fbpx
UI/UX დიზაინის კურსი

რატომ იკარგები ვებგვერდზე შესვლისას? – ანუ ყველაფერი UI/UX დიზაინზე

თარიღი: 24 January, 2024

UI/UX დიზაინი – ეს სიტყვა ალბათ ერთხელ მაინც გექნება გაგონილი და წაკითხული, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ის ამბავიც აუცილებლად მოვიდოდა შენამდე, რომ UI/UX დიზაინერობა მომავლის პროფესიაა. მაგრამ მაინც რა არის ან UI ან UX ან ვინ არის UI/UX დიზაინერი? დაახლოებით 2-3 წუთს თუ დაუთმობ ამ სტატიის წაკითხვას ყველა ამ კითხვაზე იპოვი პასუხს. და მერე თუ ამ პროფესიამ დაგაინტერესა, ბოლოში იმასაც გაიგებ, როგორ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯები UI/UX დიზაინერობამდე. 

რას ნიშნავს UI/UX და ვინ არის UI/UX დიზაინერი?

21-ე საუკუნეში ადამიანები ერთ დღეში ძალიან ბევრ ვებგვერდზე შევდივართ და ბევრ აპლიკაციას ვხსნით. ზოგზე მეტ დროს ვატარებთ, ზოგზე ბევრად უფრო ნაკლებს. რატომ? რატომ შეიძლება ერთი ვებგვერდიდან/აპლიკაციიდან 2-3 საათი არ გამოვიდეთ და მეორე გახსნისთანავე ჩავკეცოთ? ამ ყველაფრის უკან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მიზეზი დგას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამ მიზეზთა შორის ის ხალხია, ვისაც UI/UX დიზაინერებს ვეძახით.

წარმოიდგინე, რომ ნებისმიერი ვებგვერდი/აპლიკაცია არის ერთი დიდი სუპერმარკეტი ბევრი განყოფილებითა და ბევრი პროდუქტით. 

UI/UX დიზაინის კურსი

UI დიზაინერების მიზანია ამ სუპერმარკეტის ვიტრინებს რომ ჩაუვლი, ისე მოგეწონოს, რომ შიგნით შესვლა და მერე იქაურობას რომ დაათვალიერებ, გამოსვლა აღარ მოგინდეს.

UX დიზაინერების მიზანი კი ისაა, სუპერმარკეტში რომ შეხვალ, ყველაფერი ისე იყოს განლაგებული, რომ დახლებს შორის არ დაიკარგო, წითელი ვაშლით დაწყებული სათამაშოებით დამთავრებული ყველაფერი წამებში იპოვო და თუ დახმარება დაგჭირდა, კონსულტანტის მოძებნაშიც არ დახარჯო დრო.

უფრო პროფესიონალურ ენაზე, რომ ავხსნათ. UI დიზაინერი ვებგვერდის/აპლიკაციის ვიზუალურ მხარეზეა პასუხისმგებელი, ხოლო UX დიზაინერი იმაზე, რომ მისი მარტივად და სასიამოვნოდ მოხმარება იყოს შესაძლებელი. 

რაში გვჭირდება UI/UX დიზაინი?

როცა მომხმარებელი შენს ვებგვერდს/აპლიკაციას ხსნის, სადღაც მისი Attention Span-ის ტაიმერი ირთვება, რომელიც მაქსიმუმ 1 წუთს გრძელდება. ამიტომ ძალიან ცოტა დრო გაქვს იმისთვის, რომ მომხმარებელს თავი მოაწონო და დაამახსოვრო. გარდა ამისა, თუ ვებგვერდი/აპლიკაცია ისე არის მოწყობილი, რომ მომხმარებელს რამის მოძებნა გაუჭირდა ან რამეს ვერ მიხვდა, დამიჯერე, ამაზე 1 წუთიც არ იფიქრებს და ისე ჩაკეცავს გახსნილ გვერდს, რომ შეიძლება მომავალშიც არც არასდროს გახსნას და იფიქროს: ,,მანდ რაღა შემიყვანს, ვერაფერი ვერ გავუგეო”.  

მარტივად რომ აგიხსნა, UI/UX დიზაინერის მიზანი ისაა, რომ აი ეს ფრაზა თავში არც ერთმა მომხმარებელმა არ გაივლოს. 

UI/UX დიზაინის კურსი

რატომ უნდა გახდე UI/UX დიზაინერი?

გარდა იმისა, რომ მილიონობით ადამიანს დაეხმარები იმაში, რომ მარტივად გამოიყენონ ნებისმიერი ვებგვერდი/აპლიკაცია და წამებში მოძებნონ ის, რაც სჭირდებათ, სხვა რიცხვებსაც გეტყვი. 

UI/UX დიზაინერების საშუალო ხელფასი 2023 წლის მონაცემებით საათში 54, კვირაში – 2160, თვეში – 8640 და წელიწადში 103 680 დოლარია *ტვინის აფეთქების ემოჯი*. 

როგორ უნდა გახდე UI/UX დიზაინერი?

პირველ რიგში შეგიძლია დარეგისტრირდე UI/UX დიზაინის 2 თვიან კურსზე და ისწავლო ყველა ის საკითხი, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI & UX დიზაინერად მუშაობისთვის.

კურსის ლინკი.