Academy logo
Academy logo
როგორ იქცა ჰობი პროფესიად?  - თორნიკე მღებრიშვილის კარიერული გზა.

როგორ იქცა ჰობი პროფესიად?  - თორნიკე მღებრიშვილის კარიერული გზა.

06 ნოე. 2026

ზოგჯერ პროფესიული მიმართულების საპოვნელად ერთი დავალებაც საკმარისია. შეიძლება რაღაცის კეთება უბრალოდ ინტერესის გამო დაიწყო, შემდეგ კი აღმოაჩინო, რომ სწორედ ამ საქმეს გინდა დაუკავშირო შენი მომავალი.


ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებულის, თორნიკე მღებრიშვილის ისტორიაც ასე განვითარდა. დღეს ის 3D დიზაინერია და მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ბოლო პერიოდში კი პროცესში ხელოვნურ ინტელექტსაც აქტიურად იყენებს.

თუმცა ყველაფერი გაცილებით ადრე, YouTube-ზე ნანახი ვიდეოებითა და დამოუკიდებელი ექსპერიმენტებით დაიწყო.


YouTube-იდან ციფრული ინდუსტრიის აკადემიამდე

თორნიკე, დიზაინით დაინტერესების საწყის ეტაპზე, YouTube-ზე სხვადასხვა თემატურ ვიდეოს უყურებდა, დამოუკიდებლად სწავლობდა პროგრამებს და ცდილობდა საკუთარი ნამუშევრების შექმნას.


მალევე შეამჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მოსწონდა, განსაკუთრებით ის მომენტი, როცა საკუთარ იდეას დასრულებული ნამუშევრის სახით ხედავდა.

2019 წელს გადაწყვიტა, ეს ინტერესი ახალ ეტაპზე გადაეყვანა და ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსზე დარეგისტრირდა.

აკადემიაში Photoshop-ისა და Illustrator-ის შესწავლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამებთან გარკვეული შეხება უკვე ჰქონდა, დამოუკიდებლად მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველთვის მარტივი არ იყო.


„სხვადასხვა ვიდეოდან ვსწავლობდი და ბევრი ცდა მჭირდებოდა სასურველ შედეგამდე მისასვლელად. კურსის განმავლობაში ჩემი ცოდნა უფრო ერთიან სურათად ჩამოყალიბდა. უკვე უკეთ ვხვდებოდი, საიდან დამეწყო მუშაობა, რა ნაბიჯები გადამედგა და როგორ მიმეღწია სასურველი შედეგისთვის.“

თუმცა კურსმა მხოლოდ ცოდნის სისტემატიზაციაში არ დაეხმარა. სწორედ აქ აღმოაჩინა მიმართულება, რომელმაც მისი პროფესიული ინტერესები შეცვალა.



პირველი ანიმაცია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

გრაფიკული დიზაინის კურსიდან თორნიკეს განსაკუთრებით ერთი დავალება დაამახსოვრდა, როცა Photoshop-ში პირველი ანიმაციის შექმნა.

მანამდე ძირითადად სტატიკურ გამოსახულებებზე მუშაობდა, თუმცა სულ უფრო მეტად აინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა მის მიერ შექმნილი ობიექტები ამოძრავებულიყო.

„მანამდე ძირითადად სტატიკურ გამოსახულებებზე ვმუშაობდი, თუმცა სულ უფრო მეტად მინდოდა, ჩემს შექმნილ ობიექტებს მოძრაობაც შესძლებოდათ.“

პირველი ანიმაციის შექმნის გამოცდილებამ, ინტერესმა და ლექტორისგან მიღებულმა უკუკავშირმა საბოლოოდ გადააწყვეტინა, რომ გრაფიკული დიზაინის კურსის გავლის შემდეგ სწავლა 3D დიზაინის მიმართულებით გაეგრძელებინა.


