რა სხვაობაა OFFLINE და ONLINE მარკეტინგს შორის?

თარიღი: 26 June, 2019

გასული ათწლეულის მანძილზე საინფორმაციო ტექნოლოგიების უწყვეტ გაუმჯობესებასთან ერთად ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მფლობელებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. დღეს ბევრ კომპანიას უჭირს არჩევანის გაკეთება Offline და Online მარკეტინგს შორის, თუმცა ონლაინ კომუნიკაციის არხების განვითარებამ დაგვანახა ციფრული გადაწყვეტილებების მიღების უპირობო აუცილებლობა.
სანამ ადამიანები კვლავ ფიქრობენ, რომ ტრადიციული მარკეტინგი ყველაზე გონივრული მიდგომაა ბრენდის ცნობადობის ასამღლებლად, მათ ავიწყდებათ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში და ეს გარემო მოითხოვს ციფრულ სისტემებთან ადაპტირებას.

ოფლაინ მარკეტინგი, იგივე ტრადიციული მარკეტინგი გულისხმობს მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარებას ინტერნეტის გამოყენების გარეშე, სხვადასხვა მედია საშუალებებით როგორიცაა: ტელევიზია, რადიო, ბანერები, ბეჭდური მედია დ.ა.შ.
სატელევიზიო რეკლამა ტრადიციული მარკეტინგის ყველაზე ძვირადღირებული არხია, თუმცა თითქმის შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ რამდენმა ადამიანმა ნახა კონკრეტული რეკლამა და იყო თუ არა ის ბრენდისთვის საჭირო აუდიტორია. AT & T- ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, დღეს 10-დან 9 ადამიანი მობილურ მოწყობილობას იყენებს ტელევიზორის ყურებისას, აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ტრადიციული მარკეტინგის ფორმები თანდათან ნაკლებად ეფექტური ხდება.

მინდა გაგიზიაროთ რეალური ქეისი იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა და შეიცვალა ციფრული მარკეტინგის მიმართ დამოკიდებულება პაკისტანში. 2012 წლის ივლისში პაკისტანში გაიხსნა ონლაინ მაღაზია.
საწყისი პერიოდის მანძილზე მათ პროდუქციას არავინ ყიდულობდა იმ მიზეზით, რომ მომხმარებელი ფიქრობდა  უსაფრთხო არ იქნებოდა ინტერნეტით შეძენის პროცესი. მაღაზიას მხოლოდ ვირტუალური ინტერნეტ მისამართი ჰქონდა და ეს მათში უნდობლობის შეგრძებას იწვევდა. ერთი თვეც არ დასჭირდა სწორი ონლაინ  მარკეტინგული სტარტეგიის დახმარებით მომხარებლის ნდობის მოპოვებას და ინტერნეტ მაღაზია პაკისტანში მალე ორ დიდ კომპანიად ჩამოყალიბდა, როგორიცაა :
“Kaymu” და “Food Panda.”

ONLINE MARKETING VS OFFLINE MARKETING

ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით, ონლაინ მარკეტინგი ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის სწორია თუ არა კონკრეტული მარკეტინგული სტრატეგია. ის განსაზღვრავს რეკლამის მიწოდებას კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიისთვის, მითთებულ გეოგრაფიულ არეალში. ციფრულ არხების: Facebook, Google და Instagram -ის საშუალებით იგებთ რამდენ ადამიანთან მიაღწია რეკლამამ.

ციფრული მარკეტინგის პროცესები სრულად ოპტიმიზრებულია დროის განსაზღვრულ მონაკვეთზე, თქვენს მიერ დადგენილ ვადებში ხდება სტრატეგიის განხორციელება. ოფლაინ მარკეტინგის დროს კი თქვენ დამოკიდებული ხართ იმ ბეჭდურ თუ სატელევიზიო მედიაზე, რომელიც თავის დადგენილ ვადებში გაუშვებს თქვენს რეკლამას.

მათემატიკური ანალიზისა და ფინანსური დანახარჯების გათვალიწინებით, როდესაც ციფრული მარკეტინგის არხებს ოფლაინ მარკეტინგის ფორმებს ვადარებთ, უპირატესობა ნათელია. ბევრად იაფი და ეფექტური საშუალებაა ონლაინ მარკეტინგი. აქვე გავიხსენოთ ბილ გეითსის ცნობილი გამონათქვამი: ,,თუ თქვენს ბიზნესს არ აქვს ონლაინ ხილვადობა, ის ყოველთვის ინფორმაციული სივრცის მიღმა დარჩება”.

გაეცანით ციფრული ინდუსტრიის აკადემიის და შეისწავლეთ ციფრული მარკეტინგის სწორად, ეფექტურად სტარტეგირების საშუალებები და არ მისცეთ უფლება თქვენს საქმიანობას დარჩეს ციფრული სამყაროს მიღმა ციფრული მარკეტინგის კურსი