გრაფიკული დიზაინის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ვიზუალური კომუნიკაციის საფუძვლების ათვისება და დიზაინის მიმართულებების შესწავლა. სწავლისას შეისწავლით კომპოზიციას, ტიპოგრაფიკას, ფერთა თეორიას, Photoshop-სა და Illustrator-ში მუშაობას, რეტუშირებასა და საბეჭდი ფაილების მომზადებას.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ ვექტორული და რასტრული ვიზუალების შექმნას, ლოგოსა და ბრენდბუქის აწყობას, სტამბასთან სწორ კომუნიკაციასა და ფინალური პორტფოლიოს მომზადებას.
სილაბუსი
მზად ხარ?
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მზად ხარ?
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მათი შთაბეჭდილებები
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს
გიორგი გრიგალაშვილი
გრაფიკული დიზაინი
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე გრაფიკული და მოუშენ დიზაინის კურსები, რაც ჩემი კარიერის საუკეთესო დასაწყისი აღმოჩნდა.
კურსების დასრურების შემდეგ, შესაძლებლობა მქონდა, რომ ჩემს გონებაში ჩაფიქრეული ვიზუალები რეალობად მექცია, შემექმნა რაღაც ახალი ჩემი ინდივიდუალიზმით.
თამარ ტაველიძე
გრაფიკული დიზაინი
ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ძალიან მომეწონა გარემო, მასწავლებელი და ის, რომ კურსების თავიდან ყურებაც ყოველთვის შემეძლო, რაც ძალიან დამეხმარა.
ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ერთადერთი, რაც ცოტა გამიჭირდა, პროგრამების ჩამოტვირთვა და თავიდან გახსნა იყო, მაგრამ ამაშიც დამეხმარნენ და საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გამოცდილებით, ნამსვილად ვურჩევ აკადემიაში კურსების გავლას სხვებსაც. ❤️
მარიამი გოგოლაძე
გრაფიკული დიზაინი
ძალიან კარგი კურსია. ყველაზე მეტად რაც მომეწონა ისაა რომ პრაქტიკას ეთმობა დიდი დრო.
ნინო ნადირაძე
გრაფიკული დიზაინი
კურსით კმაყოფილი ვარ, არ მქონდა ამხელა მოლოდინი. რაც საჭირო იყო, ყველაფრის სწავლა მოვასწარით ამ მცირე დროში. ახლა უკვე ჩვენს პრაქტიკულ გამოცდილებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული.
არაჩვეულებრივი ლექტორი გვყავდა, რომელმაც დაუზარლად, ამომწურავად, მაქსიმალურად გასაგებად აგვიხსნა თითოეული ლექცია. ძალიან მეგობრული ადამიანია და თავის საქმის პროფესიონალია. ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო მასთან ურთიერთობა და ციფრული აკადემიის ეს კურსი მთლიანად. დიდი მადლობა!
მილენა მეიშვილი
გრაფიკული დიზაინი
ძალიან მომეწონა, ლექტორის ახსნის სტილი და ის რომ ყოველთვის დეტალურად გვიხსნიდა რა შეგვეძლო გაგვეუმჯობესებინა.
კურსი იყო ძალიან საინტერესო და გრაფიკული დიზაინის შესახებ ბევრი ახალი რამ ვისწავლე, მთლიანობაში ძალიან კარგი გამოცდილება იყო.
FAQ