„ვნახე, რომ აქ შემეძლო ისეთი რაღაცების შექმნა, რაც რეალურ სამყაროში ფიზიკური შეზღუდვების გამო შეუძლებელი იქნებოდა. შემეძლო ჩემი ფანტაზიისთვის ფორმა მიმეცა და თითქმის ყველაფერი გამეკეთებინა, რასაც წარმოვიდგენდი.“

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა შესაძლებლობა, თავად შეექმნა ისეთი ვიზუალური ეფექტები და სცენები, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ფილმებში ხედავდა.


პირველი პროფესიული ნაბიჯები

2019 წელს კურსების დასრულების შემდეგ თორნიკემ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება გააგრძელა და 2020 წელს Palitra Media-ში Motion Designer-ის პოზიციაზე გაიარა სტაჟირება. ეს მისთვის მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპი იყო, რადგან საკუთარი ინტერესისთვის შექმნილი ნამუშევრებიდან რეალური პროექტების შექმნაზე დაიწყო მუშაობა.


„განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის ნახვა, რომ პროექტი, რომელზეც ვიმუშავე, საბოლოოდ ტელევიზიაში, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა და მაყურებლამდე მივიდა.“

მომდევნო წლებში სხვადასხვა კომპანიასა და პროექტზე მუშაობის გამოცდილება მიიღო. დღეს მისი საქმიანობა 3D დიზაინს, ანიმაციას, ვიზუალურ ეფექტებსა და ციფრული კონტენტის
შექმნას აერთიანებს. 


„საწყის ეტაპზე, არ აქვს მნიშვნელობა, კარგად გამოგივა თუ ცუდად - მთავარია, აკეთო“

რა რჩევას მისცემდა თორნიკე ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს დიზაინის შესწავლას?

მისი პასუხი ასეთია - ,,სცადეთ მიიღოთ ყოველდღიური პრაქტიკა. არ აქვს მნიშვნელობა, დიდი პროექტი იქნება თუ პატარა ნამუშევარი, კარგად გამოგივა თუ ცუდად - მთავარია, მუდმივად
ივარჯიშო.“


თორნიკეს თქმით, დამწყებებს ხშირად სურთ, პირველი ნამუშევრებიდანვე ზუსტად იმ შედეგს მიაღწიონ, რომელიც წარმოუდგენიათ. თუმცა რეალური სასწავლო პროცესი ყოველთვის ასეთი არ არის. ზოგჯერ იდეა გაცილებით რთულია და არსებული ცოდნით მისი განხორციელება ჭირს. რაღაც არ გამოდის, რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და სასურველ შედეგამდე მისასვლელად ახალი გზების ძიება ხდება საჭირო. თორნიკეს გამოცდილებით, სწორედ ასეთი მცდელობები შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე სასარგებლო.

ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უსვამს ხაზს: შემოქმედებით ინდუსტრიაში კონკურენცია დიდია, ამიტომ ახალი შესაძლებლობის გამოჩენამდე საკუთარი უნარების განვითარება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


კარგი პროექტი ან პროფესიული შეთავაზება შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს. თუ მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებ სწავლასა და ვარჯიშს, შესაძლოა მომზადება ვეღარ მოასწრო.

ამიტომ გვირჩევს, მუდმივად გამოვცადოთ ახალი ტექნიკები, შევქმნათ ნამუშევრები, დავაგროვოთ გამოცდილება და საკუთარ შესაძლებლობებზე ყოველდღიურად ვიმუშაოთ.

თორნიკეს ისტორია გვახსენებს, რომ პროფესიული გზის დასაწყისში აუცილებელი არ არის ზუსტად იცოდე საბოლოოდ სად აღმოჩნდები. ზოგჯერ საკმარისია დაიწყო, სცადო და საკუთარ ინტერესს განვითარების შესაძლებლობა მისცე.


თუ შენც გინდა, საკუთარი იდეები რეალურ ნამუშევრებად აქციო, გადადგი პირველი ნაბიჯი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.


შეისწავლე გრაფიკული დიზაინი ან 3D დიზაინი, განივითარე პრაქტიკული უნარები და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები შემოქმედებით ინდუსტრიაში.