გრაფიკული დიზაინი, ერთი შეხედვით, შეიძლება რთული და მიუწვდომელიც კი მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ სინამდვილეში ეს პროფესია ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უყვარს დეტალებზე დაკვრივება და აქვს შემოქმედებითი ნიჭი.
მთავარი რამ, რაც კარგ დიზაინერს გამოარჩევს, მხატვრობის ნიჭი ან ტექნიკური განათლება კი არა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ჩვეულებრივის სხვა კუთხით დანახვის უნარია.
დანარჩენს ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლი.
ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ იმ აუცილებელ რესურსებს, რაც დაგჭირდება იმისთვის, რომ დაიწყო, განვითარდე და საბოლოოდ გახდე პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერი.
რა უნარები უნდა მქონდეს იმისათვის, რომ გრაფიკული დიზაინერი გავხდე?
გრაფიკულ დიზაინში წარმატებისთვის ორი ტიპის უნარია საჭიროა - ტექნიკური და პიროვნული.
ტექნიკური უნარები
ეს არის უნარები, რომლებიც უშუალოდ სამუშაო პროცესს ეხება:
Adobe Photoshop – სურათების რედაქტირების ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა;
Adobe Illustrator – ვექტორული გრაფიკის შესაქმნელი ინსტრუმენტი. გამოიყენება ლოგოებისთვის, ილუსტრაციებისთვის, ბრენდინგისა და ბეჭდური მასალებისთვის;
გარდა პროგრამებისა, ასევე მნიშვნელოვანია:
ტიპოგრაფია;
ფერთა თეორია;
დიზაინის პრინციპები (იერარქია, ბალანსი, თეთრი სივრცე);
განსხვავებები RGB-სა და CMYK-ს შორის;
UX/UI-ის საბაზისო ცოდნა;
პიროვნული უნარები
რაც არ უნდა ძლიერი ტექნიკური ცოდნა გქონდეს, დიზაინის სფეროში წარმატების მისაღწევათ ასევე გამოგადგება:
კარგი კომუნიკაციის უნარი;
გუნდში მუშაობის უნარი;
დროის ეფექტური მართვა;
ემოციური ინტელექტი და კრიტიკის მიღების უნარი;
კრეატიულობა;
სთორითელინგი.
როგორ ავირჩიოთ სწორი კურსი გრაფიკული დიზაინის შესასწავლად?
თუ გინდა შენი განვითარება და სწავლი სისტემური, სწორი მიმართულების და სწრაფი იყოს, სასურველია სწავლა საუკეთესო პროფესიონალებთან დაიწყო.
YouTube კარგია, მაგრამ ხშირად ქაოტურია და ბევრ დროს გართმევს.
ყველაზე სწორი გზა არის სტრუქტურირებული კურსის გავლა, სადაც:
პროფესიონალი მენტორი დაგაკვალიანებს;
რეალურ დავალებებს შეასრულებ;
პორტფოლიოს შექმნასაც დაიწყებ;
და დასაქმებისთვისაც მოემზადები.
თუ საქართველოში გრაფიკული დიზაინის სწავლას გეგმავ, საუკეთესო არჩევანია ციფრული ინდუსტრიის აკადემია - პლატფორმა, სადაც სწავლობ პრაქტიკულად, რეალური ბრიფებით და გამოცდილების მქონე დიზაინერებისგან.
როგორ შევქმნათ გრაფიკული დიზაინერის პორტფოლიო?
პორტფოლიო შენი „ვიზუალური ავტობიოგრაფიაა“. დამსაქმებელი სწორედ მასზე დაყრდნობით წყვეტს, აგიყვანს თუ არა სამსახურში ან განდობს თუ არა პროექტს.
შეაგროვე საუკეთესო რეფერენსები
Behance, Dribbble, Pinterest - ყოველდღე 5–10 წუთით მაინც თვალი გადაავლე უცხოურ ნამუშევრებს და შეინახე ის, რაც მოგწონს. ეს დაგეხმარება სტილის, გემოვნებისა და ხედვის ჩამოყალიბებაში.
შექმენი მსგავსი ნამუშევრები
აირჩიე ნამუშევარი, რომელიც მოგწონს და სცადე იგივე დიზაინის შექმნა, მაგრამ მცირე ცვლილებებით. ეს არის სწავლების საუკეთესო მეთოდი, განსაკუთრებით დასაწყისში.
(მაგრამ, რა თქმა უნდა, არასოდეს გამოაქვეყნო ეს როგორც შენი ნამუშევარი.)
იმუშავე რეალურ პროექტებზე
Upwork, Fiverr, 99designs, ადგილობრივი მცირე ბიზნესები - ყველგან იპოვი შესაფერის პროექტებს, რომლებსაც პორტფოლიოში დაამატებ.
შექმენი მიზნობრივი პორტფოლიო
თუ ლოგოები გიზიდავს - გააკეთე ბევრი ლოგო;
თუ გამომცემლობა გინდა - მაკეტირება და InDesign-ს პროექტები დაამატე;
თუ სოციალური მედია - ბრენდინგი და პოსტების დიზაინი.
მოითხოვე უკუკავშირი
განვითარება სწორედ ამ ნაბიჯზე იწყება. გინდოდეს ხარისხიანი უკუკავშირი, განსაკუთრებით შენი მენტორებისგან.
თუ ახლა იწყებ გრაფიკულ დიზაინში შენს მოგზაურობას, წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდება - დიზაინი როგორც პროფესია, მუდმივი სწავლების, ექსპერიმენტებისა და განვითარების პროცესია.
თუ ტექნიკურ და პიროვნულ უნარებს სწორად შეუთავსებ ერთმანეთს, შექმნი ძლიერ პორტფოლიოს და ისწავლი საკუთარ იდეების ვიზუალურად მოყოლას, აუცილებლად შეძლებ თავი დაიმკვიდრო გრაფიკულ დიზაინში.