fbpx
ლოგო დიზაინი

როგორ შევქმნათ გამორჩეული ლოგო?

თარიღი: 21 April, 2020

მომხმარებელს კომპანიაზე წარმოდგენა, პირველ რიგში, ლოგოს მიხედვით ექმნება. ლოგო ბრენდის იდენტობის განმსაზღვრელია, ამიტომ მის დიზაინს უდიდესი მნიშნელობა აქვს. ყველას სურს გამორჩეული დიზაინის შექმნა თუმცა ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის.

გთავაზობთ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც თქვენ შეძლებთ გამორჩეული ლოგოს შექმნას:

განსაზღვრეთ თქვენი ბრენდის იდენტობა

სანამ დაიწყებდეთ ლოგო დიზაინის შექმნას დარწმუნდით, რომ თქვენ ბრენდს კარგად იცნობთ. ლოგო ბრენდის ხასიათს, შინაარს მიზანს უნდა გამოხატავდეს ამიტომ მნიშნელოვანია ბრენდის სიღრმისეულად გაცნობა. განსაზღვრეთ რა არის თქვენი ბიზნესი? რას ემსახურება იგი? რას ისახავს მიზნად? რა აქცევს თქვენს ბრენდს განსაკუთრებულად? თუ თქვენ ამ კითხვებზე პასუხებს მიიღებთ, ლოგო დიზაინის ელემენტებს ბრენდის შესახებ ინფორმაციით შექმნით.

სწორად გამოიყენეთ ფერები

დიზაინის შექმნისას თქვენ ყველა ელემენტს ყურადღება უნდა მიაქციოთ, მათ შორის ფერებს. კაშკაშა და მუქი ფერები მაშინვე იპყრობს მაყურებლის ყურადღებას, თუმცა არადაბალანსებული ტონის გამოყენებამ შესაძლოა გააღიზიანოს თვალი. თითოეულ ფერს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, ჩვენი თვალი სხვადასხვანაირად აღიქვამს : შავს, წითელს, თეთრს და ა.შ.

გამოიყენეთ ფერების ფსიქოლოგია და ისე შეარჩიეთ პალიტრა:

  • წითელი-ენერგია, საფრთხე
  • ყვითელი-პოზიტივი, სითბო, ოპტიმიზმი
  • მწვანე-სიჯანსაღე, სიშვიდე
  • ლურჯი-ნდობა, პროფესიოანლიზმი
  • შავი-ძალა, ელეგანტურობა
  • თეთრი-სიმარტივე, სისუფთავე
  • ვარდისფერი-გართობა, მხიარულება და ა.შ.

 

შექმენით მარტივი დიზაინი

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ლოგო გამორჩეულთან ერთად იყოს მარტივად აღსაქმელი. თითქმის ყველა პოპულარული ლოგო სიმარტივით გამოირჩევა. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თქვენი ბრენდი მარტივად დასამახსოვრებელი გახდეს მომხმარებლისთვის. საიტის შექმნისას სწორედ ამიტომ,ენიჭება უპირატესობა მინიმალისტურ დიზაინს.

მარტივი ლოგოს საუკეთესო მაგალითია Amazon-ი, რომელიც საკუთარი სახელის გამოყენებით კრეატიულ დიზაინს გვთავაზობს, აქ მხოლოდ ერთი ისარი გიჩვენებთ, რომ კომპანია თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს A-დან Z-ს ჩათვლით (ანბანის ყველა ასო).

მოაწყეთ ბრეინშტორმინგი

ინსპირაციისთვის საუკეთესო საშუალება მსჯელობაა, იმსჯელეთ თანამშრომლებთან ერთად, გაცვალეთ აზრები. საუკეთესო იდეების გაერთიანება საინტერესო დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ.

ბრეინშტორმინგისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

1.იხელმძღვანელეთ ბრეინშტორმინგის წესებით: ჩამოწერეთ ყველა იდეა ერთად. ყველაზე ცუდი იდეაც კი შესაძლოა ახალი იდეის ინსპირაციის წყარო გახდეს.

2.იფიქრეთ, როგორც მომხმარებელმა: ჩამოწერეთ სიტყვები, რომლებიც გინდათ, რომ თქვენს ბრენდთან ასოცირებული იყოს. იფიქრეთ, როგორც მომხმარებელმა და არა როგორც კომპანიის მმართველმა ან თანამშრომელმა. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იდეები სწორად შეარჩიოთ.

3.მსჯელობაში ყველა უნდა იღებდეს მონაწილეობას: მხოლოდ ერთი ადამიანის მონაწილეობა საკმარიის არ არის. იდეების მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იდეები სწორად შეარჩიოთ.

გაითვალისწინეთ ყველა ეს რჩევა და ისე დაიწყეთ ლოგოს დიზაინზე მუშაობა.

თუ დაინტერესებული ხართ ლოგო დიზაინით, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობთ ბრენდ დიზაინის ინტენსიურ კურსს:

ბრენდ დიზაინის კურსი