UI და UX დიზაინი არის ორი ყველაზე ხშირად დამაბნეველი და ერთმანეთთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, რომელიც გამოიყენება ვებ და სააპლიკაციო დიზაინში. ისინი ხშირად ერთ ტერმინად გვევლინება, UI/UX დიზაინი, რადგან უჭირთ მათი კონცეპტუალურად განსხვავება.
მოდით, წარმოვიდგინოთ ახალი ავტომობილი. UI არის ყველაფერი, რასაც ხედავთ და რასთანაც ფიზიკურად გაქვთ შეხება - სალონის დიზაინი, დაფის ფორმა, ღილაკების განლაგება, საჭის ტექსტურა. UX კი არის თქვენი საერთო გამოცდილება ამ ავტომობილთან - რამდენად კომფორტულია მგზავრობა, მარტივია თუ არა პარკირება, რამდენად ინტუიციურია მართვის პანელი და რა ემოციებს იწვევს თქვენში ეს პროცესი.
ციფრულ პროდუქტებშიც ზუსტად ასეა: ერთი ფოკუსირებულია გარეგნობაზე, მეორე კი შეგრძნებაზე და ფუნქციურობაზე.
რა არის UI დიზაინი?
სიტყვა UI იშიფრება როგორც "User Interface". მომხმარებლის ინტერფეისი არის აპლიკაციის გრაფიკული სქემა. ის მოიცავს ღილაკებს, რომლებსაც ვაჭერთ, ტექსტს, რომელსაც ვკითხულობთ და სურათებს, რომლებსაც აღვიქვამთ აპლიკაციის გამოყენებისას. ყველა სახის ვიზუალური ელემენტი და ანიმაციები არის დაკავშირებული UI დიზაინერთან.
UI (User Interface - მომხმარებლის ინტერფეისი) დიზაინი ეხება პროდუქტის ვიზუალურ მხარეს და ინტერაქციულ ელემენტებს. UI დიზაინერის მთავარი მიზანია, რომ პროდუქტი იყოს ლამაზი, მიმზიდველი და ადვილად აღსაქმელი. ეს არის ხიდი მომხმარებელსა და პროდუქტის ფუნციონალს შორის.
UI დიზაინის ელემენტები მოიცავს:
ვიზუალური დიზაინი: ფერები, ტიპოგრაფია, გამოსახულებები, გრაფიკული ელემენტები.
ინტერაქციის დიზაინი: ღილაკები, სლაიდერები, ველები (inputs) და მათი მოძრაობა (animations).
განლაგება (Layout): როგორ არის სტრუქტურირებული და განლაგებული კონტენტი ეკრანზე.
მარტივად რომ ვთქვათ, UI დიზაინერი ზრუნავს, რომ პროდუქტი კარგად გამოიყურებოდეს და ჰქონდეს ბრენდისთვის შესაფერისი ესთეტიკა.
რა არის UX დიზაინი?
სიტყვა UX არის "User Experience". მომხმარებელთა გამოცდილება განსაზღვრება მათი ინტერაქციით. UX-ის მთავარი დანიშნულებაა, რომ აპლიკაციის ნავიგაცია იყოს ლოგიკურად დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ აპლიკაციასთან ინტერაქცია იყოს სასიამოვნო და მარტივად მოხმარებადი. მოკლედ რომ ვთქვათ, UX დიზაინერები არჩევანს აკეთებენ ინტერფეისის ფუნქციალურობაზე და სტრუქტურაზე.
UX (User Experience - მომხმარებლის გამოცდილება) დიზაინი ბევრად ფართო ცნებაა და ის ეხება მომხმარებლის საერთო შეგრძნებებსა და დამოკიდებულებებს პროდუქტის, სისტემის ან სერვისის გამოყენებისას. UX დიზაინერის მიზანია, პროდუქტი გახადოს ეფექტური, მარტივი, ლოგიკური და სასიამოვნო გამოსაყენებლად.
UX დიზაინის პროცესი მოიცავს:
მომხმარებლის კვლევა: ინტერვიუები, გამოკითხვები, მომხმარებლის იმიჯის/პერსონის შექმნა.
