UI/UX დიზაინის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ციფრული პროდუქტების დიზაინისა და სამომხმარებლო გამოცდილების შესწავლა. სწავლისას შეისწავლით UX კვლევებს, Design Thinking-ს, Wireframe-ების შექმნას, Figma-ს ინსტრუმენტებს, Auto Layout-ს, Grid სისტემებსა და Responsive UI-ს.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ მობილური და დესკტოპ ინტერფეისების აწყობას, პროტოტიპირებას, UX კვლევის ჩატარებასა და საკუთარი პორტფოლიოს მომზადებას
სილაბუსი
მზად ხარ?
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მზად ხარ?
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მათი შთაბეჭდილებები
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს
გიორგი კოპაძე
UI/UX დიზაინის კურსი
კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ. ლექტორი ძალიან კარგია. მასალას მარტივად და გასაგებად ხსნის და არ იშურებს ენერგიას ნებისმერ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად.
ნინო ბექაური
UI/UX დიზაინის კურსი
კურსს 10/10 შევაფასებდი. ყველაზე მეტად მომეწონა ის, თუ რამდენად სიღრმისეულად და ამავდროულად მარტივად ხსნიდა ლექტორი თითოეულ მნიშვნელოვან თემას. რთული საკითხებიც კი გასაგები ხდებოდა, რადგან ყველაფერი ძალიან კარგად იყო ახსნილი და პრაქტიკულ მაგალითებთან დაკავშირებული.
ასევე მინდა აღვნიშნო ლექტორის დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა. როგორც კომუნიკაციის, ისე უკუკავშირის მხრივ ყოველთვის მაქსიმალურად ჩართული და ყურადღებიანი იყო, რაც სწავლის პროცესს ბევრად უფრო კომფორტულსა და შედეგიანს ხდიდა.
პრაქტიკული დავალებებიც ძალიან კარგად იყო შერჩეული. მათი დახმარებით მხოლოდ თეორიული ცოდნა არ მიმიღია - რეალურად განვივითარე ის პრაქტიკული უნარები, რომლებიც UI/UX დიზაინერს მუშაობისას სჭირდება.
პირადად ჩემთვის ამ კურსმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. კურსის დაწყებამდე მქონდა შიში და თავდაჯერების ნაკლებობა, რის გამოც მიჭირდა წარმომედგინა, რომ ამ პროფესიით მუშაობას შევძლებდი. ახლა კი ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ და ვგრძნობ, რომ მიღებული ცოდნა რეალურად მაძლევს საშუალებას შემდეგ ეტაპზე გადავიდე და ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყო.
ჩემი აზრით, კურსი მხოლოდ საბაზისო ცოდნით არ შემოიფარგლა - მივიღეთ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც უკვე Junior UI/UX Designer-ის დონესთან საკმაოდ ახლოს არის, რაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსია.
კურსში პირადად არაფერი დამკლებია. აუცილებლად ვურჩევდი მას ადამიანს, რომელსაც რეალურად სურს UI/UX მიმართულებით პროფესიის დაწყება და მომავალში ამ სფეროში მუშაობა.
ელენე ჟორჟოლიანი
UI/UX დიზაინის კურსი
ძალიან მიხარია რომ გადავწყვიტე აღნიშნული კურსის გავლა.ეს სფერო ჩემთვის მუდამ საინტერესო იყო და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს რა თქმა უნდა მიზნად მაქვს სწორედ აღნიშნულ სფეროში მუშაობის დაწყება და იმედი მაქვს რომ მალევე შევძლებ ამას.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ძალიან კარგი შანსისთვის და გამოცდილებისთვის.განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მენტორს, რომელიც მუდამ დეტალურად და საინტერესოდ გვიხსნის ყველა საკითხს.
თან ისეთი კარგი ახსნის უნარი აქვს, ლექციების განმეორებით ყურება არ მჭირდება ხოლმე უკვე დავიწყე ჩემით ნელ ნელა პორტფოლიოზე მუშაობა და იმედი მაქვს ახლო მომავალშივე შევძლებ რეალურ პროექტებზე მუშაობასაც❤️
FAQ