისი ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად, ყველა ონლაინ პლატფორმაზე ბიზნესი აქტიურად უნდა იცავდეს საკუთარ რეპუტაციას, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება მკვეთრად შემაციროს ბრენდის ღირებულება მომხარებლის თვალში. ბრენდის პროირიტეტები კარგად უნდა იყოს განსაზღვრული. უნდა იცნობდეთ კონკურენტის ონლაინ მიდგომებს და გქონდეთ ქონთენთ სტრატეგია, თუ რა სახის ინფორმაციას განათავსებთ LinkedIn-ზე და YouTube არხზე. შექმენით ბრენდის ონლაინ პერსონა, რომელიც სოციალურ მედიაში საუბრობს თქვენი გვერდის სახელით, ეს გაგიადვილებთ მომხმარებელთან კომუნიკაციას, შექმენით ბრენდის ხმა, რომელიც თქვენს ღირებულებებს წარმოაჩენს.
აუცილებლად წინასწარ განსაზღვრეთ კრიზისის მართვის გეგმა, ბუნებრივია ნახავთ უკმაყოფილო მომხარებლის მოსაზრებებს თქვენს მომსახურებასთან ან პროდუქტთან დაკავშირებით, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ბრენდის რეპუტაცია.

მესამე ეტაპი

მესამე ეტაპი გულისხმობს სწორი სოციალური მედიის პლატფორმის შერჩევას.
ონლაინ მედია არხების როლი დიდია კლიენტთან მომსახურების გაუმჯობესების პროცესებში. თუ B2B ბიზნესი გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ LinkedIn პროფაილზე უნდა მოახდინოთ რესუსრის კონცერნტრაცია, უნდა იცოდეთ თქვენი მომხმარებელი რომელ ონლაინ პლატფორმას მოიხმარს და თვალყური ადევნოთ თუ რას საუბრობენ თქვენს კომპანიაზე. სწორი ნაბიჯების გადადგმით შეიძლება ბევრი პრობლემა გადაწყდეს.
Flertalk არის ასეთი პლატფორმა, სადაც ფრენების შესახებ მომხმარებლები წერენ შეფასებებს. მაგალითად, თუ გაქვთ სამოგზაურო-ტურისტული ბიზნესი აუცილებლად უნდა ეცნობოდეთ რევიუებს, რასაც მომხარებელი სერვისთან დაკავშირებით აკეთებს. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ მომსახურების გაუმჯობესებაში, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ინდუსტრიაში მოღვაწეობთ, თქვენ უნდა შეისწავლოთ მომხმარებლის კრიტიკული შეფასებები, რათა არსებული პრობლემები მოაგვაროთ.
კამპანიის დაგეგმის დროს აუცილებლად უნდა გახსოვდეთ რომ მოახდინოთ სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცრება. ყველა ვერ იქნება თქვენი შეთავაზებული მომსახურებით დაინტერესებული. აუდიტორიის სწორად შერჩევა კი შეგიქმნით რეალურ ავტორიტეტს თქვენს ნიშაში.
იმ შეკითხვის დასმის ნაცვლად, თუ რომელი სოციალური მედიის პლატფორმა არის ყველაზე ეფეტური. თქვენმა B2B კომპანიამ უნდა განსაზღვროს პასუხი შეკითხვაზე, თუ რომელი სოციალური მედიის არხი იქნება ეფექტური ინდივიდუალურად თქვენი მარკეტინგულ მიზნებისთვის, ამაში კი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის  ციფრული მარკეტინგის კურსი  დაგეხმარებათ.