ინფორმაციის არქიტექტურა: კონტენტის სტრუქტურირება და ორგანიზება (მენიუს ლოგიკა).
პროტოტიპები: პროდუქტის ფუნქციური "ჩონჩხის" შექმნა.
გამოყენებადობის ტესტირება (Usability Testing): იმის შემოწმება, რამდენად მარტივად ასრულებენ მომხმარებლები დავალებებს.
UX დიზაინერი მუშაობას იწყებს კითხვით: "რა პრობლემას ვაგვარებთ და როგორ გავხადოთ პროცესი მაქსიმალურად მარტივი?"
განსხვავებები
UI და UX დიზაინი ერთმანეთის კონკურენტები კი არა გუნდური მოთამაშეები არიან, მაგრამ მათი ფოკუსის არეალი არსებითად განსხვავდება.
UX დიზაინი არის ფუნდამენტური პროცესი, რომელიც პასუხობს კითხვას: "როგორ მუშაობს პროდუქტი?" და "რა პრობლემას ვაგვარებთ?". ეს გულისხმობს მომხმარებლის კვლევას, ინფორმაციის არქიტექტურას, ლოგიკური ნავიგაციის შექმნას და ტესტირებას.
ის უზრუნველყოფს, რომ პროდუქტის გამოყენება იყოს მარტივი, ეფექტური და ლოგიკური. მარტივად რომ ვთქვათ, UX დიზაინერი ქმნის პროდუქტის "ჩონჩხს" და "ტვინს".
მეორე მხრივ, UI დიზაინი ფოკუსირებულია კითხვაზე: "როგორ გამოიყურება პროდუქტი?" ეს ეტაპი მოიცავს ვიზუალურ დეტალებს: ფერების პალიტრას, შრიფტების არჩევას, ღილაკების ფორმასა და ანიმაციებს.
UI დიზაინერის მთავარი მიზანია, რომ ინტერფეისი იყოს მიმზიდველი, თანმიმდევრული და ჰქონდეს ბრენდისთვის შესაფერისი ესთეტიკა.
საბოლოო ჯამში, UX განსაზღვრავს, შეძლებთ თუ არა მარტივად მიხვიდეთ სასურველ გვერდზე, ხოლო UI განსაზღვრავს, იქნება თუ არა ეს გზა ვიზუალურად სასიამოვნო.
შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს ორივე მიმართულებით მუშაობა?
რა თქმა უნდა!
თანამედროვე ციფრულ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, ყველაზე მოთხოვნადები არიან "UX/UI დიზაინერები" (ხშირად მოიხსენიებენ როგორც Product Designers). ეს სპეციალისტები ფლობენ როგორც მომხმარებლის კვლევის, სტრუქტურის შექმნის (UX) უნარებს, ასევე ვიზუალური დიზაინის (UI) ცოდნას.
თუმცა, დიდ კომპანიებში ეს როლები შეიძლება გაიყოს: UX დიზაინერი ფოკუსირდება მხოლოდ კვლევასა და ლოგიკაზე, ხოლო UI დიზაინერი - მის გალამაზებასა და საბოლოო ვიზუალურ სახეზე.
UI/UX დიზაინის სწავლა საქართველოში
UI/UX დიზაინის სწავლა, რა თქმა უნდა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში არის შესაძლებელი.
აკადემიაში ზუსტად 2 თვეში ნულიდან ისწავლი ყველა იმ საკითხს, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI/UX დიზაინერად მუშაობისთვის. დაეუფლები Figma-ს ნულიდან და გაეცნობი მთლიან UX პროცესს და დიზაინ მიდგომებს.
გაიგებ, რას ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული დიზაინი და მარტივი ნავიგაცია. ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები და რეალური მაგალითების განხილვა კი სრულყოფილ ცოდნას შეგიქმნის ამ პროფესიის შესახებ.
UI/UX დიზაინის კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას და მზად იქნები ამ სფეროში შენი პირველი კარიერული ნაბიჯის გადასადგმელად.
თუ გინდათ შეისწავლოთ UI/UX დიზაინი, იხილეთ ჩვენი კურსის გვერდი და გაეცანით ყველა საჭირო ინფორმაციას.