Motion Design-ის კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Adobe After Effects-ს რისი დახმარებითაც შეძლებენ შექმნან 2D ანიმაციური ვიდეორგოლები.
სწავლის პროცესში გაეცნობით Adobe After Effects-ის პარამეტრებს, ანიმაციების პრინციპებს და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობით იმ ძირითად ელემენტებს, რაც საჭიროა გამართული ანიმაციის შესაქმენლად.
მოუშენ დიზაინის კურსში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა Adobe After Effects-ში ისწავლონ Motion Design-ის თანამედროვე ტენდეციები და პლატფორმები ინსპირაციის გასაღრმავებლად.
მოუშენ დიზაინის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ
Adobe After Effects-ში შექმნან პროფესიონალური ვიდეო ანიმაციები, რაც დაეხმარება მათ დაიწყონ ფრილანსური კარიერა ან დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში თუ კომპანიებში Motion Designer-ის პოზიციაზე.
ნიკოლოზ ჯალაღონია
2012 წლიდან მუშაობს, როგორც მოძრავ, ასევე სტატიკურ გამოსახულებაზე.
2014 წელს დაიწყო მუშაობა ვიდეო მონტაჟზე. 2016 წლიდან სრულად გადაერთო ვიდეო ეფექტების, ანიმაციისა და მოძრავი გრაფიკის მიმართულებით.
2019 წლიდან აქტიურად ასწავლის მოუშენ დიზაინს სხვადასხვა სასწავლო პლატფორმებში. ამჟამად მუშაობს, ფრილანსერად და საკუთარ პროექტებზე ანიმაციის კუთხით.
თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, 2015 წელს მონაწილეობას იღებდა დოკუმენტური ფილმების გადაღებაში. 2016 წელს იყო გადაღების რეჟისორი ჯგუფი – ,,სინათლის წელიწადისა“ და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტის.
საბა ხურციძე
2015 წლიდან არის გრაფიკული და მოუშენ დიზაინერი. 2018 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანია Space-ში, მოუშენ დიზაინერად. უმუშავია ისეთი კომპანიებისთვის როგორიცაა: Leavingstone, Appidea, Space და ფრილასნ პროექტები: მეტრომარტი, „გალერია თბილისი“ , თიბისი , „სიქლნეტი“ , სარეკლამო სააგენტო BetterFly DDB, ბრიტანული სარეკლამო სააგნეტო „Bottle“ და upwork-ის პროექტები.