შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 14 July, 2020
-ჩემ შესახებ…
მე ვარ რუსკა რობიტაშვილი, მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი. ამჟამად საქართველოს პირველ არხზე ვქმნი ტელევიზიის გრაფიკულ სტილს. დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მულტიმედია-დიზაინის ფაკულუტეტი, შემდეგ კი მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა. ვმუშაობდი გამომცემლობასა და სარეკლამო კომპანიაში, ამის პარალელურად ლაშქრობით, ხატვით და ფოტოების გადაღებით ვარ დაკავებული, რაც ჩემი, როგორც მხატვარ-დიზაინერის ინსპირაციის წყაროა.
-რატომ მოუშენ დიზაინი…
დღევანდელ ყოფით ცხოვრებაში Motion design-ი აქტიურად არის შემოჭრილი. მოუშენ დიზაინს ვხედავთ ყველგან: ფილმის ტიტრებში, სოციალურ მედიაში, ტელევიზიასა და კლიპებში. შესაბამისად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ამ სფეროს უფრო ღრმად შესწავლის ინტერესი გამიჩნდა.
-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი…
კურსისადმი ინტერესი ტელევიზიაში მუშაობის პრაქტიკამ გამიჩინა. ვხედავდი ჩემს გრაფიკულ ნამუშევრებს, ილუსტრაციებს და გადაცემის ლოგოებს. ვაკვირდებოდი გრაფიკოსები, როგორ აცოცხლებდნენ გამოსახულებას After Effects-ის პროგრამაში, მინდოდა illustrator-ში შექმნილი სტატიკური ნამუშევრები თავად მომეყვანა მოძრაობაში, რაც მეტად ეფექტურს გახდიდა ვიზუალს. ვფიქრობ, ადამიანებიც უფრო მარტივად და პოზიტიურად აღიქვავენ დინამიურ და მოძრავ გამოსახულებას.
-შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსზე..
გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა მუშაობა, ვიდრე ამას ველოდი, ციფრული ინდუსტრიის აკადემია მაქსიმალურად ერგება სტუდენტის მოთხოვნებს. აქ თავისუფლად გამოხატავ და აფიქსირებ იდეებს, მსჯელობ დიზაინზე და ტექნიკურ საკითხებზე. კარგი ჯგუფის და საუკეთესო სპიკერის დახმარებით Motion design-ის კურსმა შემასწავლა თანამედროვე ტენდეციები და მომცა ცოდნა ინსპირაციის გასაღრმავებლად.
-მე კურსამდე და კურსის შემდეგ…
თანამედროვე პლატფორმების მიმართ მეტი ინტერესი გამიჩნდა, კურსის გავლის შემდეგ დავიწყე მუშაობა და ფიქრი 2D Motion-ის კუთხით. შემიძლია გრაფიკული ნამუშევრები მოძრაობაში მოვიყვანო და ანიმაციის პრინციპების შესწავლით უფრო ცოცხალი და დინამიური გავხადო.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე…
ვიტყოდი, რომ ეს სივრცული წარმოსახვის უნარია, მივხვდი, რომ თუ პროდუქტის შექმნას დიდ დროს დაუთმობ, დროის ხანგრძლივობას სწორედ შეარჩევ, ვიზუალურ გადასვლებს მიაქცევ ყურადღებას, მოძრაობას უფრო ბუნებრივს და ეფექტურს გახდი. ხშირად ეს პროგრამა გეხმარება რთული იდეების მარტივად გადმოცემაში, რაც ვიზუალს უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია…
ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების შესასწავლად საუკეთესო სივრცე. სტუდენტს ხვდება ძალიან მაეგობრული გარემო, სადაც სწავლა და მუშაობა უფრო საინტერესო და სასიამოვნოა, შესაძლებლობა გეძლევა გაერკვიო ციფრულ ტექნოლოგიებში. კურსის გავლის შემდეგ შეგიძლია პროფესიული განვითარება და დასაქმება სხვადასხვა ორგანიზაციებში.
-ლექტორი…
ოთო ხოხიაშვილი არის ენთუზიაზმით სავსე, საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, მეგობრული და დაუზარებელი ადამიანი, რომელიც ცდილობს მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოს, დაგეხმაროს ახალი უნარების განვითარებაში და რაც მთავარია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეგაყვაროს ეს საქმე.
-ჩემი რჩევა დამწყებ დიზაინერებს…
Motion design-ის კურსის გავლას ვურჩევ ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ ციფრული ტექნოლოგიები, ანიმაციის პრინციპები. აქ შეისწავლიან იმ ძირითად ელემენტებს, რაც საჭიროა გამართული ანიმაციის შესაქმნელად, ეს კი მათ თავისუფალ აზროვნებაში და ტექნიკის დახვეწაში დაგეხმარებათ.
-ჩემი ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო…
ინსპირაცია თუშეთის მთები და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა არის, აქ თუშეთის არტ რეზიდენციისთვის ჩემი შექმნილი ლოგოს მოუშენი გავაკეთე, რომელიც ჩემთვის საუკეთესო ემოციებთან ასოცირდება.